FM97.5 / LIVE

‘Castle riders’ – ბაიკერები ახალციხიდან [Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.05.2018
მოტომოყვარულების კლუბი ‘Castle riders’ ახალციხეში 20 სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანს აერთიანებს. დატვირთული სამუშაო განრიგის მიუხედავად, კლუბის წევრები საყვარელი სპორტისთვის დროის გამონახვას მაინც ახერხებენ.

‘Castle riders’ – ბაიკერები ახალციხიდან [Video]

მოტომოყვარულთა კლუბის წევრი რატი ყურმაშვილი მებაჟეა, 15 წლის იყო, როცა მოტოციკლის ტარება ისწავლა. ამბობს, რომ პირველი ემოცია დღემდე ახსოვს: „მოტოციკლეტი ჩემი ცხოვრების ნაწილია. ხშირად სამსახურის გამო უძილოც ვარ, მაგრამ როცა ბაიკერები იკრიბებიან ჩემი მოტოციკლეტი ყოველთვის გამომყავს“.



ბაიკერები ამბობენ, რომ მთავარი, რაც მათ აერთიანებთ სისწრაფის სიყვარულია.

„ამის გამო, ხშირად ახლობლები მეუბნებიან, რომ მოტოციკლეტზე აღარ დავჯდე და ბაიკერობას თავი დავანებო. ფიქრობენ, რომ ეს ჩემი უსაფრთხოებისთვის ძალიან საშიშია, მაგრამ არ შემიძლია. ძალიან მიყვარს სისწრაფე. როცა მოტოციკლით მიქრიხარ ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ თითქოს ორი სული მოძრაობს ერთად“, –ამბობს კლუბის წევრი მამუკა ფეიქრიშვილი.

“Castle riders”–ის პრეზიდენტი არტურ ბალასანიანი პროფესიით სტომატოლოგია. 10 წლის წინ კლუბის შექმნის იდეა, სამ მეგობართან ერთად, სწორედ მას გაუჩნდა და განახორციელა კიდეც. ახლა უკვე კლუბს დროშა და გერბიც აქვს.



„მესხეთში ეს პირველი მოტოკლუბია. საწევროს ფულით ხშირად ვეხმარებით გუნდის იმ წევრს, რომელსაც უჭირს. წინ დიდი გეგმები გვაქვს. ჩვენთვის ეს კლუბი ერთმანეთის გვერდით დგომის თვალსაზრისით, დიდი იმედია“, – ამბობს არტურ ბალასანიანი.

კლუბის ერთ–ერთი უხუცესი წევრი არტურ ბალასანიანის მამა, ალბერტ ბალასანიანია. მას მაცივრების სახელოსნო აქვს. თავისუფალ დროს ახალგაზრდებთან ერთად ხშირად ატარებს. ალბერტ ბალასანიანი ამბობს, რომ მოტოციკლეტის სიყვარული მას მამამ ჩაუნერგა: „მამაჩემს უყვარდა რბოლა. მან მე მასწავლა, მე კი ჩემ შვილს, არტურს ვასწავლე. მართალია, ჭაღარა თმა მაქვს, მაგრამ როცა ახალგაზრდებთან ერთად ვარ, თავს მეც ახალგაზრდულად ვგრძნობ“.



კლუბის წევრები სეზონს გაზაფხულზე ხსნიან და გვიან შემოდგომით ხურავენ. ამ პერიოდის განმავლობაში, ხშირად გადიან ქალაქიდან რთული და მთიანი ადგილების დასალაშქრად, ასევე, ხშირად იღებენ მონაწილეობას ქვეყნის მასშტაბით გამართულ სხვადასხვა შეჯიბრში.

„გაგვიმარჯვია და დავმარცხებულვართ კიდეც. ყოველთვის ისე არ არის, როგორც ჩვენ გვინდა. მაგალითად, ბოლო ჩემპიონატზე, რომელსაც დიდი ხანი ველოდი, ისე დავიმტვერი, რომ დიდხანს დამჭირდა მკურნალობა, მაგრამ როგორც კი გამოვკეთდი, ისევ მოტოციკლეტზე დავჯექი“, – ამბობს ხვიჩა ლემონჯავა, რომელიც მოტოციკლს 14 წელია მართავს.

კლუბმა ‘Castle riders’ 2018 წლის გაზაფხულის სეზონი სამ მაისს გახსნა. ტრადიციულად, ქალაქის ქუჩები მოიარა და „ახალციხის ციხეზე“ სხვადასხვა სირთულის ტრიუკები შეასრულა.

‘Castle riders’ – ბაიკერები ახალციხიდან [Video]

[ავტორი: თინათინ ზაზაძე,
ვიდეო: ნანა ინასარიძე]


20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.01.2020 მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში ბილეთის ფასი გაორმაგდა

20.01.2020 დიდველის სათხილამურო ტრასა ‘ნოდო’ გაიხსნა

20.01.2020 ‘შევთანხმდით, რომ პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარებიან’ – ნინოწმინდის მერიაში შეხვედრა დასრულდა

20.01.2020 აქციის მონაწილეები ნინოწმინდის მერიაში ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘Off Road’ – ექსტრემალური სპორტის მოყვარულები ახალციხიდან [Photo/Video]
„13 LEGION”-მა საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა
'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი
უნივერსიტეტის დებატ-კლუბის პირველი დებატები
ქართულ ფოლკლორზე შეყვარებული ჰოლანდიელები [ვიდეო]
‘სპორტი ყველაფერია’ – ჩემპიონები ახალციხიდან
ახალციხიდან ფილადელფიამდე – ჯაბა ხოსიტაშვილის 20 წელი რინგზე [Video]