FM97.5 / LIVE

‘ხვალ მერიიდან მომაკითხავენ, ობელისკთან უნდა მივიდე’ – 94 წლის ვეტერანი ახალციხიდან [Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.05.2018
„პურმარილზეც გვეპატიჟებიან–ხოლმე, ცოტა დახმარებასაც გვაძლევენ, მაგრამ ჩემს პენსიაზე დანამატი მხოლოდ 44 ლარია და ეს წამალშიც არ მყოფნის“, – ხვალ, 9 მაისს ომის ვეტერანები ფაშიზმზე გამარჯვების 73–ე წლისთავს იზეიმებენ.

‘ხვალ მერიიდან მომაკითხავენ, ობელისკთან უნდა მივიდე’ – 94 წლის ვეტერანი ახალციხიდან [Video]

პიჯაკი, რომელსაც ორივე მხარეს მეორე მსოფლიო ომში მიღებული მედლები ამშვენებს, უკვე გამზადებული აქვს. ხვალ ფაშიზმზე გამარჯვების დღეა და ღონისძიებაზე უნდა წავიდეს.

„ეს გერმანიაზე გამარჯვების მედალია, ეს გმირობის მეორე ხარისხის ორდენი, ეს კი შრომის ვეტერანის. ამ ბოლოს კიდევ მომცეს მედლები, მაგრამ ისინი კოსტუმზე ჯერ არ დამიმაგრებია“, – სიამაყით გვიჩვენებს მედლებს ალექსანდრე პეტრიაშვილი.

ამბობს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყოველი ცხრა მაისი ვეტერანების დაფასების დღეა, ამიტომ ფიქრობს, რომ ამ დღეს ყველა უნდა ზეიმობდეს: „ხვალ აუცილებლად ჩავალ ობელისკთან და ყვავილებს მივიტან, მომაკითხავენ მერიიდან“.

17 წლის იყო, როცა პირველად ჯარში გაიწვიეს. სამთვიანი მომზადების კურსი გაიარა და... ორი წელი იბრძოდა ფრონტის პირველ ხაზზე.

„გვითხრეს, რომ ერთმა სამხედრო ნაწილმა დიდი დანაკლისი განიცადა და იმის შევსებაზე მივდივართო. ერთი დღე და ღამე ფეხით ვიარეთ. ფრონტს რომ მივუახლოვდით გაგვაჩერეს, ახალ ხელმძღვანელობისთვის უნდა ჩავებარებინეთ. ამ დროს მოგვიახლოვდა თვითმფრინავი და ბომბები ჩამოყარა. ამ დღეს ყველა გადავრჩით. მე იქვე გათხრილ ორმოში ჩავხტი, ფეხი დავიზიანე, აფეთქების მერე ისე დაიტკეპნა მიწა, რომ "კირკით" ამოთხარეს და ისე ამომიყვანეს“, – იხსენებს მეორე მსოფლიო ომში წასვლის პირველ დღეებს ვეტერანი.



ამის შემდეგ იყო ჩრდილო კავკასიაში, კრასნოდარში, თუმცა ომის დამთავრებამდე ბრძოლა აღარ მოუწია: „კარპატების მთებში რომ მივედით გავცივდი, ფილტვების ანთება დამემართა და ჰოსპიტალში დიდხანს ვმკურნალობდი, სწორედ მაშინ გავიგე ჩვენი გამარჯვების ამბავიც“.

ამბობს, რომ ომის შემდეგ განსაკუთრებით ქერჩთან მომხდარი შეტაკება ახსოვს, აქ მაშინ 120 ათასი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა: „ქერჩთან ქართველების სამი დივიზია განადგურდა. იქ მაშინ ბევრი მეგობარი დავკარგე“.

‘ხვალ მერიიდან მომაკითხავენ, ობელისკთან უნდა მივიდე’ – 94 წლის ვეტერანი ახალციხიდან [Video]კიდევ ერთი რასაც ვერაფრით ივიწყებს ის წუთებია, როცა დნეპრის გადაცურვას აიძულებდნენ: „მდინარის მეორე მხარეს გერმანელები იყვნენ და იმათთან უნდა გვებრძოლა. "კამანდირი" მოვიდა და პირველი მე მითხრა, შენ შედიო! შინელი მეცვა, "ლაფატკით" და ავტომატით შევედი, მაშინვე ჩავიძირე, ბიჭებმა ამომიყვანეს. სხვა გზა არ მქონდა, ბრძანება რომ არ შემესრულებინა მაშინვე დამხვრეტდნენ“.

