FM97.5 / LIVE

გადაუდებელი შემთხვევებისას 112–ის ოპერატორი მოსწავლის საკონტაქტო ინფორმაციას დაადგენს

მთავარისიახლე, სამართალი 10.05.2018
შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც 112-ის ოპერატორს შესაძლებლობა ექნება, გადაუდებელი შემთხვევისას, მოსწავლის საცხოვრებელი მისამართი და მშობლების საკონტაქტო ინფორმაცია დაადგინოს .

გადაუდებელი შემთხვევებისას 112–ის ოპერატორი მოსწავლის საკონტაქტო ინფორმაციას დაადგენს

მემორანდუმის თანახმად, „112“-ის ოპერატორს შესაძლებლობა ექნება, გადაუდებელი შემთხვევის დროს, სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემა - eSchool-ის საშუალებით, ოპერატიულად დაადგინოს დაზარალებული ბავშვის სახელით, გვარითა და სკოლის მონაცემით მისი საცხოვრებელი მისამართი და მშობლების საკონტაქტო ინფორმაცია.

აღნიშნული სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი შემთხვევების დროს, როდესაც მოსწავლემ ზუსტად არ იცის საკუთარი მისამართი, მაგრამ იცის თავისი სკოლის სახელწოდება და ნომერი.

ინფორმაციის მიმოცვლა დახურული ქსელის საშუალებით განხორციელდება, რაც გულისხმობს იმას, რომ მონაცემები გარეშე პირებისგან დაცული იქნება და მათზე წვდომა ექნებათ მარტო „112“-ის ოპერატორებს, მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როდესაც მოსწავლე თავის ადგილსამყოფელს ვერ დაასახელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრსა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას შორის მემორანდუმის გაფორმება ხელს შეუწყობს, რომ გადაუდებელი შემთხვევის დროს კიდევ უფრო ოპერატიულად მოხდეს რეაგირება, როცა დაზარალებული ბავშვია და წამები გადამწყვეტია.

[sknews.ge]


11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

06.12.2018 შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.12.2018 ადიგენში 2019 წელს ბუნებრივ აირს სამ სკოლაში შეიყვანენ

14.12.2018 გაფრთხილება გათავისუფლებაზე – რაზე მოაწერინეს ვალის ბაღის თანამშრომლებს არჩევნებამდე ხელი

14.12.2018 ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მძღოლების დაყოვნების დრო შემცირდება

14.12.2018 სამცხე–ჯავახეთში ბავშვებში ტყვიის შემცველობის კვლევაზე მშობლების ნაწილი უარს ამბობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

მაშველებმა სოფელ ქვაბისხევში ექსკურსიის დროს დაკარგული 5 მოსწავლე და 1 მშობელი იპოვეს
ბორჯომელ ნიკოლოზ გუმბერიძეს  ‘112–ის გმირი ბავშვის’ წოდება მიენიჭა
დღის ამბები 18:00 საათზე – 10 მაისი [Audio]
უსაფრთხოების ათი გაკვეთილი – საგანმანათლებლო პროგრამა მეხუთეკლასელებისთვის
11 თებერვალს 112-ის დღე აღინიშნება
ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის სკოლების ადმინისტრაციები გადაამზადეს
მომსახურების სააგენტოში სისხლის კვლევითი ლაბორატორია გაიხსნა