სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

როგორ აღნიშნეს ფაშიზმზე გამარჯვების დღე სამცხე–ჯავახეთში

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.05.2018
ფაშიზმზე გამარჯვების დღე სამცხე–ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში აღნიშნეს. ომში დაღუპულები გაიხსენეს, ვეტერანებს კი ფულადი ჯილდო გადასცეს.

როგორ აღნიშნეს ფაშიზმზე გამარჯვების დღე სამცხე–ჯავახეთშიახალციხე

სამცხე–ჯავახეთში, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, 44 ვეტერანია. მათგან ათი ახალციხეში ცხოვრობს, თერთმეტი ბორჯომში, ორი ასპინძაში, სამი ადიგენში, თოთხმეტი ახალქალაქში, ოთხი კი ნინოწმინდაში.

ფაშიზმზე გამარჯვეების დღე, 9 მაისი რეგიონის ექვსივე მუნიციალიტეტში მემორიალების შემკობით დაიწყო.
ახალციხეში 9 მაისის მემორიალთან მცირე ღონისძიება გაიმართა. თარიღთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, ათ ვეტერანს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, თანხა 400–400 ლარი გადაეცა.

ასპინძაში, ვეტერანების პატივსაცემად, ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით ღონისძიება გაიმართა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ყვავილებით შეამკეს ფაშიზმზე გამარჯვების მემორიალი. მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ორ ვეტერანს კი თანხა, 1 000 ლარის ოდენობით ჩაურიცხეს.

მეორე მსოფლიო ომის მემორიალები ყვავილებით შეამკეს, ასპინძის სოფლებშიც: ხიზაბავრაში, დამალასა და ნაქალაქევში.

როგორ აღნიშნეს ფაშიზმზე გამარჯვების დღე სამცხე–ჯავახეთშიასპინძა

მემორიალის ყვავილებით შემკობის ცერემონია გაიმართა ადიგენშიც. ღონისძიებაზე ვეტერანები არ იმყოფებოდნენ. გამარჯვების დღის აღსანიშნავად, მუნიციპალიტეტში მცხოვრები სამი ვეტერანისთვის 300–300 ლარის ოდენობით თანხა გამოიყო.

როგორ აღნიშნეს ფაშიზმზე გამარჯვების დღე სამცხე–ჯავახეთშიადიგენი

ბორჯომში, დაბა ახალდაბაში დღეს, შინმოუსვლელთა ახლადრეაბილიტირებული პარკი გაიხსნა. ბორჯომში მცხოვრებ თერთმეტ ვეტერანს კი საჩუქრად მერიისგან ფულადი თანხა 200 ლარის ოდენობით გადაეცათ.

როგორ აღნიშნეს ფაშიზმზე გამარჯვების დღე სამცხე–ჯავახეთშიბორჯომი

ახალქალაქის მერია, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14 ომის ვეტერანს სადღესასწაულო სადილით გაუმასპინძლდა და ფულადი თანხა, თითოეულს 750 ლარის ოდენობით გადასცა.

როგორ აღნიშნეს ფაშიზმზე გამარჯვების დღე სამცხე–ჯავახეთშიახალქალაქი

ასევე 500 ლარიანი ფულადი ჯილდო გადაეცათ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოთხ ვეტერანს. გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა ნინოწმინდასა და მუნიციპალიტეტის 13 სოფელში.

როგორ აღნიშნეს ფაშიზმზე გამარჯვების დღე სამცხე–ჯავახეთშინინოწმინდა

სამცხე–ჯავახთის ყველა მუნიციპალიტეტში, 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა და ფულადი ჯილდოებისათვის, ჯამში დაახლოებით 20 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


18.06.2018 გამოცდებზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი

14.06.2018 მეცხრე კლასის გამოცდები მეექვსე სკოლაში დაპირისპირების მიზეზი გახდა

12.06.2018 რამდენი თავისუფალი ადგილი დარჩა ახალციხის სკოლებში პირველკლასელებისთვის

10.06.2018 პედაგოგთა გამოცდების განრიგი ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.06.2018 FAO – 7-10 წელში ვეტერინარების რიცხვი მკვეთრად შემცირდება

17.06.2018 ახალციხეში „ოფროუდში“ ჩემპიონატი ჩატარდა [Photos\video]

17.06.2018 გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მოსალოდნელი ცუდი ამინდის შესახებ აფრთხილებს

16.06.2018 სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ადიგენში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 ვეტერანს მიულოცეს
ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს [Photo]
ფაშიზმზე გამარჯვების დღე ბორჯომში
ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების 68-ე წლისთავი აღნიშნეს
ახალციხის სოფლებში ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი აღინიშნეს
ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების  დღე აღნიშნეს [Photo]
ყვავილები, საჩუქრები, კონცერტი და სადილი – ტრადიციული 9 მაისი [Photo]