FM97.5 / LIVE

საქართველოს დაცული ტერიტორიებისთვის გრანტი გამოიყო

მთავარისიახლე, ეკონომიკა 29.04.2018
საქართველოს რვა დაცული ტერიტორია, კავკასიის ბუნების ფონდიდან (CNF) 1 100 000 ევროს ოდენობის გრანტს მიიღებს. ამასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სამმხრივი საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა.

საქართველოს დაცული ტერიტორიებისთვის გრანტი გამოიყოფოტო: ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი

ხელშეკრულებას ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერიან მჭედლიძემ და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ჯაკომინიმ მოაწერეს.

საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება; განახლდება ავტოპარკი, რაც ხელს შეუწყობს რეინჯერთა საქმიანობის უკეთ განხორციელებას და უზრუნველყოფს სამართალდარღვევათა უფრო ეფექტიან გამოვლენას.

ხელმოწერის ღონისძიებაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის და მათი მხრიდან სხვადასხვა მიმართულების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯორჯ ჯაკომინიმ კავკასიის ბუნების ფონდის მიერ ეროვნული პარკებისა და დაცული ტერიტორიებისთვის გამოყოფილი გრანტის ფარგლებში ბუნების კონსერვაციაზე მზრუნველი ადამიანების ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

[sknews.ge]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.01.2020 საუკუნის წინანდელი ზეიმი ახალციხეში

24.01.2020 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი დაფინანსებას კავკასიის ბუნების ფონდიდან მიიღებს
საქართველო ბიომრავალფეროვნების განვითარებისთვის დახმარებას მიიღებს
662.500 ევრო ბორჯომ-ხარაგაულის, ფშავ-ხევსურეთისა და მტირალას ეროვნული პარკებისთვის
ჯავახეთის ეროვნულ პარკში ეკო-ტურისტული კოტეჯები აშენდება
ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის განვითარებისთვის 250 000 დოლარი დაიხარჯება
1 მლნ ევრო საქართველოს ეროვნულ პარკებს
ქრთამის აღების ბრალდებით ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების რეინჯერი დააკავეს [ვიდეო]