FM97.5 / LIVE

რამდენი ლარით დაჯარიმდებით, თუ სიგარეტს იქ მოწევთ, სადაც აკრძალულია

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.05.2018
დღეიდან, პირველი მაისიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში, დაწესებულებებში, რესტორნებსა და კაფეებში სიგარეტის მოწევა აიკრძალა.

რამდენი ლარით დაჯარიმდებით, თუ სიგარეტს იქ მოწევთ, სადაც აკრძალულია

იმ შემთხვევეში, თუ სიგარეტს იმ დაწესებულებაში მოწევთ, სადაც აკრძალულია, პირველად 50 ლარით დაჯარიმდებით, დაწესებულების ადმინისტრაცია კი 500 ლარით. განმეორების შემთხვევაში პირი 100 ლარით დაჯარიმდება, ხოლო დაწესებულება – 1 000–ით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თამბაქოს რეგულირების ვალდებულება და პასუხისმგებლობა საპატრულო პოლიციას დაეკისრა.

„მინდა სამოქალაქო საზოგადოებას ვთხოვო ამ საქმეში გვერდით დგომა, რადგან ეს ჩვენი ერთობლივი ამოცანაა. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები ამ მიმართულებით დაგვეხმარებიან, ჩვენ უფრო მეტ დროს დავუთმობთ სხვა, ასევე, მნიშვნელოვანი საკითხების პრევენციას", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.

თამბაქოს კანონის აღსრულებას 2000 პოლიციელი გააკონტროლებს

სად აიკრძალა თამბაქოს მოწევა:


საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, 18-წლამდე ასაკის პირებისათვის განკუთვნილი დაწესებულებების შენობა-ნაგებობების ტერიტორიებზე; სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე; ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება. თამბაქოს მოწევა აკრძალული იქნება სტადიონზეც, რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია. მოწევა აიკრძალა საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც გარდა ტაქსის და კატერისა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

თამბაქოს კანონის მესამე დღე – დაიწერა თუ არა ჯარიმა სამცხე–ჯავახეთში
სად ვერ მოწევთ სიგარეტს პირველი მაისიდან
შენობაში თამბაქოს მოწევისთვის ტოტალიზატორი და სათამაშოების მაღაზიის მეპატრონე დაჯარიმდა
სად აიკრძალება კანაფისა და მარიხუანას მოხმარება
საჯარო დაწესებულებებში მოწევა აიკრძალება
დაუფასოებელი თამბაქოს გაყიდვა აიკრძალა
დახურულ შენობებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სტადიონებზე შესაძლოა მოწევა აიკრძალოს