FM97.5 / LIVE

წვიმამ განსაკუთრებით სამი ქუჩა დააზარალა

მთავარიეკონომიკა 14.06.2013
ახალციხეში მოსული ძლიერი წვიმის გამო ექვთიმე ათონელის, გურამიშვილის და თამარაშვილის ქუჩებიც დაზიანდა. მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს

წვიმამ განსაკუთრებით სამი ქუჩა დააზარალა
”ვინმემ ყურადღება მოგვაქციოს. პირველი სართული მთლიანად დაიტბორა. რამდენჯერ მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ მათი მხრიდან რეაგირება არ ყოფილა. ყოველი წვიმის შემდეგ ჩვენს ქუჩაზე ასეთი მდგომარეობაა. მოსაწესრიგებელია საკანალიზაციო სიტემა, ქუჩაზე ერთი მილი ჩადის და ისიც წვიმის დროს წყლის დიდ ნაკადs ვერ ატარებს”, -ამბობენ ათონელის ქუჩის მცხოვრებლები.

დახმარებას ითხოვენ გურამიშვილის ქუჩაზეც. აქ, ნიაღვრისგან მოტანილიქვა-ღორღის გამო ავტომანქანები ვერ მოძრაობენ.

”ებრაელების სასაფლაოდან ჩამოტანილმა თიხამ გზა ჩაკეტა. მთელი ტალახი ჩემი სახლის წინ მოგროვდა და მანქანით ვეღარ შემოვსულვარ. რამდენი წელია ასფალტის დაგებას ვითხოვთ, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს. სამი ეკლესიაა ჩვენს ქუჩაზე. ხალხი არ ვართ? რატომ არავინ ინტერესდება ჩვენი ბედით?” - კითხულობს გურამიშვილის ქუჩის მცხოვრები სამველ პოღოსიანი.

წვიმამ განსაკუთრებით სამი ქუჩა დააზარალა

წვიმის შედეგად დაზარალდა თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლოებაც. წყალი ადგილობრივებს სარდაფებში და სადარბაზოებში შეუვარდათ. ნიაღვარი შევარდა ამავე ქუჩაზე მაღაზიაშიც.

”მაღაზიაში ყველაფერი დასველდა, მაგრამ პარკებში იყო და გაფუჭებას გადაურჩა, ახლა ვწმენდთ. ყოველ წელს ასეთი მდგომარეობაა. მილი, სადაც წვიმის დროს წყალი უნდა გავიდეს, პატარაა, ვერ ასწრებს გადინებას და შევჩენკოს ქუჩიდან წამოსული წყალი ქუჩაში გადმოდის”, - ამბობს ”ნინო” მარკეტის მეპატრონე რამაზ აფრიამაშვილი.

წვიმამ განსაკუთრებით სამი ქუჩა დააზარალა

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 4 409 036 ლარით ახალციხეში

13.11.2019 ახალციხის ციხეზე კონცერტი გაიმართება

13.11.2019 ივლიტაში მდინარეზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის პროექტს საჯაროდ განიხილავენ

12.11.2019 ადიგენში რეგფონდიდან გამოყოფილი თანხა გზების მოასფალტებას მოხმარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დატბორილი სახლები ახალქალაქში
'ყველას მხოლოდ არჩევნებზე ვახსენდებით'– მიქუტიშვილის ქუჩაზე დახმარებას ითხოვენ
რატომ გრძნობენ თავს შეურაცხყოფილად ახალციხეში გვარამაძის ქუჩის მცხოვრებლები?
ახალციხეში, დანიელაშვილის ქუჩაზე სახლები დაიტბორა
ახალციხეში, თბილისის ქუჩაზე, სასმელი წყალი ასფალტზე გადმოდის
წვიმამ, ახალციხეში, ქეთევან დედოფლის ქუჩაზე მცხოვრებლები დააზარალა
ახალციხეში თამარაშვილის ქუჩა ისევ დაიტბორა [ფოტო]