FM97.5 / LIVE

‘საკუთრებაში არაფერი გვაქვს’ – რა პრობლემებზე ისაუბრეს მერებმა ფორუმზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა 05.05.2018
მუნიციპალური და სახელმწიფო ქონების გამიჯვნა, გადასახადების ვადების გადახედვა და ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის გათანაბრებითი ტრანსფერის შემცირება – მთავრობის წევრებმა მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემები მოისმინეს.

‘საკუთრებაში არაფერი გვაქვს’ – რა პრობლემებზე  ისაუბრეს მერებმა ფორუმზე

დღეს, ხუთ მაისს, ახალციხის ციხის ციტადელზე, ინსტიტუციური დიალოგის მეორე ნაწილი დეცენტრალიზაციის რეფორმაზე საუბრით დაიწყო. საპარლამენტო უმრალესობის წარმომადგენელმა გია ჟორჟოლიანმა რეგიონული უთანაბრობის, როგორც ქვეყნის გამოწვევის შესახებ ისაუბრა: "ეროვნული, რეგიონული და მუნიციპალური დონის მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე, რეგიონული განვითარების პრობლემა არ გადაწყდება. დეცენტრალიზაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ეროვნული პოლიტიკა ამას ხელს არ უწყობს, მხოლოდ დეცენტრალიზაცია განვითარების პრობლემას არ გადაწყვეტს".

ჟორჟოლიანის თქმით, იმისთვის, რომ დეცენტრალიზაცია განხორციელდეს, სამხარეო ადმინისტრაციებს სხვა ფუნქცია–მოვალეობები უნდა მიენიჭოთ: "ყველაზე უპრიანია, თუ ჩვენი გუბერნატორების ოფისები გადაიქცევა სინამდვილეში რეგიონული განვითარების სააგენტოებად. მათი მთავარი ფუნქცია, რეგიონის განვითარებაზე ზრუნვა იქნება, ასევე, განვითარების გეგმების შედგენა, რეალიზება, მონიტორინგი და ა.შ. ეს იქნება ძალიან სერიოზული სიახლე".

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე მიიჩნევს, რომ რეგიონების გაერთიანება მათი საერთო პოტენციალის მიხედვით უნდა მოხდეს: "უკეთესი იქნება თუ ტერიტორიულ ერთეულებს თავიანთი საერთო პოტენციალის მიხედვით, საკუთარი შემოსავლის მიღების უფლებას მივცემდით, შემდეგ კი თავადვე განკარგავდნენ ფინანსურ რესურსებს".

‘საკუთრებაში არაფერი გვაქვს’ – რა პრობლემებზე  ისაუბრეს მერებმა ფორუმზერის მიხედვით დაიყოფა რეგიონები და რა მიმართულებით გაეზრდებათ უფლებები, როგორც გუბერნიებს, ასევე თვითმმართველობებს, ამას ის სტრატეგია განსაზღვრავს, რომლის შემუშავებაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უნდა დაიწყოს.

"დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დოკუმენტზე აქტიურად იმუშავებს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების გუნდი, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების უშუალო ჩართულობით", – ამბობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი.

მომხსენებლების გამოსვლის შემდეგ, შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. მუნიციპალიტეტების მერებმა კითხვები მთავრობის წარმომადგენლებს დაუსვეს. ძირითად საკითხებს მუნიციპალური ქონების გამიჯვნა და ადგილობრივი შემოსავლების განსაზღვრა წარმოადგენდა.

"ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, არცერთ მუნიციპალიტეტში, რა არის მუნიციპალიტეტის საკუთრება და რა სახელმწიფოსი. კანონში გვიწერია, რაც თქვენი საკუთრებაა გამოიყენეთო, მაგრამ საკუთრებაში არაფერი გვაქვს. ყველანაირი რესურსი, მიწა, ხე–ტყე, თუ რამე არსებობს ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენი არ არის. იმის მაგივრად, რომ თვითმმართველობისა და სახელმწიფოს დაახლოება მოხდეს, თანდათან ვშორდებით ერთმანეთს", – განაცხადა ფორუმზე მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

‘საკუთრებაში არაფერი გვაქვს’ – რა პრობლემებზე  ისაუბრეს მერებმა ფორუმზე ქონებრივ გადასახადებზე ისაუბრა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა. მისი თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობებს არ აქვს საკმარისი უფლებები იმისათვის, რომ ქონების გადასახადიდან მიღებული შემოსავალი თავად განკარგონ: "ჩვენი შემოსავლების დიდი ნაწილი უჭირავს ქონების გადასახადს, რომელიც 100%–ით შემოდის თვითმმართველობაში. ამ ყველაფერს კი ადმინისტრირებას ფინანსთა სამინისტრო უწევს. დაინტერესების შემთხვევაშიც კი ძალიან ძნელია, მაგალითად, იმის დადგენა, კონკრეტულმა ფერმერმა გადაიხადა თუ არა მიწის გადასახადი".

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც დედოფლისწყაროს მერმა ისაუბრა გათანაბრებითი ტრანსფერი იყო: "2014 წელს ჩვენი მუნიციპალიტეტის გათანაბრებითი ტრანსფერი იყო 1 700 000 ლარი, 2018 წელს არის 680 000 ლარი, გაიზარდა ადგილობრივი შემოსავლები, რის პარალელურადაც შემცირდა გათანაბრებითი ტრანსფერი. კარგი იქნება, ზრდის პარალელურად, ტრანსფერი ვთქვათ, 50%–ით შემცირდეს მარტო და მუნიციპალიტეტს ჰქონდეს სტიმული, რომ გაზარდოს შემოსავალი და გააკეთოს უფრო მეტი საქმე, ვიდრე წინა წელს აკეთებდა".

‘საკუთრებაში არაფერი გვაქვს’ – რა პრობლემებზე  ისაუბრეს მერებმა ფორუმზეჯანიაშვილის კითხვას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა უპასუხა: "ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულება სწორი არ არის. ტრანსფერზე დამოკიდებული კი არ უნდა ვიყოთ, არამედ უნდა შევქმნათ ისეთი საშუალებები, რომ მუნიციპალიტეტის დონეზე, გქონდეთ ადგილობრივი ბიზნესის განვითარების შესაძლებლობა".

შეგახსენებთ, რომ "ახალციხის ციხეზე" სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის პირველი ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი გაიმართა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მერებთან ერთად, დეცენტრალიზაციის შესახებ იმსჯელეს. ფორუმი ხვალ, ექვს მაისს დილიდან განახლდება.

‘საკუთრებაში არაფერი გვაქვს’ – რა პრობლემებზე  ისაუბრეს მერებმა ფორუმზე

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


21.01.2019 ახალციხის რესურსცენტრი: მუდმივი კონტაქტი გვაქვს სკოლებთან, ტარდება დეზინფექცია'

21.01.2019 განათლების მინისტრი: 'წითელას და გრიპის ვირუსს სკოლებში ყოველდღიურად დავაკვირდებით'

18.01.2019 ახალციხეში 48 კურსდამთავრებულმა ოქროსა და ვერცხლის მედალი მიიღო

18.01.2019 მასწავლებლებისთვის კრედიტების დაგროვების სისტემა უქმდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.01.2019 დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება

19.01.2019 ნათლისღების დღესასწაული ახალციხეში [Photo/Video]

19.01.2019 მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს

19.01.2019 წითელას აცრის გაკეთება შაბათ–კვირასაც შესაძლებელია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ირაკლი კობახიძე: ‘დეცენტრალიზაცია მთავრობის მთავარი პრიორიტეტია’
ინსტიტუციური დიალოგის პირველ ფორუმს მთავრობა  ახალციხეში გამართავს
‘ახალციხის ციხეზე’ ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი გაიხსნა
დეცენტრალიზაციისთვის თვითმმართველობებში სამუშაო ჯგუფები შეიქმნება
პრემიერი: მმართველობის დეცენტრალიზაცია ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა
‘ახალციხის ციხეზე’ ფორუმის მეორე დღე მერების მოხსენებებს ეთმობა
ახალციხეში დეცენტრალიზაციის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება