FM97.5 / LIVE

რაში ადანაშაულებენ სახელმწიფოს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები

მთავარისაზოგადოება 13.06.2013
ვეტერინარიაში არსებული პრობლემები და კანონმდებლობა; არასაკმარისი რესურსი, მოძველებული მკურნალობის მეთოდები, ნაკლები ბიზნეს გამოცდილება და სახელმწიფოს უმოქმედო პოლიტიკა

რაში ადანაშაულებენ სახელმწიფოს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები

დღეს ახალციხეში ვეტერინარიაში არსებული პრობლემების შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ორგანიზებით მოეწყო და ის ”სოფლის მეურნეობის განვითარების” პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, სამხარეო ადმინისტრაციის, მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე ფერმერები და ვეტერინარები ესწრებოდნენ.

განხილულ პრობლემებს შორის მთავარი ყურადღება ვეტერინარებსა და ფერმერებს შორის გაწყვეტილ ურთიერთობას დაეთმო.

- ”ფერმერები ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში სახელმწიფოს უფრო აწუხებენ, ვიდრე კერძო ვეტერინარებს”, - ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ლია ბექაური.

”მერსი ქორფსის” წარმომადგენლის ნინო ლომიძის თქმით, ვეტერინარი ყველა სოფელშია, მაგრამ იმისთვის, რომ ფერმერებმა კერძო ვეტერინარებს მიმართონ მათ ცნობიერების ამაღლება სჭირდებათ: ”სურსათის უვნებლობის სამსახურს არ აქვს საკმარისი არც ფინანსური და არც ადამიანური რესურსი რომ რეგიონში არსებული პრობლემების მოგვარება შეძლოს. ასეც რომ არ იყოს, აღნიშნული სამსახურის მოვალეობა მონიტორინგის გაწევა და არა აცრების ჩატარებაა”.

არ ეთანხმება ლომიძეს სამხარეო ადმინისტრაციის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი ზვიად ყურმაშვილი. მისი თქმით, შესაძლოა რეგიონში 500 ვეტერინარი მუშაობდეს, მაგრამ მათ შორის კვალიფიციური მხოლოდ სამი ამოირჩევა.

ვეტერინარებს რომ გადამზადება სჭირდებათ, ამაზე სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია IAAD-ის ხელმძღვანელი, ვეტერინარი ამირან კოჩალიძეც საუბრობს: ”ის ყოფა, რომელშიც ვართ სახელმწიფო პოლიტიკის ბრალია. დღეს არ არსებობს კერძო ვეტერინარული სექტორი. ამიტომ ფერმერმა თვითონ აიღო ხელში შპრიცი და ვაქცინა”.

რაც შეეხება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებულ აცრებს, კოჩალიძის თქმით, ეს სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ჰუმანიტარული დახმარებაა: ”დანაშაულია ისიც, რომ პირუტყვის აცრის დროს არ უხსნიან ფერმერს, იმას რომ სახელმწიფო არაა ვალდებული საქონელი აცრას”.

ფერმერების მოლოდინი, რომ ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში მათ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, საგაზაფხულო ბარათების დარიგების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა.

- ”ამ პროგრამის განხორციელებამ უფრო დააიმედა ფერმერები, რომ მათ სახელმწიფო დაეხმარება. ამიტომაა, რომ ხშირად გარკვეული მომსახურებისათვის, თუნდაც ვეტერინარებისათვის, თანხის გადახდა არ უნდათ. უნდა მივაჩვიოთ ფერმერები, რომ თავიანთ მეუნრეობებზე თავად იზრუნონ”, - ამბობს ლომიძე.

იმიტომ რომ ვეტერინარების საქმიანობა აუნაზღაურებელია, რის გამოც მათ ბუნებრივია ოჯახების რჩენა არ შეუძლიათ, ახალგაზრდებისთვის აღნიშნული პროფესია ნაკლებ პოპულარულია. ამიტომ სოფლებში შემორჩენილი ხანდაზმული ვეტერინარები მოძველებული მეთოდებით მკურნალობენ, ახალგაზრდები ამ მიმართულებით ნალებად ინტერესდებიან და ის ვინც ვეტერინარიაში მუშაობს შესაბამისი გამოცდილება არ აქვს.

მცირე ფერმერის ჯაბა ხმალაძის თქმით, პრობლემას ისიც ამწვავებს, რომ ბიზნესად საკუთარ მეურნეობებს არც ფერმერები განიხილავენ: ”ვფიქრობ გამოსავალი სოფლებში ფერმერული კოოპერატივების შექმნაა”.

არსებული პრობლემების მთავარ გამომწვევ მიზეზად ისევე როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ქვეყანაში სურსათის უვნებლობის შესახებ კანონის არ არსებობას ასახელებენ. მათი თქმით, სწორედ კანონი უნდა ავალდებულებდეს ფერმერებს პირუტყვი აცრან.

ამირან კოჩალიძის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაჭრა: ”დღეს სახელმწიფო ვერ ჩაატარებს ანალიზს პირუტყვის დაავადებების შესახებ, რადგან არ იციან რამდენი სული საქონელია აცრილი ემკარზე, პასტერელოზზე… ამიტომ პირდაპირ ფერმერს ვერ დაავალდებულებ რიგი პირობების დაცვას, საამისოდ მათ ჯერ გარემო სახელმწიფომ უნდა შეუქმნას”.

შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა და ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. როგორც საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორმა ზურა სადათიერაშვილმა განაცხადა მსგავსი ტიპის შეხვედრა პირველად შედგა და მომავალშიც არაერთხელ გაიმართება.

რაში ადანაშაულებენ სახელმწიფოს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

10.08.2020 ახალქალაქის ოთხ სოფელში ბიბლიოთეკები მოეწყო

06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.08.2020 ორი კვირაა არალი-წარბასთუმნის გზაზე გარე განათება გათიშულია

11.08.2020 ბორჯომში X-XI საუკუნის სარკოფაგი აღმოაჩინეს

11.08.2020 სამცხე-ჯავახეთში 1 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 26 ფაქტი გამოვლინდა

11.08.2020 14 აგვისტომდე საქართველოში იწვიმებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიას განიხილავენ
სურსათის ეროვნული სააგენტო სტუდენტებს სტაჟირებას სთავაზობს [R]
კენკროვანი კულტურების დარგის განვითარების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა [R]
ახალციხელ ფერმერებთან საინფორმაციო  შეხვედრა გაიმართა
ღვინის სექტორის ინსტიტუციური რეფორმის პროექტის განხილვა
‘თუ სახელმწიფო არ დაეხმარა, ფერმერი ვერ გაძლიერდება’ – ახალციხეში ფორუმი იმართება
რა გახდა დაავადებული პირუტყვის აცრის გაჭიანურების მიზეზი