FM97.5 / LIVE

საგანგებო: ‘საკირეს ტყეში ცოცხალი ძალა მთელი ღამე იმუშავებს’

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.04.2018
ბორჯომში, სოფელ საკირეში ხანძრის კერა მიუვალია, ამიტომ ცეცხლის ჩაქრობას ცოცხალი ძალით ცდილობენ.

საგანგებო: ‘საკირეს ტყეში ცოცხალი ძალა მთელი ღამე იმუშავებს’
ფოტო არქივიდან

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ სახანძო სამაშველო სამსახური რეგიონის მასშტაბითაა მობილიზებული, თუმცა, ადგილამდე მანქანები მისვლას ვერ ახერხებენ.

„მეხანძრეები გადასატანი წყლის ბალონებით ცდილობენ ცეცხლის ჩაქრობას. ცოცხალი ძალა მთელი ღამე იმუშავებს. ცეცხლი უკიდია ხმელ ხეებს და ბალახს“, – ამბობს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი მიშა ფეიქრიშვილი.

შეკითხვაზე, რადგან ადგილი მიუვალია, არის თუ არა იმის საჭიროება, რომ დილიდან სამაშველო ოპერაციებში ვერტმფრენი ჩაერთოს, ფეიქრიშვილი გვპასუხობს: „ამაზე ვერაფერს გეტყვით, ამაზე ჯერ საუბარი არ არის“.

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის კახა სამხარაძისა და ბორჯომის მერის ლევან ლიპარტიას თქმით, დამატებითი ძალების მობილიზების საჭიროება ღამით არ არის, რადგან ცეცხლის ღია კერა თითქმის აღარც ჩანს, ამიტომ იმედოვნებენ, რომ ის ძალა, რომელიც უკვე ბორჯომში მობილიზებულია, საკმარისია.

„ადგილზეა ყველა შასაბამისი სამსახური, ამ ეტაპზე იმის საჭიროება, რომ დილიდან ვერტმფრენი ჩაერთოს ოპერაციებში არ არის, თუმცა, თუ რაიმე გართულდა, შესაბამისად იმოქმედებენ“, – ამბობს კახა სამხარაძე.

ლიპარტიას თქმით, ცეცხლი წიწვოვან ტყეს უკიდია, თუმცა ადგილი სადაც ხანძარია სველია, ამიტომ იმედოვნებს, რომ ხანძარი ნაკლებად გავრცელდებაა: „სახანძრო მანქანა ხანძრის კერასთან, დაახლოებით, 300 მეტრში მიდის. 10 მეასედზეა ცეცხლი დაახლოებით“.

ხანძარი სოფელ საკირეში, დღეს, 30 აპრილს, დაახლოებით, 19:00 საათზე გაჩნდა. ცეცხლი სოფლიდან შვიდი კილომეტრის მოშორებითაა.

[sknews.ge]


14.03.2019 უფასო ფაკულტეტები მომავალ წელსაც იქნება - ბატიაშვილი

11.03.2019 2019 წლის ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრაცია 12 მარტიდან იწყება

10.03.2019 2020 წლიდან სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდება

07.03.2019 ნიკო კეცხოველის კონკურსის ფინალურ ტურში ადიგენის ორი სკოლა გადავიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.03.2019 ახალციხეში სამხედრო დასახლებასთან ხანძარი გაჩნდა

17.03.2019 დღეს მართლმადიდებლობის ზეიმი აღინიშნება

17.03.2019 17-18 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა

16.03.2019 ახალციხის თოჯინების თეატრში პრემიერა გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

საკირეს ტყეში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება
ბორჯომში ნახანძრალ ტყეს ცეცხლი უკიდია
სოფელ დვირთან, გორაკზე ბალახს ცეცხლი უკიდია
ბორჯომში, საკირეში ტყე იწვის
ბორჯომში, სოფელ დაბის სასაფლაოებთან ცეცხლის კერა გაჩნდა
სოფელ რუსთავის ტყეში ხანძარია
კახა გაზდელიანი: საკირეს ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია