FM97.5 / LIVE

შშმ პირების მსვლელობა პროტესტის ნიშნად

მთავარისაზოგადოება 14.06.2013
„ყველა თანასწორია“, „გავიცნოთ ერთმანეთი უფრო ახლოს“, „ერთად დავიცვათ ჩვენი უფლებები“, „ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით“, - ამ ტრანსფარანტებით არასამთავრობო ორგანიზაციის „ყველა ყველასათვის“ და ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ წარმომადგენლებმა, ახალციხის ცენტრალურ პარკში მსვლელობა მოაწყვეს.

შშმ პირების მსვლელობა პროტესტის ნიშნად
14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ახალციხეშიც გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა ყველასათვის“ მიერ ორგანიზებული აქცია ახალციხის ცენტრალურ პარკში, დღის 15:00 საათზე დაიწყო.

„ყველა ყველასათვის“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით მუშაობს.

„საზოგადოებაში უამრავი სტერეოტიპია გაბატონებული და გვინდა, რომ ამ სტერეოტიპების წინააღმდეგ ვიბრძოლოთ. ასევე ვიბრძოლოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ადაპტაციისთვის, ინტეგრაციისა და ხელმისაწვდომი გარემოს შექმნისთვის“, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა ყველასათვის“ აღმასრულებელი დირექტორი შორენა გაბოშვილი.

შშმ პირების მსვლელობა პროტესტის ნიშნად

ღონისძიების მხარდამჭერი ადგილობრივი ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ იყო.

„აბსოლიტურად ვეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ საჭიროა უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი, ასევე აუცილებელია ნებისმიერ საქმეში, ვისაც რა ფორმით შეგვიძლია, ერთად ჩავერთოდ და ერთად ვაკეთოთ საქმე“, - ამბობს ადგილობრივი ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ დირექტორი მაია იველაშვილი.

ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქალაქი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული არ არის.

„აქცია იმისთვის მოეწყო, რომ ყველას დავანახოთ, რამდენად საჭიროა შშმ პირების ადაპტაცია. არის ისეთი პანდუსები, რომლითაც ვერსად გადაადგილდები. მაგალითად, ადმინისტრაციულ შენობასთან მხოლოდ ასასვლელია, ტოტუარიდან ჩამოსასვლელი აღარაა“, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველ ყველასათვის“ თავმჯდომარე გელა ბარძიმაძე.

შშმ პირების მსვლელობა პროტესტის ნიშნად
[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.01.2020 საუკუნის წინანდელი ზეიმი ახალციხეში

24.01.2020 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

უნივერსიტეტის პრეს-კლუბში შშმ პირების პრობლემებზე იმსჯელეს
დღეს შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეა
შშმ პირები გაერთიანების ჩამოყალიბებას აპირებენ
შშმ პირების უფლებების დაცვისთვის ახალი პროექტი დაიწყო
შეზღუდული შესაძლობლების მქონე პირებმა სპორტული შეჯიბრი მოაწყეს
ახალციხეში შშმ ბავშვების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
შშმ პირები ახალციხის მერობის კანდიდატებს შეხვდნენ