სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

საკირეს ტყეში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.05.2018
ბორჯომში, სოფელ საკირეს ტყეში ცოცხალი ძალა ცეცხლის ლოკალიზებას მთელი ღამე ცდილობდა, თუმცა, უშედეგოდ. ამიტომ დილიდან ხანძრის მიუვალ კერამდე გზის შეყვანა დაიწყო.

საკირეს ტყეში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება

სოფელ საკირეში, დღეს, პირველ მაისს, დილიდან, სამაშველო ოპერაციებში თბილისიდან ჩამოსული 60–მდე მეხანძრე ჩერთო. თუმცა, ამ დრომდე ხანძარს მხოლოდ ცოცხალი ძალით ებრძვიან, რადგან სახანძრო მანქანები ცეცხლის კერამდე ვერ მიდიან.

„ტრაქტორი მუშაობს უკვე იმისთვის, რომ იმ ადგილამდე, სადაც ხანძარია, მანქანებმა მიახლოება შეძლონ“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

უწყების ინფორმაციით ცეცხლი სწრაფად არ ვრცელდება: „ის ტერიტორია კლდოვანია, ამიტომ ხანძარის სოფლამდე მიახლოების საშიშროება არ არსებობს. ამ ეტაპზე სამაშველო ოპერაციებში ვერც ვერტმფრენის ჩართვის საჭიროებას ხედავენ“.

შეკითხვაზე, თუ რა ფართობზეა ცეცვლი გავრცელებული ამ დროისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ვერ გვპასუხობენ.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომში, სოფელ საკირეში ხანძრი, გუშინ, 30 აპრილს, დაახლოებით, 19:00 საათისთვის გაჩნდა. ცეცხლი წიწვოვან ტყეს უკიდია. ხანძარი სოფლიდან, დაახლოებით, შვიდი კილომეტრის მოშორებითაა.

[მარიამ ბარძიმაძე, ბორჯომი]


20.05.2018 სკოლებში საატესტატო გამოცდები დაიწყო

08.05.2018 რამდენი თავისუფალი ადგილია ახალციხის სკოლებში პირველკლასელებისთვის

08.05.2018 დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება

03.05.2018 2018 წლის საატესტატო გამოცდების განრიგი ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.05.2018 ვემსახურები მასწავლებლებს!

19.05.2018 'მოდი ღამე მუზეუმში' – სამცხე–ჯავახეთის მუზეუმი აქციას უერთდება

18.05.2018 ეროვნული სამოსის დღე ახალციხეში [Photo]

18.05.2018 ახალციხეში მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი ჩატარდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

საგანგებო: ‘საკირეს ტყეში ცოცხალი ძალა მთელი ღამე იმუშავებს’
ბორჯომში ნახანძრალ ტყეს ცეცხლი უკიდია
გიორგი მღებრიშვილი: ‘ხანძრის მონიტორინგში დრონები ჩაერთვება’
კახა გაზდელიანი: საკირეს ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია
საკირეს ტყეში ხანძრის გაჩენის ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო
ფოტოები ხანძრის ეპიცენტრიდან
სოფელ დვირთან, გორაკზე ბალახს ცეცხლი უკიდია