FM97.5 / LIVE

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ– მინისტრად აირჩიეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 08.05.2018
59 მომხრე და 42 წინააღმდეგი – სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი აირჩია.

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ– მინისტრად აირჩიეს

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პარლამენტმა პრემიერ–მინისტრად დღეს, რვა მაისს აირჩია. ამ პოსტზე მხოლოდ ფაშინიანის კანდიდატურა იყო წარდგენილი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი ვაკანტური 23 აპრილს გახდა, მას შემდეგ რაც სერჟ სარგსიანმა მომიტინგეების მოთხოვნა დააკმაყოფილა და თანამდებობიდან გადადგა.

პირველ მაისს, სომხეთის პარლამენტში, პრემიერ-მინისტრად ნიკოლ ფაშინიანის დანიშვნას მხარი არ დაუჭირეს ყველაზე მეტი მანდატის მქონე, სახელისუფლებო რესპუბლიკური პარტიის დეპუტატებმა. შესაბამისად, ფაშინიანი პარლამენტმა ერთი კვირის წინ პრემიერ-მინისტრად ვერ აირჩია. მაშინ მან მხოლოდ 45 ხმა მიიღო, მისი არჩევის წინააღმდეგ კი 55-მა დეპუტატმა მისცა ხმა. იმისთვის, რომ ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრად აერჩიათ, 53 ხმა იყო საჭირო. საკანონმდებლო რეგულაციების შესაბამისად, პარლამენტს მისი კანდიდატურისთვის კენჭი კიდევ ერთხელ უნდა ეყარა.

შეგახსენებთ, რომ ათწლიანი საპრეზიდენტო მმართველობის შემდეგ სერჟ სარგსიანის უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში დარჩენის საფრთხე სომხეთში პირველად, 23 მარტს ახალგაზრდების მცირე ჯგუფმა გააპროტესტა.

რამდენიმე დღეში სარგსიანი პრემიერ-მინისტრის კანდიდატად უკვე ოფიციალურად დაასახელეს, რასაც ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილი აქციებიც მოჰყვა.

16 აპრილიდან კი სომხეთის სხვადასხვა ქალაქებში, საპროტესტო აქციები დაიწყო, 10 დღიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, სერჟ სარგსიანი გადადგა.

[sknews.ge]


21.01.2019 ახალციხის რესურსცენტრი: მუდმივი კონტაქტი გვაქვს სკოლებთან, ტარდება დეზინფექცია'

21.01.2019 განათლების მინისტრი: 'წითელას და გრიპის ვირუსს სკოლებში ყოველდღიურად დავაკვირდებით'

18.01.2019 ახალციხეში 48 კურსდამთავრებულმა ოქროსა და ვერცხლის მედალი მიიღო

18.01.2019 მასწავლებლებისთვის კრედიტების დაგროვების სისტემა უქმდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.01.2019 დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება

19.01.2019 ნათლისღების დღესასწაული ახალციხეში [Photo/Video]

19.01.2019 მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს

19.01.2019 წითელას აცრის გაკეთება შაბათ–კვირასაც შესაძლებელია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერად არ აირჩიეს
სომხეთის პრემიერ–მინისტრი სერჟ სარგსიანი გადადგა
ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ეწვია
ახალქალაქში  ნიკოლ ფაშინიანს ელოდებიან და დილიდან ქუჩებია გადაკეტილი
ნიკოლ ფაშინიანი ჯავახეთში სომხურ დიასპორას შეხვდება
სომხეთის პარლამენტი ფაშინიანის პრემიერის პოსტზე არჩევას უყრის კენჭს
სომხეთში საპროტესტო აქციები განახლდა