FM97.5 / LIVE

საკირეში მცხოვრებლები: ‘ტყეში ცეცხლი დაუდევრობით გაჩნდებოდა’

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.05.2018
ბორჯომში, სოფელ საკირეში, ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ტყეში ხანძარი დაუდევრობით, გაჩნდა.

საკირეში მცხოვრებლები: ‘ტყეში ცეცხლი დაუდევრობით გაჩნდებოდა’

საკირეში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ტყეში სანადიროდ, ასევე, სოკოსა და კევის შესაგროვებლად ხშირად დადიან.

„ჯერ ისევ ცივა, შესაძლოა, ვინმემ გასათბობად ცეცხლი დაანთო, მერე კარგად აღარ ჩააქრო და ხანძარი გაჩნდა“, – ამბობს ადგილობრივი იოსებ გოგოლაძე.

დაუდევრობაზე საუბრობენ, მის მეზობლად მცხოვრები სიმონ სამსონიძე და რეზო შალუტაშვილიც: „მანდ ცეცხლს ძალით არავინ გააჩენდა, შეიძლება, ვიღაცამ სიგარეტი გადააგდო“.

ადგილობრივების ნაწილი ფიქრობს, რომ შესაძლოა ცეცხლი ტყეში თავისითაც გაჩნდა.

„იმდენად მიუვალი ადგილია, შეუძლებელია მანდ ვინმე მისულიყო. ალბათ სადმე ბოთლის, შუშის ნატეხი ეგდო და იქიდან აალდა“, – ამბობს ანეტა შაყულაშვილი.

ხანძრის გაჩენის მიზეზს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. უწყებამ ძიება ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო.
საკირეს ტყეში ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ტყეში ცეცხლი, გუშინ 30 აპრილს, დაახლოებით, 19:00 საათზე, სოფლიდან შვიდი კილომეტრის მოშორებით გაჩნდა.

ამ დროისთვის, ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია.

[sknews.ge]


14.05.2019 ახალციხის სამუსიკო სკოლის მოსწავლემ გრან-პრი მოიპოვა

13.05.2019 მიხეილ ბატიაშვილი: სექტემბრიდან მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება

13.05.2019 პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

13.05.2019 ვინ ისარგებლებს უნივერსიტეტში სტუდენტური შეღავათებითა და წახალისებით

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.05.2019 რატომ ჭიანურდება საცურაო აუზის მშენებლობა ახალციხეში

20.05.2019 ნინოწმინდის ხუთ სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა

19.05.2019 ბექა ბერძენიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

18.05.2019 ვარძიაში ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

საკირეს ტყეში ხანძრის გაჩენის ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო
კახა გაზდელიანი: საკირეს ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია
სატყეო სააგენტოს უფროსი: ‘საკირეში ცეცხლის კერა აღარ გვაქვს’
ახალციხეში, სვირის ტყეში ხანძარი გაჩნდა
საკირეს ტყეში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება
ბორჯომის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია
ხანძარი საკირეს ტყეში [Photo]