FM97.5 / LIVE

სოფელ მინაძეში საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა

მთავარისიახლე, შემთხვევა 07.05.2018
ახალციხეში, სოფელ მინაძეში, არბოლიშვილების საცოხვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სოფელ მინაძეში საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა

ხანძარი, ექვს მაისს, ღამით გაჩნდა. ამ დროს სახლში არავინ იყო. ცეცხლი, როგორც მინაძეში მერის წარმომადგენელი გიორგი დიასამიძე ამბობს, მეზობლებმა შენიშნეს და 112–ზე დარეკეს: „რის გამო შეიძლება გაჩენილიყო ხანძარი არ ვიცით“.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე სამი სახანძრო მანქანა მუშაობდა: „დაიწვა სხვენი და მეორე სართული, დაახლოებით, 200 კვადრატული მეტრი ფართობი“.

ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ ხანძრით დაზარალებულ ოჯახს დაეხმარებიან: „ჯერ არ ვიცით რა თანხა გამოიყოფა ამისთვის, დაზარალებულმა განცხადებით უნდა მოგვმართოს და შევისწავლით“, – ამბობს გიორგი დიასამიძე.

ხანძრის გაჩენის მიზეზებს შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს. ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


30.12.2018 ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების ვინაობა ცნობილია

25.12.2018 დედა ენის სკოლებში დაბრუნებას საპარლამენტო კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს

19.12.2018 სამცხე–ჯავახეთში მეორე ტურზე გადასატანი ყუთის სიებს 817 ამომრჩეველი დაემატა

18.12.2018 2018 წლის წარჩინებული მოსწავლეები მედლებს, სავარაუდოდ, 2019 წლის იანვარში მიიღებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.01.2019 2018 წელს ‘ახალციხის ციხეს’ 152 752 ვიზიტორი ესტუმრა

14.01.2019 მესხეთის თეატრის 'უკანასკნელი მოჰიკანები' [Video/Photo]

14.01.2019 ასპინძაში 2019 წელს უფასო სასადილოთი 50 ბენეფიციარი ისარგებლებს

14.01.2019 ახალციხეში სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

სოფელ კლდეში სახლი დაიწვა
სოფელ აწყურში სახცოვრებელი სახლის სახურავი დაიწვა
სოფელ იდუმალაში სახლის სახურავი დაიწვა
ბორჯომში საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა
საკირეს ტყეში ხანძრის გაჩენის ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო
ახალციხეში საცხოვრებელი სახლის სხვენში ხანძარი გაჩნდა
ახალციხეში საცხოვრებული კორპუსის ორი სართული დაიწვა