სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

არბოლიშვილებს სახლი, სათავსოები და საქონლის სადგომი დაეწვათ [Photo/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.05.2018
ახალციხეში, სოფელ მინაძეში მცხოვრებ არბოლიშვილებს საცხოვრებელი სახლის მეორე სართული, სათავსოები და საქონლის სადგომი დაეწვათ. დაზარალებულები ფიქრობენ, რომ ხანძრის გაჩენის მიზეზი ძაბვის ვარდნა გახდა.

არბოლიშვილებს სახლი, სათავსოები და საქონლის სადგომი დაეწვათ [Photo/Video]

სოფელ მინაძეში არბოლიშვილების სახლს ცეცხლი გუშინ, ექვს მაისს, ღამით, დაახლოებით, 22:00 საათზე გაუჩნდა. ოჯახის წევრები ამ დროს სახლში არ იმყოფებოდნენ. მომხდარის შესახებ არბოლიშვილებს მეზობლებმა შეატყობინეს, მათ დარეკეს სახანძროშიც. ვიდრე სოფელში მეხანძრე–მაშველები მივიდოდნენ, მეზობლებმა გამოიყვანეს ცეცხლმოკიდებული სადგომიდან საქონელი.

„დაახლოებით 22:10 საათზე დაგვირეკეს ხანძარიაო. რომ მოვედით ცეცხლი ჯერ სათავსოებს ეკიდა, შემდეგ გადმოვიდა სახლზე. ყველაფერი დაიწვა, ავეჯი, რამდენიმე ტონა ხორბალი, ღვინო, არაყი. პირველ სართულზე რემონტს ვაკეთებდით, ამიტომ სათავსოებში გვქონდა სარემონტო მასალები და ისიც განადგურდა“, – ყვებიან არბოლიშვილები.

არბოლიშვილებს სახლი, სათავსოები და საქონლის სადგომი დაეწვათ [Photo/Video]

სახანძრო–სამაშველო სამსახურში ამბობენ, რომ სოფელ მინაძიდან ხანძრის შესახებ შეტყობინება 22:07 საათზე შევიდა, ახალციხის სამი სახანძრო მანქანა ადგილზე 22:15 საათზე მივიდა. ცეცხლს ახალციხის მეხანძრეებთან ერთად ადიგენის და ასპინძის მეხანძრე მაშველებიც აქრობდნენ. მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება საათსა და 10 წუთში მოახერხეს. საერთო ჯამში 200 კვ. მეტრი ფართობი დაიწვა.

დაზარალებულები ფიქრობენ, რომ ხანძარი შესაძლოა სოფელში ძაბვის ვარდნამ გამოიწვია: „არავისზე არ გვაქვს ეჭვი, უბრალოდ შემთხვევა მოხდა. მეზობლებმა თქვეს, როდესაც ხანძარი გაჩნდა იმ პერიოდში ძაბვა დავარდა და შემდეგ ისევ მოიმატაო, შესაძლოა, ამან გამოიწვია. სახლში ნათურა ერთ ოთახში ენთო“, – ყვებიან დაზარალებულები.



„ენერგო–პრო ჯორჯიას“ ახალციხის სერვისცენტრში აცხადებენ, რომ იმ დროის მონაკვეთში, როცა სოფელში ხანძარი გაჩნდა, ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით შეფერხება არ ყოფილა: „არც არავის მოუმართავს ამ მიზეზით. მხოლოდ სახანძროდან დაგვირეკეს და გვთხოვეს ხანძრის გამო დასახლებაში დენი გაგვეთიშა და ასეც მოვიქეცით“, – ამბობს „ენერგო–პრო ჯორჯიას“ ახალციხის სერვისცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ მამუკაშვილი.

დამწვარი სახლიდან ნარჩენების გატანაში არბოლიშვილებს მეზობლები ეხმარებიან. მათი თქმით, ხანძრისგან კედლები ისე დაიწვა, რომ თუ არ მოანგრიეს ჩამოიშლება. პირველი სართული კი ცეცხლის ჩაქრობის დროს ჩასულმა წყალმა დააზიანა.

დაზარალებული ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ დამწვარი სახლის აღდგენაში განსაკუთრებით ხის მასალა დასჭირდებათ: „იყვნენ მოსული ადგილობრივი თვითმმართველობიდან და დაგვპირდნენ დახმარებას“.

არბოლიშვილებს სახლი, სათავსოები და საქონლის სადგომი დაეწვათ [Photo/Video]

არბოლიშვილებს სახლი, სათავსოები და საქონლის სადგომი დაეწვათ [Photo/Video]

არბოლიშვილებს სახლი, სათავსოები და საქონლის სადგომი დაეწვათ [Photo/Video]

არბოლიშვილებს სახლი, სათავსოები და საქონლის სადგომი დაეწვათ [Photo/Video]

არბოლიშვილებს სახლი, სათავსოები და საქონლის სადგომი დაეწვათ [Photo/Video]

არბოლიშვილებს სახლი, სათავსოები და საქონლის სადგომი დაეწვათ [Photo/Video]

არბოლიშვილებს სახლი, სათავსოები და საქონლის სადგომი დაეწვათ [Photo/Video]

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


18.06.2018 გამოცდებზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი

14.06.2018 მეცხრე კლასის გამოცდები მეექვსე სკოლაში დაპირისპირების მიზეზი გახდა

12.06.2018 რამდენი თავისუფალი ადგილი დარჩა ახალციხის სკოლებში პირველკლასელებისთვის

10.06.2018 პედაგოგთა გამოცდების განრიგი ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.06.2018 FAO – 7-10 წელში ვეტერინარების რიცხვი მკვეთრად შემცირდება

17.06.2018 ახალციხეში „ოფროუდში“ ჩემპიონატი ჩატარდა [Photos\video]

17.06.2018 გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მოსალოდნელი ცუდი ამინდის შესახებ აფრთხილებს

16.06.2018 სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

‘ბავშვი ოთახში, კარადაში ნახეს დამწვარი’, – რას ყვებიან ადგილობრივები ნაქალაქევში მომხდარ შემთხვევაზე
სოფელ მინაძეში საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა
ხანძარი ახალციხეში – ცეცხლი 5 სახლს მოედო [Photo]
ახალციხეში საცხოვრებული კორპუსის ორი სართული დაიწვა
სოფელ ანში საქონლის სადგომი დაიწვა
ხარჯამში საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ დაიწვა
წინუბანში საქონლის სადგომი იწვის