FM97.5 / LIVE

სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე ჯარიმების ოდენობა იზრდება

მთავარისიახლე, სამართალი 06.05.2018
სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე არსებული ჯარიმები თითქმის ათმაგდება. სანქციების გამკაცრება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია, რომელიც პარლამენტს ინიცირებისთვის უკვე წარედგინა.

სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე ჯარიმების ოდენობა იზრდება

კერძოდ, სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა, ან შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის მოქმედების პირობებში ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. ამჟამად "ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსი“ 50-ლარიან და 200-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

პროექტის მიხედვით, შიდახანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგებისთვის, ელექტროდანადგარებისათვის, ელექტროტექნიკური პროდუქტებისა და ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებებისათვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად დღეს არსებული 100 ლარისა.

შენობა-ნაგებობაში საევაკუაციო გზებისათვის, საევაკუაციო და ავარიული გასასვლელებისათვის, ხანძრის ავტომატური ჩაქრობის, სახანძრო სიგნალიზაციის, ხანძრის დროს ადამიანთა მაუწყებლობის, ევაკუაციის მართვისა და კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებისათვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა - გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 5000 ლარამდე ოდენობით. დღეს აღნიშნული დარღვევისათვის 200-ლარიანი ჯარიმა არის გათვალისწინებული. ამასთან, იმ პირის მიერ, რომელსაც შეფარდებული აქვს აღნიშნული დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელი, იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, დამამზადებლის (მომწოდებლის) მიერ ნივთიერების, მასალის, ნაკეთობისა და დანადგარის შესაბამის ტექნიკურ დოკუმენტაციაში ამ ნივთიერების, მასალის, ნაკეთობისა და დანადგარის ხანძარსაშიშროების მაჩვენებლების შესახებ ან მათი გამოყენებისას მისაღები სახანძრო უსაფრთხოების ზომების შესახებ ინფორმაციის შეტანის მოვალეობის შეუსრულებლობა, თუ აღნიშნულ დოკუმენტაციაში ასეთი ინფორმაციის შეტანა სავალდებულოა – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

შენობა-ნაგებობასთან მისასვლელებისათვის და შენობა-ნაგებობიდან გასასვლელებისათვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მიერ ხანძრის ჩაქრობის საქმიანობის წესისა და მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა, ან შეუსრულებლობა გამოიწვევს კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მესაკუთრის დაჯარიმებას 5 000 ლარიდან – 10 000 ლარამდე ოდენობით.

სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტზე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევა ან შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციისათვის გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველსაყოფად საჭირო მოთხოვნების შეუსრულებლობა ან დადგენილი წესით დამტკიცებული საგანგებო მართვის გეგმითა და საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმით გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებისა და საშუალებების საგანგებო სიტუაციის ზონაში დაგვიანებით გაგზავნა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

საგანგებო სიტუაციის დროს მოსახლეობის, მატერიალური და კულტურული ფასეულობების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.

[sknews.ge]


11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

08.10.2018 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა დაიწყო

08.10.2018 ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ არლის სკოლა ახალ შენობაში გადავიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.10.2018 ექვსწლიანი ლოდინის შემდეგ ‘ძალოვანების კორპუსში’ მესაკუთრეებს ბინები გადაეცათ

13.10.2018 ადვოკატები ვანო მერაბიშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვას ითხოვენ

12.10.2018 ‘გოგოს სწავლა რად უნდა’ – კარტოფილის მკრეფავი ქალების ამბები ჯავახეთიდან [photos]

12.10.2018 ‘იმას ვხატავ, რაც სილამაზე მგონია’ - 77 წლის ფოლკ-მხატვარი ფერსიდან [Photo/Video]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

 რამდენი ლარით დაგაჯარიმებენ გარემოს დანაგვიანებისთვის
სად აიკრძალება კანაფისა და მარიხუანას მოხმარება
გამოკითხვა: რას ფიქრობენ ახალციხეში მართვის მოწმობის 100-ქულიან სისტემაზე [Video]
საჯაროდ ხვევნა-კოცნა 300 ლარით დაჯარიმდება
რა შემთხვევაში დაგაჯარიმებთ პატრული 200 ლარით – შსს–ს განმარტება
რომელ სამართალდარღვევაზე რამდენ ქულას დაკარგავენ მძღოლები
ორ დღეში მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა  ამოქმედდება