FM97.5 / LIVE

ხელოვნება, როგორც მანიფესტი - რეპორტაჟი ახალციხელი მხატვრის სახელოსნოდან

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.05.2018
ხატვა ბავშვობაში დაიწყო. მას შემდეგ, ხატავს გადაგდებულ ქაღალდებზე, შესაფუთ მუყაოებზე, ხის ნაჭრებზე და ნებისმიერ ნივთზე, რომელზეც დახატვა შეიძლება. ამბობს, რომ სულ ძიების პროცესშია. - "ჩემი მხატვრობისთვის სიზმრები, განცდილი ემოციები და გრძნობებია ინსპირაცია".

ხელოვნება, როგორც მანიფესტი - რეპორტაჟი ახალციხელი მხატვრის სახელოსნოდან

ახალციხელი მხატვარი, ზაზა ასპანიძე რომ მუდმივად სიახლეს ეძებს, ეს მის სამუშაო ოთახშიც იოლად შეიმჩნევა. ახალციხის ციხისკენ მიმავალ გზაზე, მის მცირე გალერეაში, აბსტრაქტულ, პრიმიტიულ, სიმბოლურ, გრაფიკულ მხატვრობასთან ერთად სკულპტურასაც ნახავთ.

„ვცდილობ, ჩემი მხატვრობა არ იყოს ერთი კონკრეტული ჟანრის ან იდეის მატარებელი, მინდა მნახველისთვის სივრცე დავტოვო, რომელშიც ის თვითონ გახდება შემოქმედი“, – ამბობს ზაზა.

მხატვარი შემოქმედებაში არც საზოგადოებრივად აქტუალურ თემატიკას ერიდება. მის ნამუშევრებში რელიგიური თუ პოლიტიკური ლიდერების კრიტიკასაც შეხვდებით.

ხელოვნება, როგორც მანიფესტი - რეპორტაჟი ახალციხელი მხატვრის სახელოსნოდან

ხელოვნება, როგორც მანიფესტი - რეპორტაჟი ახალციხელი მხატვრის სახელოსნოდან
მღვდელი და მღვდელუკები

ხელოვნება, როგორც მანიფესტი - რეპორტაჟი ახალციხელი მხატვრის სახელოსნოდან

ხელოვნება, როგორც მანიფესტი - რეპორტაჟი ახალციხელი მხატვრის სახელოსნოდან

ხელოვნება, როგორც მანიფესტი - რეპორტაჟი ახალციხელი მხატვრის სახელოსნოდან
ურთიერთёбა

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი, შავბნელი 90–იანები მთელი თავის სისასტიკით თბილისში გავატარე. ინსპირაციას ყველაფრისგან ვიღებ“, – ამბობს ზაზა ასპანიძე.

მის ნახატებში ეროტიკულობაც იგრძნობა, ფიქრობს, რომ თუ ცენზურას შეუშინდება, ვეღარ დახატავს: „მარინა აბრამოვიჩის მანიფესტი მახსენდება, - „ხელოვანის დამოკიდებულება ეროტიკასთან – ხელოვანმა უნდა გაიფართოვოს თავისი ეროტიკული მსოფლმხედველობა, ხელოვანი ეროტიკული უნდა იყოს”.

გამოფენის მოწყობა მისთვის მთავარი არ არის, თუმცა გალერეებისთვის საკუთარი შემოქმედების გაცნობას მაინც გეგმავს. გამოფენამდე კი ზაზა ასპანიძის გალერეა-სახელოსნოს კარი ნებისმიერი მსურველისთვის ღიაა.

ხელოვნება, როგორც მანიფესტი - რეპორტაჟი ახალციხელი მხატვრის სახელოსნოდან

[ავთანდილ ინასარიძე, ახალციხე]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

ავანგარდი: ხელოვანი, ცენზურა და შემოქმედება [Audio]
ავანგარდი: ახალციხელი მხატვარი [აუდიო]
ახალციხის ციხეში ადგილობრივი მხატვრის გამოფენა გაიხსნა
‘მაკას ხელნაკეთობები’ – რეპორტაჟი ქვილთის სამკერვალო სახელოსნოდან [Photo/Video]
ზაზა სარალიძე პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა
‘დაბრუნება და განათლების სისტემის შეცვლა მინდა’–თედო რეხვიაშვილი, მხატვარი ნიუ–იორკიდან
გრანტი ნიუ–იორკის სამხატვრო აკადემიაში – რატომ ითხოვს მხატვარი ფინანსურ დახმარებას