სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

დეცენტრალიზაციისთვის თვითმმართველობებში სამუშაო ჯგუფები შეიქმნება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 05.05.2018
დეცენტრალიზაციის განსახორციელებლად, რეგიონული განვითარების სამინისტრო თვითმმართველობებში სამუშაო ჯგუფებს შექმნის და მასში ჩართული ადგილობრივებიც იქნებიან.

დეცენტრალიზაციისთვის თვითმმართველობებში სამუშაო ჯგუფები შეიქმნება

ამის შესახებ, ინსტიტუციური დიალოგის ფორუმზე, რომელიც „ახალციხის ციხის“ ციტადელზე იმართება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ისაუბრა.

„მარტში სამინისტროში შემოსულ პროექტზე, რომელიც დეცენტრალიზაციის პროცესების განხორციელებას ეხება, აქტიურად ვმუშაობთ. ის სტრატეგიად უნდა ვაქციოთ და ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმა. ამისთვის თვითმმართველობებში მოქალაქეებთან ერთად სამუშაო ჯგუფები შეიქმნება. ჩვენ მათთან ერთად უნდა განვიხილოთ რეგიონის საჭიროებები, მათ უკეთ იციან თავიანთი მუნიციპალიტეტების ეკონომიკური პოტენციალი“, – ამბობს ცქიტიშვილი.

მისივე თქმით, სტრატეგიულ დოკუმენტზე მუშაობის პროცესში, რეგიონული განვითარების სამინისტროს აქტიური ურთიერთობა ექნება პარლამენტთანაც: „ცალ–ცალკე მუშაობით ვერაფერს გავხდებით, ამ პროცესში ყველა შესაბამისი უწყება აქტიურად უნდა ჩაერთოს. განსაკუთრებით კი ადგილობრივების და ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა გვინდა“.

ცქიტიშვილის განცხადებით, ასევე, მნიშვნელოვანია, რეგიონებს შორის უთანაბრობის გამოსწორება: „ეს განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებს ეხება. იქ ნაკლებადაა განვითარებული ინფრასტრუქტურა და ნაკლებია შემოსავლებიც“.

სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის პირველი ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი „ახალციხის ციხეზე“ იმართება. ხელისუფლების წარმომადგენლები მერებთან ერთად დეცენტრალიზაციის შესახებ მსჯელობენ.

[sknews.ge]


18.06.2018 გამოცდებზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი

14.06.2018 მეცხრე კლასის გამოცდები მეექვსე სკოლაში დაპირისპირების მიზეზი გახდა

12.06.2018 რამდენი თავისუფალი ადგილი დარჩა ახალციხის სკოლებში პირველკლასელებისთვის

10.06.2018 პედაგოგთა გამოცდების განრიგი ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.06.2018 FAO – 7-10 წელში ვეტერინარების რიცხვი მკვეთრად შემცირდება

17.06.2018 ახალციხეში „ოფროუდში“ ჩემპიონატი ჩატარდა [Photos\video]

17.06.2018 გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მოსალოდნელი ცუდი ამინდის შესახებ აფრთხილებს

16.06.2018 სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

‘ახალციხის ციხეზე’ ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი გაიხსნა
პრემიერი: ‘უნდა გაორმაგდეს თვითმმართველობების დაფინანსება’ [Video]
ინსტიტუციური დიალოგის პირველ ფორუმს მთავრობა  ახალციხეში გამართავს
ირაკლი კობახიძე: ‘დეცენტრალიზაცია მთავრობის მთავარი პრიორიტეტია’
‘ახალციხის ციხეზე’ ფორუმის მეორე დღე მერების მოხსენებებს ეთმობა
სამცხე–ჯავახეთის საკონსულტაციო საბჭო სამუშაო შეხვედრებს მართავს
‘საკუთრებაში არაფერი გვაქვს’ – რა პრობლემებზე  ისაუბრეს მერებმა ფორუმზე