ალექსანდრესთან ერთად მეორე მსოფლიო ომში მისი ორი ძმა, პეტრე და პავლეც იბრძოდნენ. პავლე ფრონტზე ალექსანდრეს შემდეგ გაიწვიეს, პეტრე – ყველაზე პატარა კი მოხალისედ ჩაეწერა.

“უთხრეს წამოდი კარტოფილს მაინც შეგვიწვავო. ბრძოლის ველზე გასული მაშინვე ტყვედ ჩავარდა. კომკავშირის ბილეთი უპოვეს და ორ გერმანელს მიყავდა დასახვრეტად, მაგრამ ბედზე გადარჩა. ამ დროს გენერალი მოვიდა, რომელიც თბლისში იყო ნამყოფი და რამდენიმე ქართული სიტყვაც იცოდა და იმან გაათავისუფლა“, – ამბობს ალექსანდრე.

რაც შეეხება პეტრიაშვილის მეორე ძმას, მან ომში 14 ჭრილობა მიიღო.

„მკვდარი ეგონათ და მორგში გაიტანეს. შემთხვევით ნახა ექიმმა, რომ ცოცხალი იყო“, – გვიყვება ალექსანდრე.

ძმების ომში წასვლის შემდეგ ოჯახში მამა, დედა და ორი პატარა და დარჩა, რომლებსაც წერილებს საველე ფოსტიდან ხშირად უგზავნიდა, თუმცა დანიშნულების ადგილამდე ბარათები იშვიათად აღწევდა: „ცენზურა მოქმედებდა, თუ წერილის შინაარსი არ მოეწონებოდათ მაშინვე ხევდნენ“.

ომში 1942 წლის ზამთარში წავიდა: „ომიდან დაბრუნების შემდეგ ადიგენში რევიზორად ვიმუშავე, ვალეში ბუღალტერი და ახალციხის ატეკაში 50 წელი საწყობის გამგე ვიყავი. მიყვარს სიცოცხლე. 94 წლის ვარ, მაგრამ 90 წლი კიდევ მინდა რომ ვიცოცხლო“.

ხვალ ცხრა მაისს ვეტერანები ფაშიზმზე გამარჯვების 73–ე წლისთავს აღნიშნავენ. ტრადიციულად, ხელისუფლების წარმომადგენლები მემორიალს გვირგვინებით შეამკობენ, ვეტერანებს კი საჩუქრებს გადასცემენ.

„პურმარილზეც გვეპატიჟებიან–ხოლმე, ცოტა დახმარებასაც გვაძლევენ, მაგრამ ჩემს პენსიაზე დანამატი მხოლოდ 44 ლარია და ეს წამალშიც არ მყოფნის. გულის ინფარქტი მომივიდა და დღეში ხუთ წამალს ვსვამ მუდმივად“, –ამბობს ელექსანდრე პეტრიაშვილი.

‘ხვალ მერიიდან მომაკითხავენ, ობელისკთან უნდა მივიდე’ – 94 წლის ვეტერანი ახალციხიდან [Video]
არქივი: 2017 წლის 9 მაისი


[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

08.10.2018 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა დაიწყო

08.10.2018 ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ არლის სკოლა ახალ შენობაში გადავიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.10.2018 რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'

15.10.2018 ახალციხეში გენდერული თანასწორობის საკითხებზე იმსჯელეს

15.10.2018 გუბერნიასთან, სადაც დაზიანებული საკანალიზაციო ჭა ქუჩას ტბორავდა, მილებს ცვლიან

15.10.2018 ლაბორატორიული კვლევებით, მერაბიშვილის მძიმე მეტალებით ინტოქსიკაცია გამოირიცხა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ფაშიზმზე გამარჯვების დღე ბორჯომში
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ახალციხეში მიწის დაკანონებას ითხოვს
ახალციხეში 9 მაისი აღნიშნეს
ადიგენში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 ვეტერანს მიულოცეს
ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავი აღნიშნეს
ახალციხის სოფლებში ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი აღინიშნეს
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები 1000 – ლარიან დახმარებას მიიღებენ