FM97.5 / LIVE

'ტაომ' ჭიათურის გუნდს მოუგო

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.04.2018
სამცხე–ჯავახეთის სარაგბო კლუბმა "ტაომ", ჭიათურს გუნდს ანგარიშით 35:24 მოუგო. ამ მატჩით "ტაომ" პირველი ლიგაში მოსახვედრად, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

'ტაომ' ჭიათურის გუნდს მოუგო

"ტაოსა" და ჭიათურის გუნდს შორის თამაშს დღეს, 28 აპრილს, ჭიათურამ უმასპინძლა. მატჩი თემურ მაღრაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, 15:00 საათზე დაიწყო.

"ტაოს" რაგბისტებმა მოწინააღმდეგეს 11 ქულიანი უპირატესობით სძლიეს.

"საკმაოდ მძიმე თამაში იყო, ვაჟკაცური და ძალიან მებრძოლია მოწიააღმდეგე გუნდი და ბოლომდე ბრძოლა იყო საჭირო", – ამბობს სარაგბო კლუბ "ტაოს" პრეზიდენტი ირაკლი გვენეტაძე.

ვინ გადავა პირველ ლიგაში, "ტაოსა" და ჭიათურის გუნდის ორმატჩიან დაპირისპირებაში უნდა გაირკვეს. მათგან ერთი დღეს "ტაომ" მოიგო, მერე კი ხუთ მაისს, ასპინძაში გაიმართება, სადაც "ტაო" და ჭიათურის გუნდი ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან. წარმატებული გუნდი პირველი ლიგის საგზურს მოიპოვებს, დამარცხებულს კი ზედა ლიგაში ასვლაზე პაექრობა პირველი ლიგის მე-9 ადგილოსან "ივერიასთან" მოუწევს.

"ჯერ პირველ ლიგაში არ გადავსულვართ, საპასუხო თამაში გვაქვს შაბათს. პირველ ლიგაში გადასვლა ქულებზეა დამოკიდებული, დღეს ჩვენ 11 ქულიანი უპირატესობით მოვიგეთ. შესაბამისად, ჭიათურამ მომავალი თამაში უნდა მოიგოს 12 ქულიანი უპირატესობით, რომ ის გამოვლინდეს გამარჯვებულად. თუმცა გპირდებით, რომ ამ თამაშს ჩვენ მოვიგებთ", – აცხადებს ირაკლი გვენეტაძე.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


25.02.2020 როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები

24.02.2020 ახალციხის სამხატვრო სკოლაში ერთი დღით სწავლა შეწყდება

22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.02.2020 ასპინძის მერიაში ექვსი ვაკანტური პოზიციაა

25.02.2020 ბაკურიანელი და–ძმა ტრამპლინიდან ხტომაში მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებს

25.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

25.02.2020 საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

„ტაომ“ რეგიონული ლიგის ფინალი მოიგო
'ტაომ' პირველი ლიგის პირველ თამაშში გამარჯვება მოიპოვა
‘ტაო’ ფინალში ჭიათურის გუნდს დაუპირისპირდება
სარაგბო კლუბი ‘ტაო’ პირველ ლიგაში პირველ თამაშს გამართავს
სარაგბო კლუბმა ‘ტაომ’ ქუთაისის ‘ბაგრატი’  დაამარცხა
რაგბის გუნდი  'ტაო' 'ჭიათურას' დაუპირისპირდება
‘ტაომ’ ოზურგეთის ‘არწივები’  დაამარცხა ®