FM97.5 / LIVE

ძლიერმა წვიმამ უსახურავო კორპუსი ისევ ჩარეცხა

მთავარისაზოგადოება 14.06.2013
ასპინძის ქუჩაზე, 28-ე კორპუსში მცხოვრებლები, რომელსაც 23 აპრილის შემდეგ სახურავი არ აქვს, დღეს, 14 ივნისს მოსულმა წვიმამ ორმაგად დააზარალა, წყალი ოთახებშიც ჩავიდა და სარდაფებშიც შევარდა.

ძლიერმა წვიმამ უსახურავო კორპუსი ისევ ჩარეცხა
”ვის აღარ მივმართეთ, მაგრამ ამ დრომდე შედეგი არ არის, ყოველი წვიმის დროს ტაშტები აგვაქვს ჭერში წვიმა რომ არ ჩამოვიდეს, მაგრამ მაინც ჩამოდის. ნახეთ რა დღეშია კედლები”, - ამბობს კახა ლომიძე.

ლომიძეს იმედი აქვს, რომ მალე კორპუსსაც გადახურავენ და დაზარალებულებს კომპენსაციასაც მისცემენ: ”თუ დროზე არ მოგვხედეს, ჩვენ სხვა გზებს მივმართავთ, ხალხი აქციებს გამართავს. ჯერ კიდევ თავს ვიკავებთ, იქნებ ყურადღება მოგვაქციონ”, - ამბობს ლომიძე.

დღეს, ძლიერმა წვიმამ, 28-ე კორპუსის სარდაფებიც დატბორა.

”წყალი აღარ გავიდა სანიაღვრე არხში და სარდაფებში ჩავიდა. რაც შეგვიძლია ჩვენი სახსრებით, იმას ვაკეთებთ. ჩვენი პატრონი მაინც არავინ არ არის”,-ამბობს მიხეილ მანუკიანი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 23 აპრილს, ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს ეგრეთ წოდებული, ”პრეზიდენტის წითელი სახურავი” მთლიანად მოგლიჯა.საცხოვრებელ კორპუსს სახურავი ამ დრომდე არ აქვს. გასულ კვირას გაირკვა, რომ კორპუსს გამგეობა გადახურავს.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.01.2020 საუკუნის წინანდელი ზეიმი ახალციხეში

24.01.2020 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ახალციხეში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა
ახალციხეში ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა
როდის გადახურავენ სახურავგადახდილ კორპუსს?
ასპინძის ქუჩაზე სახურავგადახდილ კორპუსს გამგეობა გადახურავს
სტიქია ახალციხეში – კორპუსს სახურავი გადაეხადა [Photo]
ახალციხეში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა
ასპინძის ქუჩაზე სახურავგადახდილ კორპუსში წვიმა სახლებში ჩავიდა