FM97.5 / LIVE

ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.05.2018
ყვავილები, ფულადი ჯილდო და საჩუქრები – ახალციხეში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 73–ე წლისთავი მიულოცეს. მათთვის მოწყობილ ღონისძიებას სამი ვეტერანი დაესწრო.

ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს [Photo]

ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად, დღეს, 9 მაისს, 10:00 საათზე, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალთან ღონისძიება გაიმართა.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. რის შემდეგაც, ადგილობრივმა ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა საცეკვაო და სასიმღერო ნომრები შეასრულეს.

"ყველას ვულოცავ ფაშიზმზე გამარჯვების 73–ე წლისთავს. დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფურცელია. რეგიონის მასშტაბით, ყველა ვეტერანს მოვინახულებთ", – განმარტა სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ.

ამ დროისათვის, ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ათი ვეტერანია. მათგან ოთხი ქალაქ ახალციხეში ცხოვრობს.

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, ათივე ვეტერანს, ფულადი ჯილდო – 400 ლარი და 900 ლარის ოდენობის ფასიანი საჩუქრები გადასცა.

სახელმწიფოსგან ვეტერანებმა 600 ლარი მიიღეს, მარჩენალ დაკარგულ ოჯახებს კი დამატებით 300 ლარი გადაეცათ.

ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს [Photo]

ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს [Photo]

ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს [Photo]

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 ვეტერანს მიულოცეს
ფაშიზმზე გამარჯვების დღე ბორჯომში
როგორ აღნიშნეს ფაშიზმზე გამარჯვების დღე სამცხე–ჯავახეთში
ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების  დღე აღნიშნეს [Photo]
ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების 68-ე წლისთავი აღნიშნეს
ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების 70–ე წლისთავი აღნიშნეს [Photo]
ახალციხის სოფლებში ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი აღინიშნეს