სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

‘ლადოს პალატა’ აბასთუმანში – ისტორიული სანატორიუმი ინგრევა

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.05.2018
სანატორიუმი აბასთუმანში, რომელშიც ტუბერკულოზით დაავადებული პოეტი ლადო ასათიანი ცხოვრობდა, ნგრევის პირასაა. შენობა, მიმდინარე წელს, აბასთუმნის რეაბილიტაციის პროექტში ვერ მოხვდა.

‘ლადოს პალატა’ აბასთუმანში  – ისტორიული სანატორიუმი ინგრევა
ლადო ასათიანის პალატა


„აბასთუმანი — ხაბაზთუბანი… მზემ ფანჯრებიდან შემოანათა“ – პალატაში რომელშიც ეს ლექსი პოეტმა ლადო ასათიანმა 77 წლის წინ დაწერა, მზე ისე ვეღარ ანათებს. ფანჯარაზე შემორჩენილ ფიცრის ნამტვრევებზე ობობას ქსელია დახლართული.

სანატორიუმი, რომელშიც ტუბერკულოზით დაავადებული ახალგაზრდა პოეტი 1940–1942 წლებში მკურნალობდა ავარიულია. ოთახების უმეტეს ნაწილს ჭერი და იატაკი აქვს ჩანგრეული. სახურავიდან წყალი ჩადის და შენობას ანადგურებს. მეორე სართულზე პალატა, რომელშიც ლადო ცხოვრობდა, ცარიელია.

‘ლადოს პალატა’ აბასთუმანში  – ისტორიული სანატორიუმი ინგრევა„ამ აივანზე იჯდა–ხოლმე. ფოტოც კი აქვს გადაღებული ქუდით ხელში“, – გვიჩვენებენ ხელით ადგილობრივები სანატორიუმის ლურჯ ორნამენტებიან აივნებს.

აბასთუმანში ლადოს ცხოვრების ისტორია ყველამ იცის. ამბობენ, რომ მაშინ აქ ბევრი იასამანი ყვაოდა, ახალგაზრდა პოეტი კი ხეივანში საათობით სეირნობდა.

„ადრე აბასთუმნელები იკრიბებოდნენ და ამ ხეივანს ასუფთავებდნენ, ახლა აღარავის ახსენდება“, –ამბობს პედაგოგი სვეტა ბოჩიკაშვილი, რომელსაც ლადოს პალატის სანახავად მოსწავლეები ხშირად დაჰყავდა.

‘ლადოს პალატა’ აბასთუმანში  – ისტორიული სანატორიუმი ინგრევალადომ სწორედ ამ სანატორიუმსა და ხეივანში დაწერა ლექსები „წარწერა სამარის ქვისა“, „აბასთუმანში პატარა გალია“ და „აბასთუმანი“. როგორც ადგილობრივი ჟრნალისტი ზინაიდა ლობჯანიძე ლადოს აბასთმანში ცხოვრების შესახებ მის მიერ დაწერილ წიგნში წერს, პოეტს ეს ლექსები სანატორიუმში მისი ექიმისთვის, რაისა ქარცივაძისთვის მიუძღვნია: „ლადოს ერთ დღეს რაისა ქარცივაძისათვის (მკურნალი ექიმი) თავისი ლექსების წიგნი მიუტანია უწარწეროდ. ქალს გაკვირვებია, მაგრამ არაფერი უთქვამს“.

ლადო გაზეთში გამოსაქვეყნებლად ლექსებს აბასთუმნიდან ხშირად მის მეუღლეს ანიკო ვაჩნაძესაც უგზავნიდა. ტუბერკულოზით დაავადებული პოეტი ხელმოკლედ ცხოვრობდა და ეს მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო: „ანიკო გენაცვალე, გიგზავნი ლექსებს, სულ ექვსი ლექსია, მიეცი სიმონ ჩიქოვანს, ან კარლო კალაძეს „მნათობისთვის“, უნდა დაიბეჭდოს აუცილებლივ“, – წერდა ლადო მეუღლეს.

აბასთუმანში ადგილობრივები ამბობენ, პოეტის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ პალატაში მათ „ლადოს მუზეუმი“ გააკეთეს, სადაც მისი ნივთები ინახებოდა, თუმცა, შენობის გასხვისების შემდეგ ოთახი გაიძარცვა: „90–იან წლებში ჩალის ფასად გასხვისდა აქ ყველაფერი, მეპატრონეები კი ყურადღებას აღარ აქცევენ და ნადგურდება ყველაფერი“.

‘ლადოს პალატა’ აბასთუმანში  – ისტორიული სანატორიუმი ინგრევასანატორიუმს, რომელშიც ლადო ასათიანის პალატა იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. შენობა კერძო საკუთრებაშია და მიმდინარე წელს ის აბასთუმნის რეაბილიტაციის პროექტში ვერ მოხვდა. ამ დროისთვის ძეგლთა დაცვის სააგენტოს განსაზღვრული არც ის აქვს, თუ რამდენ ხანში შეიძლება დაიწყოს შენობის რეაბილიტაცია.

ლადო ასათიანი ტუბერკულოზით 1939 წელს საკმაოდ ახალგაზრდა დაავადდა. ჭლექი იმ დროს განუკურნებელი სენი იყო. მაშინ პოეტი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, თუმცა მძიმე ავადმყოფობის გამო მალევე უკან დააბრუნეს. ამიტომ ხალგაზრდა პოეტს აბათუმანში ყოფნა დიდი ხნით უხდებოდა.

ასათიანი 1943 წლის 23 ივნისს, 26 წლის ასაკში გარდაიცვალა, ის ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. 1968 წლის 24 აპრილს პოეტის ნეშტი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.

‘ლადოს პალატა’ აბასთუმანში  – ისტორიული სანატორიუმი ინგრევა
ერთ–ერთი პალატა იმ სანატორიუმში, რომელშიც ლადო ასათიანი ცხოვრობდა


[თაინათინ ზაზაძე, ადიგენი]


18.06.2018 გამოცდებზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი

14.06.2018 მეცხრე კლასის გამოცდები მეექვსე სკოლაში დაპირისპირების მიზეზი გახდა

12.06.2018 რამდენი თავისუფალი ადგილი დარჩა ახალციხის სკოლებში პირველკლასელებისთვის

10.06.2018 პედაგოგთა გამოცდების განრიგი ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.06.2018 FAO – 7-10 წელში ვეტერინარების რიცხვი მკვეთრად შემცირდება

17.06.2018 ახალციხეში „ოფროუდში“ ჩემპიონატი ჩატარდა [Photos\video]

17.06.2018 გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მოსალოდნელი ცუდი ამინდის შესახებ აფრთხილებს

16.06.2018 სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

16 დეკემბერს გაიმართება შეხვედრა ლადო აფხაზავასთან  – ანონსი
დღის მთავარი გამოშვება – 4 მაისი [Audio]
აბასთუმანი ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]
აბასთუმანი დამსვენებელს ელოდება
აბასთუმანში სასტუმრო 'აბასთუმანი რეზიდენსი' გაიხსნა
პაუზა ლექსით – "აბასთუმანი" [Audio]
კურორტ აბასთუმანში ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბედი  გაურკვეველია