FM97.5 / LIVE

ორდღიანი ფორუმის მუშაობა ექსპერტებმა შეაჯამეს [Video]

მთავარისიახლე, პოლიტიკა 06.05.2018
„ახალციხის ციხეზე“, ინსტიტუციური ფორუმის დასკვნით სესიაზე, გამომსვლელებმა ყურადღება ხელისუფლებასა და მუნიციპალიტეტებს შორის დიალოგის აუცილებლობაზე გაამახვილეს.

ორდღიანი ფორუმის მუშაობა ექსპერტებმა შეაჯამეს [Video]

დღეს, 6 მაისს, ინსტიტუციური ფორუმის საბოლოო ნაწილი დაუთმეს ექსპერტებს, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე მუშაობენ. მათ მუნიციპალიტეტებსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის დიალოგის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

„მუნიციპალიტეტებსა და ხელისუფლებას შორის თანამშრომლობა შეიძლება დაიყოს დაგეგმვით და განხორციელების ნაწილებად. ერთია, როცა მუნიციპალიტეტი თავის საქმეს ეფექტურად ახორციელებს, თუმცა განხორციელების დროს, მას რაღაცა ტიპის პრობლემები წარმოექმნება და მათ გადასაწყვეტად აუცილებლად სჭირდება კომუნიკაცია ცენტრალურ ხელისუფლებასთან“, – ამბობს რეგიონების განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ლიზა სოფრომაძე.

მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის წარმომადგენელი, გიორგი ტოკლიკიშვილი ფიქრობს, რომ მსგავს ფორუმებსა და დიალოგებში, დარგობრივი სამინისტროების ჩართულობა აუცილებელია: „მთავრობის დადგენილებით, რეგიონულ სტრატეგიაში მხოლოდ მუნიციპალური პროექტები კი არა, დარგობრივი სამინისტროების მიერ ამ ტერიტორიებზე განსახორციელებელი პროექტებიც უნდა იყოს ასახული, თუმცა არ არის. მუნიციპალიტეტი უნდა იყოს ინფორმირებული, რას აკეთებს, რას გეგმავს მის რეგიონში მაგალითად, განათლების სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ა.შ“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელი არჩილ თოდუა მიიჩნევს, რომ ფორუმის ფარგლებში, დეცენტრალიზაციის ისეთი მყარი სტრატეგია უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად არ შეიცვლება: „გუშინ, მერების განწყობა რიგი საკითხების მიმართ იყო კრიტიკული და ეს კარგია. ეს აძლიერებს ზოგადად საჯარო ხელისუფლებას. ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაც არ მოგვწონს, არამედ იმისთვის ვამბობთ, რომ გვინდა გავძლიერდეთ“.

შეხვედრის დასკვნით ნაწილში, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, გუშინ, ხუთ მაისს, ფორუმზე გამართული დისკუსიისას მერების მიერ დასმულ საკითხებს: „გუშინ, მე უკვე დავინახე ის მცირე სითამამე, რაც მუნიციპალური პრობლემების ხმამაღლა გამოთქმაში გამოიხატა. ეს მისასალმებელია. ეს დიალოგი უნდა იყოს ჰორიზონტალური და არა ვერტიკალური“, – განაცხადა სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელმა კოტე კანდელაკმა.

ორდღიანი ფორუმის მუშაობა ექსპერტებმა შეაჯამეს [Video]დასკვნით ნაწილში შეხვედრა სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ შეაჯამა. მან მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და განმარატა, რომ ფორუმის განმავლობაში, ბევრმა ინიციატივამ და სიახლემ გაიჟღერა, რომლებიც მისთვის საინტერესო იყო.

ორ დღიანი ინსტიტუციური დიალოგისათვის გამართული ფორუმი, იდეის ავტორმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ შეაჯამა: „მთავარი კითხვა, რომელიც მაქვს არის ის, თუ სად ვიქნებით 2020 წელს თვითმმართველობის რეგიონული განვითარების თვალსაზრისით. დავუსვათ ყველამ ჩვენს თავს ეს კითხვა, ერთის მხრივ სად ვიქნებით და მეორეს მხრივ რა წვლილს შევიტანთ ამ საქმეში“.



ზაზა გაბუნიას თქმით, მსგავსი შეხვედრა წელიწადში სამჯერ გაიმართება, დასკვნითი ფორუმი კი თბილისში ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ „ახალციხის ციხის“ ტერიტორიაზე, ინსტიტუციური დიალოგი ცენტრალური ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შორის ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე ექსპერტები და განათლების სფეროს წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართული.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


30.12.2018 ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების ვინაობა ცნობილია

25.12.2018 დედა ენის სკოლებში დაბრუნებას საპარლამენტო კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს

19.12.2018 სამცხე–ჯავახეთში მეორე ტურზე გადასატანი ყუთის სიებს 817 ამომრჩეველი დაემატა

18.12.2018 2018 წლის წარჩინებული მოსწავლეები მედლებს, სავარაუდოდ, 2019 წლის იანვარში მიიღებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.01.2019 2018 წელს ‘ახალციხის ციხეს’ 152 752 ვიზიტორი ესტუმრა

14.01.2019 მესხეთის თეატრის 'უკანასკნელი მოჰიკანები' [Video/Photo]

14.01.2019 ასპინძაში 2019 წელს უფასო სასადილოთი 50 ბენეფიციარი ისარგებლებს

14.01.2019 ახალციხეში სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

‘ახალციხის ციხეზე’ ფორუმის მეორე დღე მერების მოხსენებებს ეთმობა
‘ახალციხის ციხეზე’ ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი გაიხსნა
ინსტიტუციური დიალოგის პირველ ფორუმს მთავრობა  ახალციხეში გამართავს
პრემიერი: მმართველობის დეცენტრალიზაცია ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა
პრემიერი: ‘უნდა გაორმაგდეს თვითმმართველობების დაფინანსება’ [Video]
ირაკლი კობახიძე: ‘დეცენტრალიზაცია მთავრობის მთავარი პრიორიტეტია’
‘საკუთრებაში არაფერი გვაქვს’ – რა პრობლემებზე  ისაუბრეს მერებმა ფორუმზე