FM97.5 / LIVE

‘ახალციხის ციხეზე’ დაზიანებული კედლების და სახურავების შეკეთება დაიწყეს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 08.05.2018
„ახალციხის ციხეზე“ დზიანებულ კედლებს ათეთრებენ, ღია სახურავებზე კი წებო–ცემენტს ასხამენ. ციხის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სამუშაოები ივნისამდე დასრულდება.

‘ახალციხის ციხეზე’ დაზიანებული კედლების და სახურავების შეკეთება დაიწყეს

„ახალციხის ციხის“ ციტადელზე საკონფერენციო დარბაზის შიდა კედლების შეთეთრება და ღია სახურავის შეკეთება დასრულდა. ასევე, შეკეთდა საინფორმაციო ცენტრის სახურავიც.

„ყველაზე მძიმე ეს ორი კერა იყო, წყალი ჩამოდიოდა და შენობები ზიანდებოდა. ორივე ღია სახურავზე წებო–ცემენტი და ისეთი ხსნარი დავასხით, რომელზეც წყალი არ ჩერდება, ამიტომ შენობაში წვიმა ვეღარ ჩავა“, – ამბობს ციხის დირექტორი დავით ტაბატაძე.

მისი თქმით, ორი შენობის სახურავის რეაბილიტაცია ციხემ საკუთარი სახსრებით შესძლო და ამისთვის 2 000 ლარი დაიხარჯა.

რაც შეეხება სხვა დაზიანებული შენობების სახურავებს, ამბობს რომ ამისთვის წებო–ცემენტისა და სპეციალური ხსნარების შესაძენად ციხე ტენდერს გამოაცხადებს: „როცა ავზომავთ რა ტერიტორიაზე გვჭირდება წებო–ცემენტის დასხმა, შესყიდვის ღირებულებაც მაშინ გვეცოდინება“.

მისივე თქმით, ციხის ბიუჯეტიდან თანხები, მხოლოდ წებო–ცემენტისა და სპეციალური ხსნარების შესაძენად იხარჯება. რაც შეეხება, შიდა კედლების შეთეთრებას და კომპლექსში სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებას, ამას მერია უზრუნველყოფს.

ახალციხის მერიაში ამბობენ, ციხის ტერიტორიაზე არსებული ობიექტების შეკეთებისათვის, ახალციხის მერია საკუთარი ბიუჯეტიდან 10 000–მდე ლარს დახარჯავს.

„ახალციხის ციხეზე“ ახალი ტურისტული სეზონი 22 აპრილს გაიხსნა.

‘ახალციხის ციხეზე’ დაზიანებული კედლების და სახურავების შეკეთება დაიწყეს

‘ახალციხის ციხეზე’ დაზიანებული კედლების და სახურავების შეკეთება დაიწყეს

‘ახალციხის ციხეზე’ დაზიანებული კედლების და სახურავების შეკეთება დაიწყეს

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


19.10.2018 სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა

18.10.2018 ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2018 ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე თვეზე მეტია შუქნიშანი გათიშულია

21.10.2018 ‘ტაომ’ ფოთის კლუბი ‘ივერია’ დაამარცხა

20.10.2018 როგორ აღნიშნეს 'შემოდგომის ფესტივალი' ახალციხეში [photo\video]

20.10.2018 'შემოდგომის ფესტივალი' ახალციხეში [photos]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

‘ახალციხის ციხეზე’ სეზონის გახსნამდე დაზიანებულ კედლებს ვერ შეაკეთებენ
„ახალციხის ციხეზე“ წვიმა შენობების კედლებს აზიანებს
ახალციხის ციხეზე შიდა კარიბჭის ჭერი ჩამოინგრა
გამგეობამ ადმინისტრაციული  შენობის სახურავის შეკეთება დაიწყო
‘ახალციხის ციხეზე’  2018 წლის ტურისტული სეზონი გაიხსნა  [Photo]
ექვს თვეში ახალციხის ციხემ ტურისტებისგან ნახევარი მლნ ლარი მიიღო
ვის დაეკისრა მესხეთის თეატრის დაზიანებული სახურავის შეკეთება?