სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

საბარგო სადგურზე დაზიანებულ ბორდიურებს ცვლიან

მთავარისიახლე, ეკონომიკა 02.05.2018
ახალციხეში, საბარგო სადგურზე, ახლადდაგებულ გზაზე, დაზიანებულ ბორდიურებს ახალი ფილებით ცვლიან.

საბარგო სადგურზე დაზიანებულ ბორდიურებს ცვლიან

მშენებელმა კომპანიამ შპს „ქროსპოინტმა“ საბარგო სადგურზე 300 მეტრ სიგრძეზე ბორდიულები უკვე შეცვალა.

„1 200 მეტრზეა გამოსაცვლელი და ეტაპობრივად ყველას შევცვლით“, – ამბობს „ქროსფოინტის“ სამუშაოთა მწარმოებელი გიორგი არველაძე.

მისი თქმით, ფილები, რომლებიც ექვსი თვის წინ გზის მშენებლობისას დააგეს, უხარისხო იყო: „კომპანიამ, რომლისგანაც მაშინ ფილები ვიყიდეთ, შესაბამისი დოკუმენტი წარმოგვიდგინა, რომ ხარისხიან ფილებს ამზადებდნენ, მაგრამ უხარისხო გამოდგა. ახლა ფილები სხვა კომპანიიდან მოგვაქვს“.

შპს „ქროსფოინტმა“ საბარგო სადგურზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ექვსი თვის წინ დაასრულა, თუმცა, მალევე ახლადდაგებულ გზაზე ბორდიულებმა დაშლა დაიწყო. კომპანიაში აცახდებენ, რომ ხელშეკრულების თანახმად აღნიშნულ გზას სამწლიანი გარანტია აქვს. ამ პერიოდის განმავლობაში ხარვეზების აღმოფხვრაზე თავად იზრუნებენ.

საბარგო სადგურზე ორ კილომეტრსა და 600 მეტრ სიგრძეზე გზის მოასფლატებისთვის და ტროტუარების გასაკეთებლად 2 910 881 ლარი დაიხარჯა. აღნიშნული გზის რეაბილიტაცია საგზაო დეპარტამენტის დაკვეთა იყო.

საბარგო სადგურზე დაზიანებულ ბორდიურებს ცვლიან

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


18.06.2018 გამოცდებზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი

14.06.2018 მეცხრე კლასის გამოცდები მეექვსე სკოლაში დაპირისპირების მიზეზი გახდა

12.06.2018 რამდენი თავისუფალი ადგილი დარჩა ახალციხის სკოლებში პირველკლასელებისთვის

10.06.2018 პედაგოგთა გამოცდების განრიგი ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.06.2018 FAO – 7-10 წელში ვეტერინარების რიცხვი მკვეთრად შემცირდება

17.06.2018 ახალციხეში „ოფროუდში“ ჩემპიონატი ჩატარდა [Photos\video]

17.06.2018 გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მოსალოდნელი ცუდი ამინდის შესახებ აფრთხილებს

16.06.2018 სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

საბარგო სადგურზე გამხმარ ბუჩქებს ახალი ნერგებით ცვლიან
საბარგო სადგურზე ექვსი თვის წინ დარგული ბუჩქები გახმა
საბარგო სადგურზე ახლადგაკეთებული ბორდიურები იშლება
საბარგო სადგურზე გზის მშენებლობა დასრულდა
საბარგო სადგურზე გზის მშენებლობის დასრულების ვადა დღეს იწურება
საბარგო სადგურზე გზის მოასფალტება იწყება
საბარგო სადგურზე მცხოვრებლებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს [Photo]