სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხეში ნარდის ტურნირი ჩატარდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.05.2018
ახალციხეში, მუნიციპალიტეტის პირველობაში ნარდის ტურნირი გაიმართა. 45 მონაწილედან სამი გამარჯვებული გამოვლინდა. მათ მედლები, სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.

ახალციხეში ნარდის ტურნირი ჩატარდა

“კამათელი თუ თავიდანვე ორ ექვსიანზე დაჯდა და დუშაში გაგორდა თამაშის კარგი დასაწყისია“, – ამბობს ლერი ინასარიძე, რომელიც სოფელ ანდრიაწმინდაში ცხოვრობს და ნარდს ათი წლის ასაკიდან თამაშობს. დღეს მან საუკეთესო შედეგი აჩვენა და პირველი ადგილიც დაიკავა: „თავიდანვე დუშაში მომივიდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ნახევარი ხელი უკვე მოგებული მქონდა“.

ტურნირში მონაწილეობა 18 წლის ზევით ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

გელა მერაბიშვილი ნარდს წლებია თამაშობს, თუმცა, მსგავს შეჯიბრში მონაწილეობა არასდროს მიუღია, დღეს პირველივე ცდაზე კი მეორე ადგილი დაკავა: „თამაშის დროს აუცილებელია გონებრივი დატვირთვა, მხოლოდ მასზე უნდა იფიქრო და ცოტა იღბალიც გინდა, რა თქმა უნდა“.

ნარდში მუნიციპალიტეტის პირველობაში შეჯიბრი მესხეთის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 13:00 საათზე გაიმართა. თამაში ოლიმპიური სისტემით ორ მოგებამდე მიმდინარეობდა. მესამე ადგილი ტურნირში სოფელ სვირიდან, რევაზ შუბითიძემ დაიკავა.

პირველ სამ ადგილზე გასულებს მერიამ მედლები, სიგელები და ფასიანი საჩუქრები, სუვენირები გადასცა.

ტურნირს ორგანიზება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურმა გაუწია.

ახალციხეში ნარდის ტურნირი ჩატარდა

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


18.06.2018 გამოცდებზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი

14.06.2018 მეცხრე კლასის გამოცდები მეექვსე სკოლაში დაპირისპირების მიზეზი გახდა

12.06.2018 რამდენი თავისუფალი ადგილი დარჩა ახალციხის სკოლებში პირველკლასელებისთვის

10.06.2018 პედაგოგთა გამოცდების განრიგი ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.06.2018 FAO – 7-10 წელში ვეტერინარების რიცხვი მკვეთრად შემცირდება

17.06.2018 ახალციხეში „ოფროუდში“ ჩემპიონატი ჩატარდა [Photos\video]

17.06.2018 გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მოსალოდნელი ცუდი ამინდის შესახებ აფრთხილებს

16.06.2018 სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხეში მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი ჩატარდა
ახალციხეში შაშის ტურნირი ჩატარდა
ველორბოლაში  სკოლებს შორის ტურნირი ჩატარდა
შეჯიბრი ველორბოლაში [Photo]
ნინოწმინდელმა მოჭადრაკეებმა პირველ-მეორე ადგილები გაიყვეს
ახალციხის ციხეზე სპორტული ღონისძიებები გაიმართა
ახალციხეში მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი ჩატარდა