სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

რას შეცვლის ქართული მაუწყებლობა

მთავარისიახლე, საზოგადოება, ბლოგები 13.05.2018
ცაულინა მალაზონიას ბლოგი ჯავახეთიდან.

რას შეცვლის ქართული მაუწყებლობა

თავდაპირველად იყო მოსმენა. ვისმინეთ დაბადებიდან და მერე ლაპარაკი დავიწყეთ. მოსმენას, მით უფრო არამშობლიურ ენაზე, სწავლება უნდა. სწავლებას კი - სტრატეგიები და რესურსები.

ჯავახეთის ერთ-ერთ სომხურ სკოლაში მასწავლებელი მერვე-მეცხრე კლასელებს ასეთ დავალებას აძლევს: უყურეთ ხუთი წუთი საქართველოს რომელიმე სატელევიზიო არხის საინფორმაციო გამოშვებას და ჩაიწერეთ სიტყვები, რომლებსაც გარკვევით გაიგონებთ. მოსწავლეები ხალისით ასრულებენ ამ დავალებას. შემდეგ, გაკვეთილზე მოტანილი სიტყვებიდან არჩევენ სწორსა და არასწორს, ითვალიან, რეკორდსმენებს ავლენენ, სიტყვებს ბარათებზე წერენ, განმარტავენ და ასე არაერთ საკვანძო სიტყვას სწავლობენ.

მომდევნო დავალება წინადადებების ჩაწერაა. გაკვეთილზე კი ამ წინადადებებში ნაცნობი სიტყვების მოძებნა, კონტექსტზე დაყრდნობით შინაარსის გააზრება. როცა თავს ამასაც გაართევენ, საინფორმაციო გამოშვებაზე მუშაობა ერთი ამბის ჩაწერით გრძელდება. მოსწავლეებს ისეთი ცხელ-ცხელი ამბები მოაქვთ, კლასები ლამის საინფორმაციო ცენტრებად გადააქციეს.

ვიდრე ბავშვები საინფორმაციო გამოშვებებს უსმენენ და დავალებებს წერენ, მათი მშობლები და ბებია-ბაბუებიც იქვე სხედან და ჩუმად ადევნებენ თვალს ტელევიზორს. ამასობაში, ძალაუნებურად, მეხსიერების კიდობნიდან მათაც ამოქექეს ადრე ნასწავლი ან განაგონი სიტყვები. რეალობის აღქმაში ვიდეო ჩანაწერები, ილუსტრაციები ეხმარებათ და უეცრად ე.წ. „დუმილის“ მიჯნაზე აღმოჩნდებიან - როცა ლაპარაკი არ შეგიძლია, თუმცა გესმის რას ამბობენ.

მერე დისკუსიების ჯერიც დგება. მასწავლებელი მიზანმიმართულად სთხოვს მოზარდებს, ღამის თოქშოუებიდან აირჩიონ ერთი სადაო საკითხი, მოისმინონ ორი საწინააღმდეგო პოზიცია და გაარჩიონ ვინ მართალია და ვინ არა.

შემდეგი დავალება ორი ტელევიზიის საინფორმაციოდან ერთი და იმავე ამბის შედარება და შეფასებაა. ცხარე კამათი საკლასო ოთახში ინაცვლებს. ასე თანდათან მიდიან ცალკეული სიტყვებიდან კრიტიკულ შეფასებამდე.
შედეგად: თაობები სახელმწიფო ენას ისწავლიან, შეძლებენ ეფექტურ კომუნიკაციას, თავისი ქვეყნის ამბებით დაინტერესდებიან, თავადაც გახდებიან ამ ამბების პერსონაჟები, უგულშემატკივრებენ საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს, ქვეყნის პარლამენტარებს და პრეზიდენტს აირჩევენ საკუთარი დამოკიდებულების შესაბამისად, ჩაერთვებიან მმართველობაში, აღარ დაჯარიმდებიან ახალი რეგულაციების არცოდნის გამო...

თუმცა, ეს მხოლოდ იდეაა, ჯერ-ჯერობით განუხორციელებელი. მიზეზი: შესაბამისი რესურსის უქონლობა - ჯავახეთში ციფრული მაუწყებლობა სახელმწიფო ენაზე ხელმისაწვდომი არ არის. ალტერნატივა უცხო ქვეყნების სატელევიზიო არხებიდან სხვადასხვა ინტერპრეტაციით მიღებული ინფორმაციაა.

ასე ვტკეპნით ერთ ადგილს მხოლოდ ქართული ენის გაკვეთილების ამარად. ენის შესწავლას ყველაზე მეტად შესაბამის გარემოში მისი გამოყენების საჭიროება აჩქარებს. ერთი ქართულის მასწავლებელი კი ამ გარემოს ვერ უზრუნველყოფს და დღეში ერთსაათიანი გაკვეთილით სიტუაციას დიდად ვერ შეცვლის.

თუ სახელმწიფო ხედავს და წესით უნდა ხედავდეს, რომ პრობლემას „თეფშების მობრუნებისკენ“ მოწოდება ვერ აგვარებს, თავად უნდა გადადგას გონივრული ნაბიჯი და ეტაპობრივად, ისევე, როგორც ელექტროენერგია, წყალი და გაზი, ხელმისაწვდომი გახადოს ქართულ ენაზე მაუწყებლობა. უნდა გაიაზროს, რომ ქვეყნის სიკეთისა და ერთიანობისთვის ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია.

იდეებს გამოცდილება გვკარნახობს. მასწავლებელს კი ის იდეა მაშინ გაუჩნდა, როცა აღმოაჩინა, რომ იმ ოჯახის შვილები, რომლებიც ჯავახეთში ანტენებით ჯერ კიდევ იჭერდნენ ქართულ არხებს, სახელმწიფო ენას მაღალ დონეზე ფლობდნენ.

[ცაულინა მალაზონია]


17.07.2018 აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას აბარებენ

16.07.2018 გეოგრაფიის გამოცდაზე 22 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

13.07.2018 პროფესიული უნარების გამოცდაზე 154 მასწავლებელი არ გამოცხადდა

13.07.2018 სამაგისტრო გამოცდების ტესტის პასუხები სავარაუდოდ წინასწარ გამოქვეყნდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.07.2018 15 000–მდე ბავშვს სისხლში ტყვიის შემცველობაზე გამოიკვლევენ

19.07.2018 ახალციხეში თვალის უფასო გამოკვლევები ჩატარდება

18.07.2018 რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა ხორცის შეძენისას

17.07.2018 ონკოლოგების შეფასებები ახალციხეში კიბოს ავადობის მაღალ მაჩვენებელზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

გალინა - ქართულის მასწავლებელი
სომხეთის საზოგადოებრივმა რადიომ ქართულ ენაზე მაუწყებლობა დაიწყო


ცაულინა მალაზონია: ჯავახეთში ჩვენი ქვეყნის დიდი პატრიოტები ცხოვრობენ

რატომ არ მოსწონთ მასწავლებლებს ბილინგვური სწავლება