სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხის მერმა ფორუმზე 2014–2018 წლების ანგარიში წარადგინა [Video]

მთავარისიახლე, პოლიტიკა 06.05.2018
ფორუმის მეორე დღეს მერებმა, მათ მუნიციპალიტეტებში, მთავარ მიღწევებსა და გამოწვევებზე მოხსენებები წაიკითხეს. ახალციხის მერის მოხსენების ძირითადი ნაწილი განხორციელებულ პროექტებზე საუბარს დაეთმო. მას პრობლემებზე ყურადღება არ გაუმახვილებია.

ახალციხის მერმა ფორუმზე 2014–2018 წლების ანგარიში წარადგინა [Video]

სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ინსტიტუციური დიალოგის ფორუმის მეორე დღეს, მუნიციპალიტეტების მერებმა თემაზე „ადგილობრივი გამოწვევები და მიღწევები“ მოხსენებები გააკეთეს. როგორც ფორუმის მოდერატორმა ლაშა გოგიძემ განაცხადა, დრო მხოლოდ იმ მერებს დაეთმოთ, რომლებსაც მუნიციპალიტეტებში სამაგალითო მიღწევები აქვთ. გამომსვლელებს შორის იყვნენ ახალციხის, ზუგდიდის, ბათუმის, გორის და მარნეულის მერები.

„მარნეულსა და გორში თვითმმართველობის მუშაობაში მოქალაქეების ჩართულობის მიზნით, ინოვაციური მეთოდები დანერგეს. ახალციხემ საკრებულოსთან შექმნა საზოგადოებრივი დარბაზი. ბათუმი სამაგალითოა პროგრამული ბიუჯეტირების კუთხით, ზუგდიდი კი გამჭვირვალე მუშაობით“, – განაცხადა შეხვედრის დაწყებისას ლაშა გოგიძემ.

პირველი მომხსენებელი ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე იყო. მან საგზაო ინფრასტრუქტურის, სასმელი და სარწყავი წყლების, ბაგა–ბაღების და სოფლის სახლების მოწყობა–რეაბილიტაციაზე საუბარს 15 წუთი დაუთმო: „2014 –2018 წლებში 335 ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ. 2020 წლისთვის დასახლებულ პუნქტებამდე მისასვლელი ყველა გზა მოასფალტდება. ჩვენი განხორციელებული პროექტებით 32 სოფელი იღებს მთის წყაროს წყლებს. სარწყავ სისტემაში კი 28 პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის ხუთი სატუმბი სადგური გავაკეთეთ და ჯამში 400 ჰექტარზე მეტი გასარწყავიანდა“.

მისივე თქმით, 2014–2018 წლებში მუნიციპალიტეტის სოფლებში 14 ახალი ბაღი აშენდა და უახლოეს მომავალში ორი კიდევ გაიხსნება: „დიდი ყურადღება მივაქციეთ თემებში სოფლის სახლების რეაბილიტაციასაც. აქ განთავსეუბულია ამბულატორიები, ახალგაზრდული ცენტრები, ბიბლიოთეკები და მერის წარმომადგენლების ოთახები“.

მელიქიძემ ყურადღება გაამახვილა დასუფთავების საკითხებზეც: „2014 წლამდე ნარჩენები 45 დასახლებული პუნქტიდან, მხოლოდ ვალიდან და ახალციხიდან გადიოდა. ჩვენ ორ წელიწადში შევძელით, ის რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკანონო ნაგავსაყრელი არ გვაქვს“.



ზაზა მელიქიძისგან განსხვავებით, მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმა გამოსვლა პრობლემებზე საუბრით დაიწყო. მისი თქმით, პრობლემაა ქალაქში უსახური შენობები, გარევაჭრობა: „პრობლემა იყო ადმინისტრაციულ ხარჯებთან დაკავშირებითაც. 2017–2018 წლებში სამსახურებში 85 000 ლიტრი საწვავის ეკონომია გავაკეთეთ. რთული იყო საწვავის დაზოგვა თანამშრომლებისთვის, მაგრამ ვფიქრობ ამ მიმართულებით სწორი გადაწყვვეტილება მივიღეთ. ასევე გამგებელი, მოადგილეები, სამსახურის უფროსები ბიუჯეტით ყიდულობდნენ ბოლო მოდის ტელეფონებს და კომპიუტერებს. თუ ის მობილური გაფუჭდებოდა ახალს აძლევდნენ, ერიცხებოდათ სასაუბრო თანხაც, ახლა ეს ასე აღარ არის“.

ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ ყურადღება სკოლებზე გაამახვილა. მისი თქმით, სკოლები თვიმმართველობებს უნდა გადაეცეთ: „თუმცა, მუნიციპალიტეტები სკოლების მართვას საკუთარი რესურსებით ვერ გაწვდებიან, ამისთვის თვითმმართველობებს დამატებითი ფინანსური რესურსები დასჭირდება“.

გოგიამ მუნიციპალიტეტში მიწის დაკანონებისას შექმნილ პრობლემებზეც ისაუბრა: „კარგია რომ მოქალაქეებს მიწის უფასოდ გაფორმება შეუძლიათ, მაგრამ იმ ტერიტორიებს, რომლებსაც გლეხები წლებია იყენებენ, თუ ზედ არ დგას სახოვრებელი სახლი, ან რაიმე სხვა კაპიტალური შენობა, ვერ იკანონებენ. ამის გამო დიდი პრობლემები იქმნება და ეკონომიკის სამინსიტროსთან დავა აქვთ“.

მერების მოხსენებების დასრულების შემდეგ საქართველოს თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „ეს დისკუსია გაგრძელდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და წლის ბოლოს ჩვენ გვექნება არა მარტო შეფასება რა გაკეთდა, არამედ ხედვა იმისა თუ რა უნდა გაკეთდეს მომავალში. ჩვენმა ეკონომიკამ ცენტრალიზაციის განვითარების რესურსი უკვე ამოწურა, ახლა აუცილებელია, რომ გადავიდეთ ეკონომიკური განვითარების ზრდის მრავალდონიან და ადგილობრივ პერსპექტივაზე“.

ახალციხის მერმა ფორუმზე 2014–2018 წლების ანგარიში წარადგინა [Video]

შეგახსენებთ, რომ "ახალციხის ციხეზე" სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ინსტიტუციური დიალოგის პირველი ფორუმი გუშინ, ხუთ მაისს გაიხსნა. ფორუმზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა დეცენტრალიზაციის საკითხები განიხილეს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.05.2018 სკოლის საატესტატო გამოცდები დასრულდა

24.05.2018 რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა მათემატიკასა და ფიზიკაში ახალციხის სკოლებში

22.05.2018 დღეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოსწავლეებმა ისტორიასა და ფიზიკაში ჩააბარეს

21.05.2018 უცხო ენა და ბიოლოგია – რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.05.2018 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სამცხე–ჯავახეთში

25.05.2018 თბილისიდან ანდეზიტში დაბრუნებული დალაქი – BP და მისი პარტნიორები სოფლისათვის [R]

25.05.2018 სარაგბო კლუბი ‘ტაო’ უნივერსიტეტს თანამშრომლობას სთავაზობს

25.05.2018 ასპინძაში 200–მდე ხის ნერგი დარგეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

‘ახალციხის ციხეზე’ ფორუმის მეორე დღე მერების მოხსენებებს ეთმობა
‘ახალციხის ციხეზე’ ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი გაიხსნა
ინსტიტუციური დიალოგის პირველ ფორუმს მთავრობა  ახალციხეში გამართავს
‘საკუთრებაში არაფერი გვაქვს’ – რა პრობლემებზე  ისაუბრეს მერებმა ფორუმზე
ახალციხის საკრებულოში შექმნილი 'საზოგადოებრივი დარბაზი' გაუქმდა
ორდღიანი ფორუმის მუშაობა ექსპერტებმა შეაჯამეს [Video]
პრემიერი: ‘უნდა გაორმაგდეს თვითმმართველობების დაფინანსება’ [Video]