FM97.5 / LIVE

დღეიდან ახალციხელები ნარჩენების მოსაკრებელს გადაიხდიან

მთავარისიახლე, ეკონომიკა 01.05.2018
პირველი მაისიდან ახალციხეში მცხოვრებლები დასუფთავების გადასახადს გადაიხდიან. მიმდინარე კვირის ბოლომდე მერია ქვითრების დარიგებას დაიწყებს.

დღეიდან ახალციხელები ნარჩენების მოსაკრებელს გადაიხდიან

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას აბონენტების ბაზა უკვე დამუშავებული აქვს. განსაზღვრულია მოსაკრებლის ოდენობაც. ერთ სულ მოსახლეზე გადასახადი 50 თეთრია, თუმცა ოჯახს ორ ლარზე მეტის გადახდა არ მოუხდება.

რაც შეეხება იურიდიულ პირებს, მათთვის ტარიფები საქმიანობის მიხედვით, სხვადასხვაგვარად განისაზღვრება.

„ოჯახს ერთი ქვითარი მიუვა, სადაც თვისა და წლის გადასახადი ერთად იქნება გაანგარიშებული და მათ სურვილზე იქნება დამოკიდებული მთელი წლის მოსაკრებელს ერთდროულად დაფარავენ თუ ყოველთვიურად გადაიხდიან “, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის ეკონომიკური დაგეგმვის ადგილობრივი მოსაკრებლებისა და გადასახადების განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი თედორაძე.

მისივე განმარტებით, ქვითარზე მითითებულ ანგარიშზე გადახდა ნებისმიერი ბანკიდან იქნება შესაძლებელი: „მხოლოდ „ლიბერთი ბანკში“ არ მოუწევთ საკომისიოს გადახდა, რადგან ჩვენ ამაზე უკვე შეთანხმებულები ვართ. აბონენტები მოსაკრებელს სწრაფი გადახდის აპარატებით ვერ გადაიხდიან“.

ახალციხის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფლებში ფიზიკური პირებიდან ნარჩენების მოსაკრებლის ამოღება ორი წლის წინ დაიწყო. ქალაქში კი, დაახლოებით, 10–წლიანი პაუზის შემდეგ, დღეიდან განახლდა. თუმცა, ნარჩენების მოსაკრებლის გადასახადს იურიდიული პირები, სოფლებშიც და ქალაქშიც ყოველთვის იხდიდნენ. მიმდინარე წელს იურიდიული პირებიდან თვითმმართველობამ 40 000 ლარამდე მიიღო.

ამავე თემაზე ნახეთ
ახალციხეში დასუფთავების მოსაკრებლის ამოღებას იწყებენ.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

10.12.2019 სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიამ 8 იურიდიულ პირს სასამართლოში უჩივლა
კვირის აქცენტი: ახალციხეში დასუფთავების მოსაკრებლის ამოღებას იწყებენ [Video]
2017 წლიდან ახალციხელები დასუფთავების გადასახადს გადაიხდიან
რა თანხა ამოიღო მერიამ ერთ წელში ახალციხეში დასუფთავების გადასახადიდან
ახალციხეში დასუფთავების გადასახადის ამოღებას იურიდიული პირების ხარჯზე გეგმავენ
დასუფთავების მოსაკრებელი – რა თანხა შევიდა ადგილობრივებისგან ბიუჯეტში ერთ თვეში
ადიგენის სოფლებში წყლის გადასახადს გადაიხდიან