ირაკლი კობახიძე: ‘დეცენტრალიზაცია მთავრობის მთავარი პრიორიტეტია’ »
სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ირაკლი კობახიძე: ‘დეცენტრალიზაცია მთავრობის მთავარი პრიორიტეტია’

მთავარისიახლე, პოლიტიკა 05.05.2018
ინსტიტუციური დიალოგის ფორუმზე, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილებების გაფართოებაზე, ასევე, მათი ფინანსური და ადამიანური რესურსების გაძლიერებაზე ისაუბრა.

ირაკლი კობახიძე: ‘დეცენტრალიზაცია მთავრობის მთავარი პრიორიტეტია’

ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს მთავრობის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი დეცენტრალიზაციაა: „ამიტომ ამ ფორუმის გამართვა იმ თვალსაზრისით რომ ერთმანეთთან საუბრობენ ადგილობრივი და სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კუთხით ჩვენი მხრიდან ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება“.

კობახიძის განცხადებით, მთავრობის სტრატეგიის მიზანი თვითმმართველობების უფლებამოსილების გაფართოებაა: „ამ სტრატეგიის დოკუმენტზე კი უკვე მუშაობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ამ დოკუმენტს მთავრობა მხარს დაუჭერს“.

პარლამენტის თავმჯდომარემ ფორუმზე საჯარო მოხელეების გადამზადების შესახებაც ისაუბრა: „უფლებამოსილებების გაძლიერებასთან ერთად თვითმმართველობები უნდა აღიჭურვონ სათანადო რესურსებით. შესაბამისად საჭიროა, რომ საჯარო მოხელეები სათანადო კვალიფიკაციის მქონეები იყვნენ, ამისთვის ისინი უნდა გადავამზადოთ“.

როგორც კობახიძე ამბობს, დღეს მთავრობის მთავარი ამოცანაა, რომ ადგილობრივი შემოსავლების ხვედრითმა წილმა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში შვიდი პროცენტი შეადგინოს: „ეს ნიშნავს იმას, რომ საშუალო ვადიან პერსპექტივაში რამდენჯერმე გაიზრდება ყველა მუნიციპალიტეტის შემოსავლები. ეს ნიშნავს ფუნდამენტურ ცვლილებას და უკეთეს მომსახურებას“.

დეცენტრალიზაცია, კობახიძის თქმით, რთულად განსახორციელებელი იქნება, თუ თვითმმართველობის მუშაობაში ადგილობრივების ჩართულობა არ გაიზრდება: „რაც შეეხება ჩვენ კანონდებლობას დეცენტრალიზაციის კუთხით ის შესაბამისობაში მოდის ადგილობრივი თვითმართველობის ევროპულ ქრტიასთან. და რაც მთავარია ამ პროცესების განხორციელებაში ხელს გვიწყობენ საერთაშორისო პარტინიორები“.

სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის პირველი ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი „ახალციხის ციხეზე“ იმართება. ხელისუფლების წარმომადგენლები მერებთან ერთად დეცენტრალიზაციის შესახებ მსჯელობენ.

ირაკლი კობახიძე: ‘დეცენტრალიზაცია მთავრობის მთავარი პრიორიტეტია’

[sknews.ge]


15.08.2018 ახალი სასწავლო წელი სკოლებში 17 სექტემბერს განახლდება

13.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა აბიტურიენტებს ფეისბუქ ლაივით მიმართა

09.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა

08.08.2018 აბიტურიენტები გამოცდების შედეგების გასაჩივრებას 9 აგვისტოდან შეძლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.08.2018 ვითიბი ბანკის ახალციხის ფილიალს ახალი მმართველი ჰყავს

15.08.2018 ბორჯომის მერიამ 11 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა

14.08.2018 ახალციხეში მინიფეხბურთის ჩემპიონატი უნივერსიტეტის გუნდმა მოიგო

14.08.2018 18 აგვისტოდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

პრემიერი: ‘უნდა გაორმაგდეს თვითმმართველობების დაფინანსება’ [Video]
ინსტიტუციური დიალოგის პირველ ფორუმს მთავრობა  ახალციხეში გამართავს
‘ახალციხის ციხეზე’ ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი გაიხსნა
დეცენტრალიზაციისთვის თვითმმართველობებში სამუშაო ჯგუფები შეიქმნება
‘საკუთრებაში არაფერი გვაქვს’ – რა პრობლემებზე  ისაუბრეს მერებმა ფორუმზე
‘ახალციხის ციხეზე’ ფორუმის მეორე დღე მერების მოხსენებებს ეთმობა
ირაკლი კობახიძე: კონსტიტუცია ფართო კონსესუსის საფუძველზე უნდა გადაისინჯოს [R]