FM97.5 / LIVE

ღია მმართველობის შესახებ ახალციხეში დისკუსია გაიმართა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 01.05.2018
როგორ უნდა გაიზარდოს თვითმმართველობის მუშაობაში მოსახლეობის ჩართულობა და სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა. ახალციხეში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში შეხევედრა გაიმართა.

ღია მმართველობის შესახებ ახალციხეში დისკუსია გაიმართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, USAID საქართველოს და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა, ახალციხეში, ღია მმართველობის საკითხებზე, დისკუსია გამართეს. შეხვედრას ახალგაზრდები, არასამთავრობო ორგანიზაციისა და ადგილობრივი თვთიმმართველობის წარმომადგენლები, ასევე, ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

„იქმნება ორ წლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო სერვისების მიწოდებასთან, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან, მოქალაქეთა ჩართულობასთან და საჯარო სექტორში ინოვაციების დანეგვასთან. დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრებთ იმ პრობლემებზე, რომლებიც მოსახლეობას აქვს და რომელებიც შეიძლება აისახოს ღია მართველობის პარტიონრობის 2018–2019 წლების სამოქმედო გეგმაში “, – ამბობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი საბა ბუაძე.

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც საერთაშორისო ინიციატივა - ღია მმართველობის პარტნიორობას (Open Government Partnership - OGP) შეუერთდა. მას შემდეგ ქვეყანამ ღია მმართველობის ქოლგის ქვეშ არაერთი რეფორმა განახორციელა, 2014 წელს საქართველო აირჩიეს პარტნიორობის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად, ხოლო 2016 წელს პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყნად.

აღნიშნულ ინიციატივას ახალციხის თვითმმართველობა 2016–2017 წლებში შეუერთდა. თვითმმართველობამ აიღო ვალდებულება, რომ ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა გაზრდილიყო, თუმცა, როგორც საბა ბუაძე ბუაძე ამბობს, სამუშაო კიდევ ბევრია: „ბიუჯეტის თანხები მოქალაქეების მიერ შეთავაზებული იდეების მიხედვით უნდა გადანაწილებულიყო. იყო ამის კარგი მაგალითებიც, თუმცა, მოსახლეობის აქტიური ჩართულობა ისევ პრობლემად რჩება“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას, ასევე, ვალდებულება აქვს აღებული, რომ მოსახლეობის ჩართულობის მიზნით, ახალი ვებ–გვერდი გააკეთოს.

„IDFI ეხმარება ახალციხის მუნიციპალიტეტს ახალი ვებ–გვერდის შექმნაში. მუშაობა ივნისში დასრულდება", – ამბობს ბუაძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გურამ მელიქიძე ფიქრობს, რომ ვებ–გბერდი მოქალაქეების თვითმმართველობის მუშაობის პროცესში ჩართულობას, ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს: „მოსახლეობას შეეძლება ახალ ვებ–გვერდზე დარეგისტრირდნენ და თავიანთი იდეები წარმოადგინონ. შემდეგ მოხდება ამ იდეებისთვის ხმის მიცემა, გამოიკვეთება საუკეთესო, რომელსაც მერია შეისწავლის და განახორციელებს კიდეც. ვებ–გვერდი ორ, ინგლისურ და ქართულ ენაზე იქნება“.

შეხვედრის მონაწილეებმა ქალაქში არსებულ სხვა პრობლემებზეც ისაუბრეს. მათ უპატრონო ძაღლების, შშმ პირთათვის ადაფტირებულ გარემოს შექმნისა და დასუფთავების საკითხებიც დააყენეს.

„ამ ინფრომაციას დავამუშავებთ და ადგილობრივ ხელისუფლებამდე მივიტანთ იმისთვის, რომ შემდეგ ეს საკითხები მოაგვარონ. ბუნებრივია განვახროციელებთ შესრულების მონიტორინგსაც“, – ამბობს საბა ბუაძე.

ღია მმართველობის შესახებ ახალციხეში დისკუსია გაიმართა

ღია მმართველობის პარტნიორობა მრავალმხრივი ინიციატივაა. ოფიციალურად 2011 წლის 20 სექტემბერს დაარსდა და თავდაპირველად რვა ქვეყანას აერთიანებდა. 2011 წლიდან დღემდე 67 ქვეყანა შეუერთდა. ინიციატივა მთავრობებისა და სახელისუფლებო შტოების მეტ გამჭირვალობას გულისხმობს. პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების მთავრობები იღებენ ვალდებულებას, მოქალაქეებისთვის იყვნენ უფრო ღია და გახსნილი, ჩართონ ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ხელიმისაწვდომი და კომფორტული გახადონ სახელმწიფო სერვისები.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

08.10.2018 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა დაიწყო

08.10.2018 ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ არლის სკოლა ახალ შენობაში გადავიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.10.2018 რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'

15.10.2018 ახალციხეში გენდერული თანასწორობის საკითხებზე იმსჯელეს

15.10.2018 გუბერნიასთან, სადაც დაზიანებული საკანალიზაციო ჭა ქუჩას ტბორავდა, მილებს ცვლიან

15.10.2018 ლაბორატორიული კვლევებით, მერაბიშვილის მძიმე მეტალებით ინტოქსიკაცია გამოირიცხა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ღია მმართველობის შესახებ ახალციხეში დისკუსია გაიმართება
სემინარი სტუდენტებთან ღია მმართველობის შესახებ
ახალციხეში საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართება
ახალციხეში საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა განიხილეს
ღია მმართველობის ხელშეწყობის მიზნით ახალციხელებს კონსულტაცია გაუწიეს
ახალციხეში ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა განიხილეს
ღია მმართველობის პრინციპები – NDI-ს ორგანიზებით ახალციხეში შეხვედრა გაიმართა