FM97.5 / LIVE

ახალციხეში შინმოვლის სერვისი ამოქმედდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.05.2018
ახალციხეში 18 წელს ზემოთ მყოფი სოციალურად დაუცველი პირები, რომლებსაც შეზღუდული აქვთ გადადგილების და დამოუკიდებლად ცხოვრების უნარი შინმოვლის სერვისით ისარგებლებენ.

ახალციხეში შინმოვლის სერვისი ამოქმედდა

შინმოვლის პროექტს საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ ახორციელებს. სერვისი 18 წელს ზემოთ მყოფ ისეთ სოციალურად დაუცველ პირებზეა გათვლილი, რომლებსაც გადაადგილება არ შეუძლიათ. პროექტი ითვალისწინებს მათ სამედიცინო და სოციალურ მომსახურებას, ქრონიკული დაავადებების გართულების პრევენციას, ასევე, რეკომენდაციების გაცემას იმ პირების ოჯახის წევრებისთვის, რომლებსაც გადადგილების უნარი შეზღუდული აქვთ.

შინმოვლის სერვისი პირველი მარტიდან ამოქმედდა და ამ დროისთვის „კარიტასს“ 20 ბენეფიციარი ჰყავს. პროექტის ფარგლებში ფონდს სულ 50–მდე ბენეფიციარის მოვლა შეუძლია.

„ის ვისაც ფეხზე დგომა არ შეუძლია, სახლში მივალთ და დავეხმარებით, ასევე ვეხმარებით ექიმის კონსულტაციით“, – ამბობს საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასის“ ახალციხის პროექტის კოორდინატორი ზაქარია ზაქროშვილი.

დღეს, ოთხ მაისს, „კარიტასმა“ ახალციხეში აღნიშნული პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

„კარიტასი სიყვარულს ნიშნავს. ჩვენ უკვე საუკუნეზე მეტია ვმუშაობთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ მდიდრების საშუალებით ღარიბების დახმარებას. შეიძლება ერთ ან ორ წელიწადში არა, მაგრამ აუცილებლად გვექნება შედეგი, რომელსაც ახალციხის მოსახლეობა საკუთარ თავზე იგრძნობს“ – ამბობს ფონდ საქართველოს კარიტასის პრეზიდენტი, ასირიულ–ქალდეური ეკლესიის ქორეპისკოპოსი ბენიამინ იადეგარი.
პროექტში ჩართვის მსურველებმა და მათი ოჯახის წევრებმა „საქართველოს კარიტასის“ ახალციხის ოფისს ორბელიანის N12-ში უნდა მიაკითხონ, ან დარეკონ ნომრებზე: 5 98 915 762; 5 99 862 412.

ახალციხეში შინმოვლის სერვისი ამოქმედდა

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

08.10.2018 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა დაიწყო

08.10.2018 ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ არლის სკოლა ახალ შენობაში გადავიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.10.2018 რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'

15.10.2018 ახალციხეში გენდერული თანასწორობის საკითხებზე იმსჯელეს

15.10.2018 გუბერნიასთან, სადაც დაზიანებული საკანალიზაციო ჭა ქუჩას ტბორავდა, მილებს ცვლიან

15.10.2018 ლაბორატორიული კვლევებით, მერაბიშვილის მძიმე მეტალებით ინტოქსიკაცია გამოირიცხა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ექთნები კვალიფიკაციას იმაღლებენ
1 ივლისიდან  უფასო წამლების პროგრამა ამოქმედდა
ვალეში საგანმანათლებლო ცენტრი გაიხსნა
20 იანვარს ახალციხეში ვიდეოპაემნის სერვისი უფასო იქნება
ახალციხეში პრობაციონერებისთვის განათლების მნიშვნელობაზე იმსჯელეს
ახალციხის პრობაციის ოფისში ვიდეოპაემნის სერვისი დღეს უფასოა
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დღეიდან დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა