FM97.5 / LIVE

ახალციხის საკრებულოს დეპუტატი: 'ბიუჯეტი სოფელში და ქალაქში თანაბრად უნდა დაიხარჯოს’

მთავარისიახლე, პოლიტიკა 30.04.2018
ახალციხის საკრებულოს დეპუტატის ტიგრან მელქონიანის თქმით, ქალაქის და თემის გაყოფამდე, ბიუჯეტის დიდი ნაწილი ქალაქს ხმარდებოდა, ამიტომ ახლა მნიშვნელოვანია, რომ წლის დასაწყისშივე თანხა თანაბრად განაწილდეს.

ახალციხის საკრებულოს დეპუტატი: 'ბიუჯეტი სოფელში და ქალაქში თანაბრად უნდა დაიხარჯოს’

ამის შესახებ ახალციხის საკრებულოს დეპუტატმა ტიგრან მელქონიანმა, დღეს, 30 აპრილს, საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა.

„ადრე, როცა ქალაქი და თემი ერთად იყო, მარტო ქალაქში კეთდებოდა ყველაფერი, სოფლებში არა. ახლაც ყველა სოფლის დეპუტატი გაჩუმებულია და ამაზე არ ლაპარაკობს. ასე არ შეიძლება, რისთვის იღებთ ხელფასს?! მითხარით რა კეთდება წელს სოფლებში, წლის ბოლოს თუ ვიკითხავ ამით საქმეს არ ეშველება!ჩემ სოფელში [ნაოხრები] რა კეთდება?!“, – მიმართა შეკითხვით მელქონიანმა საკრებულოს თავმჯდომარეს გელა ნოზაძეს.

„ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორც ქალაქში, ისე სოფელში ხორციელდება და თქვენი საყვედური არასამართლიანია. ამ ეტაპზე რეგფონდიდან დაფინანსებული და გარდამავალი პროექტები სრულდება. ასევე, იწყება ახალი პროექტების განხორციელებაც“, – უპასუხა ნოზაძემ მელქონიანს.

ნოზაძის თქმით, გზების მოასფალტება რამდენიმე სოფელში უკვე მიმდინარეობს: „გზა კეთდება სვირში, ზიკილიაში, ფერსასა და მუგარეთში, ამას რატომ ვერ ხედავ?! აუციულებელია, რომ შენ სოფელში კეთდებოდეს?! გარდა ამისა ქალაქის და თემის გაყოფამდე გაწრილი იყო მრავალწლიანი გეგმა და იმ გეგმას მივყვებით“.

ნოზაძე ამბობს, რომ წლის დასაწყისში პრიორიტეტი თვითმმართველობისთვის მაინც ქალაქის ინფრასტრუქტურაა: „ქალაქის ცენტრალური ქუჩები თუ არ გავაკეთეთ, რა ტურისტზე და ვიზიტორზეა საუბარი?! ქალაქში სავალალო მდგომარეობაა ინფრასტრუქტურის კუთხით, თუ მის მოწყობაში ფული არ დავხაჯეთ რითი მოვიზიდოთ დამთვალიერებლები და რითი მოვიწონოთ თავი?! წელს ვგეგმავთ კოსტავას ქუჩის და რუსთაველის ნაწილის რეაბილიტაციას, მოლაპარაკება გვაქვს წყალმომარაგების კომპანიასთანაც საკანალიზაცო ქსელი რომ შეიცვალოს“.

მელქონიანის პრეტენზიას უსაფუძვლო უწოდა, მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა გელა ლომიძემ. მისი თქმით, გასულ წელს, [როცა თემი და ქალაქი გაყოფილი იყო], ქალაქშიც და სოფელშიც ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად თანხა თანაბრად განაწილდა და დაახლოებით, 65%–65% დაიხარჯა: „ჯერ უნდა გაერკვიოს და მერე გამოხატოს პრეტენზია. ყველაფერი უკვე გაწერილია ბიუჯეტში და შეუძლია ნახოს. პრიორიტეტების დოკუმენტებიდან ვხელმძღვანელობთ, როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში“.

ლომიძის თქმით, ამჟამად ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 22 500 000 ლარია. თვითმმართველობაში ირწმუნებიან, რომ თანხა, როგორც სოფლებზე, ასევე, ქალაქზე თანაბრად ნაწილდება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2018 ‘გვინდა საზოგადოებამ დაინახოს რა ნიჭიერი ადამიანები არიან’, – შშმ პირთა მხარდამჭერი ფესტივალი ახალციხეში [photos]

22.09.2018 24 სექტემბრამდე წვიმიანი ამინდია მოსალოდენლი

21.09.2018 პოლონეთსა და სამცხე–ჯავახეთში მოქმედმა NGO-ებმა შშმ პირების საჭიროებებზე იმსჯელეს

21.09.2018 'ჩვენ გეძებთ შენ '– ახალციხეში დასაქმების ფესტივალი ჩატარდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხის თემის ბიუჯეტი, ნაშთის ხარჯზე, 2.390.000 ლარით გაიზარდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 5.076.700 ლარია
ახალციხეში ინფრასტრუქტურული პროექტები ფერხდება
გამოკითხვა ახალციხის სოფლებში: რაზე უნდა დაიხარჯოს ბიუჯეტი [Video]
ახალციხის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ემზადება

ახალციხის მერმა მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა