FM97.5 / LIVE

მეთორმეტეკლასელები დღეს ფიზიკის გამოცდას აბარებენ

მთავარისაზოგადოება » განათლება 01.01.2002
ატესტატის მისაღებად მოსწავლეები დღეს მეოთხე გამოცდას ფიზიკაში აბარებენ

მეთორმეტეკლასელები დღეს ფიზიკის გამოცდას აბარებენ

მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს ყველაზე მეტად ფიზიკის გამოცდის ჩაბარების ეშინოდათ. თუმცა, ბარიერის გადალახვა არ გასჭირვებიათ.

მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლის ალექსანდრე ბერიძის თქმით, კითხვები საშუალო სირთულის იყო და პასუხების გაცემა არ გასჭირვებია: ”7,53 ქულა მივიღე და შედეგით კმაყოფილი ვარ, რადგან ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია ყველაზე რთული საგნებია”.

მეექვსე საჯარო სკოლაში 23 მეთორმეტეკლასელია. სკოლის დირექტორი ზაზა თამარაშვილი გამოცდების შედეგებით კმაყოფილია და იმედი აქვს, რომ გასული სასწავლო წლის მსგავსად, სკოლის დამამთავრებელ ატესტატს ყველა მეთორმეტეკლასელი მიიღებს.

”მიუხედავად იმისა, რომ ამ გამოცდის ყველას ეშინოდა, ბავშვები კარგი შედგებით გამოდიან. ერთმა მოსწავლემ დღეს ათი ქულა მიიღო”, - ამბობს ზაზა თამარაშვილი.

ახალციხის დამოუკიდებელ სკოლა ”მზექას” წელს 20 მოსწავლე ამთავრებს. სკოლის დირექტორი ბელა კაპანაძე ამბობს, რომ ბავშვები გამოცდებს მომზადებულები შეხვდნენ, რაც მათ საგამოცდო ქულებზეც აისახება.

”8,14 ქულა მივიღე, თუმცა უფრო მეტიც შემეძლო, ცოტა ვინერვიულე და ალბათ იმიტომ. საკმაოდ ადვილი გამოცდა იყო, თუმცა ყველაზე მეტად ამის მეშინოდა”, - ამბობს მეთორმეტე კლასის მოსწავლე ბექა გელაშვილი.

ფიზიკის გამოცდის შემდეგ, მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს ორ დღიანი შესვენება აქვთ, ხოლო დარჩენილ გამოცდებს, ქიმიაში, ბიოლოგიასა და მათემატიკაში მომავალ კვირაში ჩააბარებენ.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


14.08.2020 სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

14.08.2020 ჯანდაცვის სამინისტრომ სკოლებისთვის ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა

12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.08.2020 ‘ახალციხეში, ბორჯომსა და ახალქალაქში ‘ჭკვიანი კამერები’ გათიშულია’ - ასოციაცია

13.08.2020 რუსთაველის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა გაწმინდეს

13.08.2020 ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება – გახარია

12.08.2020 მარაკანას სტადიონი 'დევნილთა დასახლებას'

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.08.2020 სიმტკიცე და სიმაგრე ციხე–ქალაქ თმოგვისა [აუდიო]

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

მსგავს თემაზე

მეთორმეტეკლასელები დღეს ფიზიკის გამოცდას აბარებენ
მეთორმეტეკლასელები დღეს ფიზიკის გამოცდას აბარებენ
საატესტატო გამოცდების პირველი ხუთი დღე
მეთორმეტეკლასელები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ
საატესტატო გამოცდები - დღე მესამე
საატესტატო გამოცდები განახლდა
საგამოცდო ციებ-ცხელება გრძელდება