სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

სტიქიით დაზარალებულმა დახმარება მიიღო, თუმცა სახურავს ვერ აკეთებს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 08.05.2018
ახალციხეში, სტიქიით დაზარალებულმა ანაიდ კატიანმა, ორწლიანი ლოდინის შემდეგ, მერიისგან დაპირებული 32 ცალი თუნუქის სახურავი და 250 კილოგრამი ცემენტი მიიღო, თუმცა სახურავის შეკეთებას ვერ ახერხებს.

სტიქიით დაზარალებულმა დახმარება მიიღო, თუმცა სახურავს ვერ აკეთებს

რაბათის დასახლებაში მცხოვრებ კატიანებს იმისთვის, რომ მერიისგან მიღებული თუნუქით სახლი გადახურონ ხის მასალა სჭირდებათ, თუმცა იმის გამო, რომ ოჯახი სოციალურად შეჭირვებულია, ვერ ყიდულობენ.

„სახურავში კოჭები სულ დამპალია, წყალი ჩამოდის, სეტყვა რომ იყოს, ან ძლიერი ქარი, სულ ჩაილეწება ყველაფერი და მერე რა გვეშველება არ ვიცით“, – ამბობს ანაიდ კატიანი.

იგი ცემენტთან და თუნუქთან ერთად, სახურავის შესაკეთებლად, მერიისგან ხის მასალასაც ითხოვდა, თუმცა იმ მიზეზით, რომ სტიქიისაგან სახურავზე ხის მასალა არ დაზიანებულა, ვერ მიიღო: „მერიას განცხადებით ისევ უნდა მივმართო. იმედია, მასალას მომცემენ, თორემ ასე შეიძლება ღია ცის ქვეშ დავრჩე და ერთ დღეს ქარმა სახლს სახურავი გადახადოს“, – ამბობს კატიანი.

ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ ხე მასალის მოთხოვნასთან დაკავშირებით, განაცხადი კატიანმა სატყეო სამსახურში უნდა წარადგინოს: „ჩვენ არცერთ მუხლში აღარ გვაქვს გაწერილი სამასალე მერქნის გაცემა, ამ საკითხებს უკვე სატყეო კურირებს“.

სტიქიით დაზარალებულმა დახმარება მიიღო, თუმცა სახურავს ვერ აკეთებს

სტიქიით დაზარალებულმა დახმარება მიიღო, თუმცა სახურავს ვერ აკეთებს

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 3 აგვისტოს ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ქალაქის რამდენიმე ქუჩას დიდი ზარალი მიაყენა. წყალი შევარდა საცხოვრებელ სახლებში, დაზიანდა სახურავები და ავტომობილები.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ ზარალი შეისწავლა და 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოქალაქეების დასახმარებლად 100 000 ლარი გამოყო, თუმცა, იმის გამო რომ სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი ორჯერ ჩავარდა, დახმარებების გაცემა დაგვიანდა.

ტენდერი გასული წლის ოქტომბერში შედგა. გამარჯვებული კომპანია „მოდუსის“ მიერ 95 839 ლარად შეძენილი სამშენებლო მასალა 200–მდე დაზარალებულს უნდა გაუნაწილდეს.

ანაიდა კატიანი სტიქიის დროს ერთ–ერთი დაზარალებულია, რომელიც ამბობს, რომ დაზიანებული სახურავისა და დამპალი ხის საყრდენის გამო, წვიმის დროს სახლში წყალი ჩადის.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


18.06.2018 გამოცდებზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი

14.06.2018 მეცხრე კლასის გამოცდები მეექვსე სკოლაში დაპირისპირების მიზეზი გახდა

12.06.2018 რამდენი თავისუფალი ადგილი დარჩა ახალციხის სკოლებში პირველკლასელებისთვის

10.06.2018 პედაგოგთა გამოცდების განრიგი ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.06.2018 FAO – 7-10 წელში ვეტერინარების რიცხვი მკვეთრად შემცირდება

17.06.2018 ახალციხეში „ოფროუდში“ ჩემპიონატი ჩატარდა [Photos\video]

17.06.2018 გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მოსალოდნელი ცუდი ამინდის შესახებ აფრთხილებს

16.06.2018 სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

32 თუნუქის ფილა და ხუთი ტომარა ცემენტი – მერიის დახმარება სტიქიით დაზარალებულს
ორჯერ ჩავარდნილი ტენდერი სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად
100 000 ლარი 3 აგვისტოს სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად
ერთწლიანი ლოდინის შემდეგ, სტიქიით დაზარალებულებს სამშენებლო მასალებს შეუძენენ
ძლიერმა ქარმა სოფელ აწყვიტაში სახლს სახურავი გადახადა
ახალციხეში, სტიქისგან სახურავგადახდილ კორპუსში წყალი ჩადის
თისელში ხანძრით დაზარალებული ოჯახი მერიისგან დახმარებას ითხოვს