FM97.5 / LIVE

NGO-ები გენდერული საბჭოების მუშაობაში ერთვებიან

მთავარისიახლე, პოლიტიკა 02.05.2018
ახალციხეში, „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენლებმა, საკრებულოებთან შექმნილი გენდერული საბჭოების მუშაობაში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობაზე ისაუბრეს.

NGO-ები გენდერული საბჭოების მუშაობაში ერთვებიან

ახალციხეში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენელმა მამუკა გაჩეჩილაძემ გამართა.

„ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ ადგილობრივ თვითმმართველობებს, რომ საკრებულოებთან შექმნილ გენდერულ საბჭოებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩართონ. დღეს კი არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებს გვინდა ამ საბჭოებში მათი მონაწილეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე ვესაუბროთ“, – ამბობს მამუკა გაჩეჩილაძე.

ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის წარმომადგენლის თამარ თუმანიშვილის თქმით, საკრებულოებში დეპუტატების უმრავლესობა კაცია: „თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს საბჭოებში წარმომადგენლები გვეყოლება, ვფიქრობ, რომ ეს რეალურ შედეგს გამოიღებს. გენდერული უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლაში საკრებულო ხშირად გულგრილია. თვითმმართველობებში პრობლემების განსაზღვრა და საკითხების დაგეგმვა გენდერულად უთანასწორო გარემოში ხდება“.

შეხვედრის მონაწილეებმა ის პრიორიტეტები გამოკვეთეს, რაზეც გენდერულმა საბჭოებმა უნდა იმუშაოს.

„ასევე, დავგეგმეთ თუ როგორი უნდა იყოს გენდერული საბჭოების სამოქმედო გეგმა“, – ამბობს „დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ ხელმძღვანელი მარინა მოდებაძე, რომელიც ასპინძისა და ადიგენის საკრებულოებმა გენდერულ საბჭოებში უკვე მიიწვიეს.

შეგახსნებთ, რომ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში გენდერული თანასწორობის საბჭოები იქმნება, რომლის წევრები მერია–საკრებულოს წევრების გარდა, ამ საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან.

[ავთანდილ ინასარიძე, ახალციხე]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.07.2020 ‘თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ’– მერი ჭაჭარაქში მოპარულ პირუტყვზე

10.07.2020 აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]

10.07.2020 'მერის დაპირების არ გვჯერა, ჩვენ თვითონ გავრეკავთ მთიდან მწყემსებს' – აქციის მონაწილეები [ფოტო/ვიდეო]

10.07.2020 ორი კანონპროექტი და პროტესტი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საკრებულოებთან გენდერული თანასწორობის საბჭოები იქმნება
რა გეგმები აქვს ახალციხის გენდერულ საბჭოს
საინფორმაციო შეხვედრა გენდერულ თემაზე
”გენდერული თანასწორობა პოლიტიკურ პროცესებში”
ახალციხეში გენდერულ ძალადობაზე იმსჯელეს
ახალციხის გენდერის მედიაცენტრში 'გენდერული საუბრები' გაიმართება
რა წერილი მიიღო დღეს პარლამენტის ყველა დეპუტატმა