FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთის ეკონომიკურ პოტენციალს სამუშაო ჯგუფი შეისწავლის

მთავარისიახლე, ეკონომიკა 04.05.2018
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შექმნასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს.

სამცხე-ჯავახეთის ეკონომიკურ პოტენციალს სამუშაო ჯგუფი შეისწავლის

სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა გუშინ, სამ მაისს გაიმართა. საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები განიხილეს. მათ შორის იმსჯელეს მხარის მასშტაბით დასუფთავებისა და უსახურ შენობებთან დაკავშირებით გატარებულ ღონისძიებებზე. მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სავალდებულო სამსახურში გაწვევის მდგომარეობის, უპატრონო ძაღლების, პირუტყვის გადასარეკი ტრასებისა და საზაფხულო საძოვრებთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხების შესახებ.

როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში განგვიმარტეს რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის შემსწავლელ სამუშაო ჯგუფში შევლენ მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეები, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები და სამხარეო ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელები: "აღნიშნული ჯგუფი შეისწავლის რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალს. განისაზღვრება პრიორტეტები და დაიგეგმება სამომავლო ღონისძიებები".

სხდომაზე მუნიციპალიტეტებში 9 მაისსა და 26 მაისს დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებების სამზადისის, ასევე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტთა სტაჟირების პროგრამისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების საკითხებიც განიხილეს.

სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომას გუბერნატორის მოადგილე გიორგი მიქელაძე, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი მარინა გაჩეჩილაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ქეთევან მიშველიძე, მხარის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ .

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საბჭო გუბერნატორთან არსებული საკონსულტაციო ორგანოა, რომელიც საქმიანობს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით. დებულების თანახმად საბჭო მინიმუმ სამ თვეში ერთხელ იკრიბება, წინა სხდომა მიმდინარე წლის 7 თებერვალს გაიმართა.

[sknews.ge]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.04.2020 '4 დღეში დაახლოებით 45 დაჯარიმების შემთხვევა გვაქვს' – ამირანაშვილი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაზე

05.04.2020 გაიხსნება თუ არა ორშაბათს ახალციხის ბაზარი – ბესიკ ამირანაშვილის განმარტება

04.04.2020 5 აპრილს ახალქალაქის ბაზარი არ იმუშავებს

04.04.2020 ‘თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით’ – გახარია სააღდგომო ლიტურგიაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამხარეო ადმინისტრაციაში დასუფთვებასა და  ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს
სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ახალციხეში
სამცხე-ჯავახეთის საკონსულტაციო საბჭომ მორიგი სხდომა ასპინძაში გამართა
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სამცხე-ჯავახეთში 38 პროექტი განხორციელდება
სამცხე-ჯავახეთის ეკონომიკური პოტენციალის შემსწავლელმა ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა
ახალციხის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს  შეხვედრა გაიმართა
სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს