სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხის საკრებულოში შექმნილი 'საზოგადოებრივი დარბაზი' გაუქმდა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 09.05.2018
ახალციხის საკრებულოში შექმნილი "საზოგადოებრივი დარბაზი", რის გამოც მუნიციპალიტეტი ინსტიტუციური დიალოგის ფორუმზე, ერთ–ერთ წარმატებულ მუნიციპალიტეტად დაასახელეს, გაუქმებულია.

ახალციხის საკრებულოში შექმნილი 'საზოგადოებრივი დარბაზი' გაუქმდა
არქივი: 2017 წლის 2 თებერვალი. საკრებულოს ანგარიში "საზოგადოებრივ დარბაზთან" ერთად

ექვს მაისს ახალციხეში გამართულ სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ინსტიტუციური დიალოგის ფორუმზე, სადაც მთავარი თემა „ადგილობრივი გამოწვევები და მიღწევები“ იყო, მოხსენება იმ მუნიციპალიტეტების მერებმა გააკეთეს, რომლებსაც სამაგალითო მიღწევები ქონდათ.

ერთ–ერთ წარმატებულ მაგალითად თვითმმართველობის მუშაობაში მოსახლეობის აქტიურად ჩართვის მიზნით, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შექმნილი „საზოგადოებრივი დარბაზი“ დაასახელეს, თუმცა ქალაქის და თემის გაერთიანების შემდეგ დარბაზის წევრები აღარ შეკრებილან.

„საზოგადოებრივი დარბაზის შექმნა ჩემი ინიციატვა იყო. ვმუშაობდით და სამომავლო გეგმებიც გვქონდა. ეს ერთ–ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ჩემი საკრებულოს თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში. ჩვენ ყველა საკითხს ვათანხმებდით დარბაზის წევრებთან და ერთობლივად ვწყვეტდით რა უფრო მნიშვნელოვანი იყო და რა უნდა განგვეხილა საკრებულოზე. ახლა რა ხდება ვერ გეტყვით, ჩემი წამოსვლის შემდეგ ამ ხალხთან არავის უმუშავია“, – ამბობს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე დავით ლომიძე.

„საზოგადოებრივი დარბაზი“, რომელიც საზოგადოების 55 აქტიური წევრს აერთიანებდა, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2017 წლის თებერვალში შეიქმნა და ცხრა თვეში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გაუმქდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძის განმარტებით ამ ეტაპზე ახალი დებულების შექმნაზე მუშაობენ, რის შემდეგაც ისევ შეიქმნება „საზოგადოებრივი დარბაზის“ მსგავსი, თუმცა შესაძლოა სხვა სახელით: „შევქმნით ისეთ საბჭოს, რომელიც მერიასთანაც და საკრებულოსთანაც ერთობლივად იფუნქციონირებს. ჩამოყალიბების პროცესში ვართ. საკრებულოს იურიდული კომისიის და მერიის იურიდიული სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის გურამ მელიქიძის განმარტებით, უკვე შერჩეულია საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, სკოლის დირექტორები და სოფელში მცხოვრები აქტიური მოქალაქეები, რომლებიც სამ თვეში ერთხელ შეიკრიბებიან და ქალაქსა და თემში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე ერთობლივად იმსჯელებენ: "ამ თვის ბოლოს გვექნება პირველი სხდომა. ამ ეტაპზე 30–მდე აქტიური მოქალაქეა გაერთიანებული, ე.წ "მრჩეველთა საბჭოში" გავაწევრიანებთ მათ ვისაც სურვილი აქვს".

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.05.2018 სკოლის საატესტატო გამოცდები დასრულდა

24.05.2018 რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა მათემატიკასა და ფიზიკაში ახალციხის სკოლებში

22.05.2018 დღეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოსწავლეებმა ისტორიასა და ფიზიკაში ჩააბარეს

21.05.2018 უცხო ენა და ბიოლოგია – რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.05.2018 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სამცხე–ჯავახეთში

25.05.2018 თბილისიდან ანდეზიტში დაბრუნებული დალაქი – BP და მისი პარტნიორები სოფლისათვის [R]

25.05.2018 სარაგბო კლუბი ‘ტაო’ უნივერსიტეტს თანამშრომლობას სთავაზობს

25.05.2018 ასპინძაში 200–მდე ხის ნერგი დარგეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

ახალციხის საკრებულომ საზოგადოებრივი დარბაზი ჩამოაყალიბა
ახალციხის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
ახალციხის საკრებულოს ანგარიში ხალხს
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ დავით ლომიძე აირჩიეს
ახალციხის თემის საკრებულოს სხდომა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დატოვა
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოთხი ფრაქცია შეიქმნა
ახალი მოწვევის საკრებულოების პირველი სამუშაო დღე