FM97.5 / LIVE

'13 ლეგიონის' სპორტსმენი რუსეთის წარმომადგენელს შეებრძოლება

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.05.2018
სამცხე–ჯავახეთის უნივერსალური ორთაბრძოლების კლუბის "13 ლეგიონის" წევრი, ამირან გოგოლაძე, სანკტ–პეტერბურგში გაემგზავრება. შერეულ ორთაბრძოლაში, იგი რუსეთის სახელით მებრძოლ სპორტსმენს დაუპირისპირდება.

'13 ლეგიონის' სპორტსმენი რუსეთის წარმომადგენელს შეებრძოლება

24 მაისს, შეჯიბრი სახელწოდებით M1 chalange92 სანკტ–პეტერბურგში ჩატარდება. ამირან გოგოლაძე რუსეთის სახელით გამოსულ თემირლან შარიპოვს შეებრძოლება.

შერეული ბრძოლების შეხვედრებს ორგანიზაცია M1 GLOBAL-ი მართავს.

გოგოლაძემ აღნიშნულ ორგანიზაციასთან კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ათ სპორტსმენს უნდა შეებრძოლოს.
მიუხედავად იმისა, რომ გოგოლაძის მოწინააღმდეგე, როგორც თვითონ ამბობს, ძლიერია და ამას გარდა,“სამბოში“ რუსეთის ჩემპიონია, სპორტსმენს დიდი იმედი აქვს, რომ გაიმარჯვებს.

"საკმაოდ შემტევი მებრძოლია, თუმცა მე ძალიან მომზადებული ვხვდები მას", – ამბობს ამირან გოგოლაძე.

M1 chalange–ის ბრძოლებში ამირანი უკვე მესამე შეხვედრას გამართავს – "პირველი შეხვედერა ინგუშეთში მქონდა, მეორე სანკტ–პეტერბურგში, ორივე მოვიგე".

სანკტ–პეტერბურგში, შერეულ ორთაბრძოლებში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის 24 მებრძოლი მიიღებს მონაწილეობას.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


14.12.2018 ‘ბაზები დავაზღვიეთ, სტუდენტების ნაშრომებს საფრთხე აღარ დაემუქრება’ - რექტორის მოადგილე

11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.12.2018 25 დეკემბრიდან ახალციხის პარკში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება

18.12.2018 ახალციხეში 6 000 აბონენტს გაზი არ მიეწოდება

17.12.2018 საქართველოს ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა

17.12.2018 მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხელმა სპორტსმენმა რუსეთის სახელით მებრძოლი დაამარცხა [Video]
ახალციხელი სპორტსმენის, ამირან გოგოლაძის წარმატება ინგუშეთში
ჩინეთში, შერეულ ორთაბრძოლებში ახალციხელმა სპორტსმენმა გაიმარჯვა
10 წამში მოგებული ბრძოლა – ამირან გოგოლაძე ინგუშეთიდან გამარჯვებული დაბრუნდა [Video]
ახალციხელმა ამირან გოგოლაძემ  ფინელი სპორტსმენი დაამარცხა [video]
დღის შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება –9 მაისი [Audio]
‘გულშემატკივრების მხარდაჭერამ გამამარჯვებინა’ – მიშა მესხი გერმანიიდან IFC–ის ქამრით დაბრუნდა [Video]