სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

კათოლიკეებს სადავო ეკლესიამდე მისასვლელად საზღვარზე პრობლემები შეუქმნეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.05.2018
კათოლიკე მრევლს, რომელიც საქართველოსა და თურქეთს შორის ნეიტრალურ ტერიტორიაზე მდებარე ბუზმარეთის ეკლესიაში მიდიოდა, სასაზღრო გამშვებ პუნქტზე არ ატარებდნენ. მიზეზი ის იყო, რომ მათი სატვირთო მანქანა ნაწვიმარზე გზას დააზიანებდა.

კათოლიკეებს სადავო ეკლესიამდე მისასვლელად საზღვარზე პრობლემები შეუქმნეს
დღეს, 10 მაისს კათოლიკური სამყარო მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. ამ დღეს ახალციხესა და ადიგენში მცხოვრები კათოლიკეები ტრადიციულად ბუზმარეთის ეკლესიაში აღნიშნავენ. თუმცა, საზღვარზე გავლებულ მავთულხლართის იქით, როგორც კათოლიკე მრევლი ამბობს, ორი მანქანით, მხოლოდ სასულიერო პირები გაატარეს. საზღვრიდან ტაძრამდე, დაახლოებით, ოთხ კილომეტრ მანძილზე კი სასაზღრო პოლიციის თანამშრომლებმა მრევლს მანქანებით გადაადგილების საშუალება არ მისცეს: „გვითხრეს, თუ გინდათ ფეხით წადით, მანქანებით ვერ შეგიშვებთ, ნაწვიმარია და გზა გაფუჭდება, მერე ჩვენ ვეღარ ვივლითო“.

მრევლის ნაწილი ერთი სატვირთო მანქანით იყო, ნაწილი კი მსუბუქი მანქანებით. როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში მესხეთის დეკანოზი ზურაბ კაკაჩიშვილი ამბობს, ტაძრამდე ფეხით მისვლას ყველა ვერ შეძლებდა: „ზოგი ავადაა, ზოგი მოხუცია, ამხელა გზის ფეხით გავლა ყველას არ შეუძლია. ამიტომ იქ იდგნენ და გატარებას ითხოვდნენ. შემდეგ გადარეკეს, გადმორეკეს მესაზღვრეებმა და ეს ხალხი გამოატარეს“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაში აცხადებენ, რომ მრევლის დაყოვნების მიზეზი ნამდვილად გზის დაზიანების საფრთხე იყო: "ნაწვიმარზე რომ სატვირთო მანქანა გაივლიდა, იქ შემდეგ პატრულირებისთვის მესაზღვრეები ტრასნპორტით გადაადგილებას ვეღარ შეძლებდნენ, ამიტომ მრევლს სხვა ალტერნატიულ გზას სთავაზობდნენ, თუმცა, საბოლოოდ მაინც გაატარეს".

ბუზმარეთის ეკლესია მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის სადავო ძეგლია. კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ტაძარი მათია და 2007 წელს (ანტონ და სერგო მერაბიშვილებმა) აღადგინეს კიდეც, მართლმადიდებლები კი აცხადებენ, რომ ეკლესია ისტორიულად მართლმადიდებლურია და ამიტომ აქ დაახლოებით ათი წლის წინ მამათა მონასტერიც დაარსეს. მას შემდეგ წირვა–ლოცვას ტაძარში მხოლოდ მართლმადიდებლები აღავლენენ, კათოლიკეები კი ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე წირავენ.

„ნელ–ნელა სულ გამოგვაძევეს, ჯერ ტაძარში არ გვიშვებდნენ, დაახლოებით ბოლო ხუთი წელია აღარც ეზოში გვაძლევენ წირვის ჩატარების უფლებას, ახლა უკვე საზღვარზეც არ გვატარებდნენ“, – ამბობს დეკანოზი კაკაჩიშვილი.

რადგან დღეს წვიმიანი ამინდი იყო, მრევლმა ბუზმარეთის მონასტერში მართლმადიდებელ ბერებს წირვის ტაძარში ჩატარების ნებართვა სთხოვა, თუმცა, ვერ მიიღეს.

„სამხრეთის კარიბჭეს“ შეკითხვაზე, რატომ არ უშვებენ კათოლიკეებს ტაძარში წირვის ჩასატარებლად, ბუზმარეთის მამათა მონასტერში ასე უპასუხეს: „ჩვენი წინამძღვარი საზღვარგარეთაა და ვერაფერზე დაგელაპარაკებით. აქ ჟურნალისტები საჭირო არ არის. ეს მართლმადიდებლური ტაძარია და კანონიკის მიხედვით კათოლიკეებს არ აქვთ უფლება, რომ იქ წირვა აღავლინონ“.

კათოლიკე სასულიერო პირებმა და მრევლმა ამაღლების სადღესასწაულო წირვა ტაძრის მიმდებარედ ტყეში აღავლინეს.
„არც მიცდია ტაძარში წირვის ჩატარება, არ მინდოდა, რომ ამის გამო ვითარება დაძაბულიყო და კონფლიქტი მომხდარიყო. ამიტომ ტყეში ვწირავთ“, – ამბობს დეკანოზი კაკაჩიშვილი.

კათოლიკეებს სადავო ეკლესიამდე მისასვლელად საზღვარზე პრობლემები შეუქმნეს

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


20.05.2018 სკოლებში საატესტატო გამოცდები დაიწყო

08.05.2018 რამდენი თავისუფალი ადგილია ახალციხის სკოლებში პირველკლასელებისთვის

08.05.2018 დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება

03.05.2018 2018 წლის საატესტატო გამოცდების განრიგი ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.05.2018 ვემსახურები მასწავლებლებს!

19.05.2018 'მოდი ღამე მუზეუმში' – სამცხე–ჯავახეთის მუზეუმი აქციას უერთდება

18.05.2018 ეროვნული სამოსის დღე ახალციხეში [Photo]

18.05.2018 ახალციხეში მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი ჩატარდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

წირვა ტყეში ქოლგებით – კათოლიკეებმა ამაღლება ბუზმარეთში იზეიმეს [Photo/Vide]
სამცხე-ჯავახეთში კათოლიკური შობა იზეიმეს
კათოლიკე ეკლესია დღეს აღდგომას აღნიშნავს [Photo]
აღდგომის ღამე ახალციხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში [Photo]
აღდგომის ღამისთევა ამაღლების ტაძარში [Video]
დღეს კათოლიკები მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავენ
განახლებული კათოლიკური ტაძარი ახალციხეში