სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხეში, ზარზმელის ქუჩაზე სადარბაზოს ჭერი ჩამოინგრა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 10.05.2018
ახალციხეში, ზარზმელის N4 –ში, ე.წ. სამხედრო ბინებში, სადარბაზოს ჭერი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ახალციხეში, ზარზმელის ქუჩაზე სადარბაზოს ჭერი ჩამოინგრა

ზარზმელის N4 –ში, მეორე სადარბაზოში ჭერი, დაახლოებით, ერთი თვის წინ ჩამოინგრა.

„აღდგომის წინა პერიოდი იყო, ჭერი რომ ჩამოიშალა, მერიიდან მოვიდნენ, დაგვისუფთავეს და გვითხრეს აღდგომები რომ გავა გავაკეთებთო, მაგრამ აღარავინ გამოჩენილა“– ამბობს ადგილობრივი ტანია კრტიანი.

სადარბაზოში, რომელშიც ჭერი ჩამოინგრა ოთხი ოჯახი ცხოვრობს: „ბავშვები გვყავს ოთხივე ოჯახში, სულ ვცდილობთ, რომ პატარები მოვარიდოთ ამ ავარიულ სადარბაზოს, მაგრამ გარეთ გასვლა და შემოსვლა ხომ უნდათ. ასე როდემდე უნდა ვიყოთ?!“ – ამბობენ ზარზმელის ქუჩაზე მცხოვრებლები.

მათი თქმით, სადარბაზოს ჭერი იმიტომ ჩამოიშალა, რომ სახურავია დაზიანებული. ამის გამო ადგილობრივები გასულ წელსაც ჩიოდნენ, მაშინ ჭერიდან ბათქაში ცვიოდა: „დალპა მთელი შენობა, ზემოდან ცვივა ყველაფერი, ფრთხილად უნდა იარო, რომ თავში არაფერი დაგეცეს! ან თავზე „კასკა“ უნდა გეხუროს, სახლის კარებამდე რომ უსაფრთხოდ მიხვიდე“.

ახალციხეში, ზარზმელის ქუჩაზე სადარბაზოს ჭერი ჩამოინგრა
არქივი: 2017 წლის 7 პარილი


„სამხედრო ბინები“ თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა. ამიტომ ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ დაზიანებულ სადარბაზოს ვერ შეაკეთებენ. თავდაცვის სამინისტროში კი ამბობენ, რომ თუ ახალციხის მერია ბინების გადაცემის თაობაზე, ქონების მართვის სააგენტოს მიმართავს, სამინისტროში ამის შესახებ იმსჯელებენ.

„მოლაპარაკებები უკვე დავიწყეთ თავდაცვის სამინისტროსთან და როგორც კი ბინებს ბალანსზე გადმოგვცემენ იქ სახურავებსაც და სადარბაზოების ჭერსაც შევაკეთებთ“, – გვითხრეს ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სასმახურში.

ახალციხეში, ზარზმელის ქუჩაზე სადარბაზოს ჭერი ჩამოინგრა

ახალციხეში, ზარზმელის ქუჩაზე ორსართულიანი ბინები, 1950–იან წლებში, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აშენდა, რომელიც სამხედროებისათვის იყო განკუთვნილი. ახლა ამ ბინებში დაახლოებით 150–მდე ოჯახი ცხოვრობს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


18.06.2018 გამოცდებზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი

14.06.2018 მეცხრე კლასის გამოცდები მეექვსე სკოლაში დაპირისპირების მიზეზი გახდა

12.06.2018 რამდენი თავისუფალი ადგილი დარჩა ახალციხის სკოლებში პირველკლასელებისთვის

10.06.2018 პედაგოგთა გამოცდების განრიგი ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.06.2018 FAO – 7-10 წელში ვეტერინარების რიცხვი მკვეთრად შემცირდება

17.06.2018 ახალციხეში „ოფროუდში“ ჩემპიონატი ჩატარდა [Photos\video]

17.06.2018 გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მოსალოდნელი ცუდი ამინდის შესახებ აფრთხილებს

16.06.2018 სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

„სახლში ქოლგებით დავდივართ“ – ზარზმელის ქუჩის მცხოვრებლები  დახმარებას ითხოვენ [Photo]
ბორჯომში  მოსაცდელს ჭერი ჩამოეშალა
ზარზმელის  ქუჩის #55–ში მცხოვრებლები ეზოს მოწესრიგებას ითხოვენ
ტუბ–დისპანსერის შენობაში სახურავის ნაწილი ჩამოინგრა
სტიქია ახალციხეში – ბაზარში რამდენიმე ადგილზე ჭერი  ჩაინგრა
ზარზმელის ქუჩაზე სანიაღვრე არხებს ანახლებენ
ადგილობრივები: "სამშენებლო სამუშოების გამო სახლის კედელი ჩამოინგრა"