სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ქუცნაშვილი: ‘ინტერმუნიციპალური კავშირები საქართველოში მძიმედ მიმდინარეობს’ [Video]

მთავარისიახლე, პოლიტიკა 05.05.2018
„ინტერმუნიციპალური კავშირების თვალსაზრისით ძალიან მძიმედ არის საქმე, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები ჩაკეტილები არიან თავიანთ ადმინისტრაციულ საზღვრებში და იქაც კი უჭირთ ადმინისტრირება“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ფორუმზე.

ქუცნაშვილი: ‘ინტერმუნიციპალური კავშირები საქართველოში მძიმედ მიმდინარეობს’ [Video]
დღეს, ხუთ მაისს ახალციხის ციხის ციტადელზე, ინსტიტუციური დიალოგის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე პარლამეტის წევრებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამხარო ადმინისტრაციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ინტერმუნიციპალური კავშირების ფორმირებასა და გაძლიერებაზე ისაუბრეს.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა მუნიციპალიტეტებს შორის კავშირებსა და ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა: „ერთი შეხედვით იმდენად ნათელი და კეთილშობილურია მუნიციპალიტეტებს შორის კავშირის დამყარების აუცილებლობა, რომ ბუმი უნდა იყოს ჩვენთან მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის. მაგალითდებით ჩვენ დაგანახებთ, რომ ძალიან მძიმედ არის ამ სფეროში საქმე, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები ჩაკეტილები არიან თავიანთ ადმინისტრაციულ საზღვრებში და იქაც კი უჭირთ ადმინისტრირება“.

ქუცნაშვილმა სხვა ქვეყნის ინტერმუნიციპალური კავშირების წარმატებული მაგალითები მოიყვანა და ჩვენს ქვეყანაში მსგავსი მაგალითების სიმწირეს გაუსვა ხაზი: „დედაქალაქის სამი ავტონომიის და ცხრა რეგიონის კონტექსტში მხოლოდ სამი მოკრძალებული მაგალითის ჩვენება შემიძლია, ერთ–ერთი ეს გახლავთ რუსთავის და გარდაბანის მუნიციპალიტეტების მიერ ერთობლივად დაფუძნებული ნაგავსაყრელის ააიპ–ი . მაგალითების სიმწირე ცალსახად დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა, რომ ინტერმუნიციპალური კავშირები საქართველოში მძიმედ მიმდინარეობს“.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე თვითმმართველობებისთვის საჭიროა არა ახალი უფლებების გადაცემა, არამედ არსებული უფლებების რეალიზებაში დახმარება: „ახალი უფლებამოსილების გადაცემა აზრს კარგავს, თუ არსებული, საკუთარი უფლებამოსილების ნაწილში არ გავიაზრეთ სად გვაქვს წინსვლა და სად შეფერხება და რა არის ამის მიზეზი“.



როგორც ქუცნაშვილი ამბობს ინტერმუნიციპალური კავშირებისთვის ძალიან კარგი სფეროებია: სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, ბაზრობები, მუნიციპალური ტრანსპოტით მგზავრთა გადაყვანა, უპატრონო ცხოველების პრობლემის გადაწყვეტა. დეპუტატი ამბობს, რომ ერთობლივი ორგანიზაციები თვითმმართველობებს თანხის დაზოგვაში დაეხმარება: „ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტს აწუხებს უპატრონო ძაღლების პრობლემა. თავისუფლადაა შესაძლებელი, რომ ორ ან სამმა მუნიციპალიტეტმა ერთად გააკეთოს ძაღლსაშენი, ერთისთვის ეს დიდი ფუფნება, ორი და სამისთვის ერთად კი დაძლევადი. ასევე, შესაძლოა, მუნიციპალიტეტების მოსაზღვრე სოფლებთან გაკეთდეს ბაღი და ორივე მუნიციპალიტეტიდან იარონ ბავშვებმა“.

ქუცნაშვილი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს კავშირების დამყარების რამდენიმე გზას სთავაზობს: „მათ შეუძლიათ შექმნან საერთო ააიპ–ი, შპს, ან ჩამოაყალიბონ კერძო სამართლის იურიდიული პირი. მაგალითად, ძაღლსაშენის მოწყობის შემთხვევაში, რადგან აქ მოგება არ იქნება და მხოლოდ საზოგადოებას დავიცავთ ცოფიანი ძაღლებისგან ჯობია ააიპ–ი დააფუძნონ. ასეევე, მუნიციპალიტეტებს შეუძლიათ ტენდერი გამოაცხადონ და გამარჯვებულ კომპანიასთან ერთობლივად გააფორმონ ხელშეკრულება“.

ექსპერტი ზვიად არჩუაძე ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის დადებით მხარეებსა და ამ ურთიერთობის დრო წარმოშობილ შესაძლო პრობლემებზე საუბრობს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ერთის მხრივ საკანონმდებლო დონეზე ჩარჩოების შექმნა, მეორეს მხრივ კი მუნიციპალიტეტებისთვის მეთოდოლოგიური დამხარება: „კანონში გვიწერია, რომ საზღვრისპირა თანამშროლობაც კი შეგვიძლია, მაგრამ აქაც ძირითადად მუნიცპალიტეტები არიან პასიურ მდგომარეობაში, ისევ იმიტომ რომ აქვთ კადრების ნაკლებობა, გამოცდილების ნაკლებობა.
არასამთავრობო ორგანიზაციები უფრო ლიდერობენ. ამ პროექტების განხორციელების დროს, როცა ვსაუბრობთ ასეთ თანამშრომლობაზე აუცილებლად არის გასათვალწინებელი რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი რას ამბობს პოლიტიკა“.

ქუცნაშვილი: ‘ინტერმუნიციპალური კავშირები საქართველოში მძიმედ მიმდინარეობს’ [Video]

შეგახსენებთ, რომ "ახალციხის ციხეზე" სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის პირველი ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი გაიმართა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მერებთან ერთად, დეცენტრალიზაციის შესახებ იმსჯელეს. ფორუმი ხვალ, ექვს მაისს დილიდან განახლდება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


18.06.2018 გამოცდებზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი

14.06.2018 მეცხრე კლასის გამოცდები მეექვსე სკოლაში დაპირისპირების მიზეზი გახდა

12.06.2018 რამდენი თავისუფალი ადგილი დარჩა ახალციხის სკოლებში პირველკლასელებისთვის

10.06.2018 პედაგოგთა გამოცდების განრიგი ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.06.2018 FAO – 7-10 წელში ვეტერინარების რიცხვი მკვეთრად შემცირდება

17.06.2018 ახალციხეში „ოფროუდში“ ჩემპიონატი ჩატარდა [Photos\video]

17.06.2018 გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მოსალოდნელი ცუდი ამინდის შესახებ აფრთხილებს

16.06.2018 სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

გამოკითხვა: რა კუთხით შეიძლება განვითარდეს ინტერმუნიციპალური კავშირები მესხეთში?[Video]
ინსტიტუციური დიალოგის პირველ ფორუმს მთავრობა  ახალციხეში გამართავს
‘ახალციხის ციხეზე’ ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი გაიხსნა
‘საკუთრებაში არაფერი გვაქვს’ – რა პრობლემებზე  ისაუბრეს მერებმა ფორუმზე
‘ახალციხის ციხეზე’ ფორუმის მეორე დღე მერების მოხსენებებს ეთმობა
ორდღიანი ფორუმის მუშაობა ექსპერტებმა შეაჯამეს [Video]
სამცხე-ჯავახეთში  მიუსაფარი ცხოველების თავშესაფარის აშენება იგეგმება