FM97.5 / LIVE

ახალციხის საკრებულოს სარჩელს სააპელაციო სასამართლო განიხილავს

მთავარისიახლე, სამართალი 27.04.2018
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარჩელი, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაბათილებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო.

ახალციხის საკრებულოს სარჩელს  სააპელაციო სასამართლო  განიხილავს
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო, რაიონული სასამართლოს იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, თვითმმართველობამ გათავისუფლებული თანამშრომლები ეკა ტატალაშვილი და თეა ბაღდოშვილი სამსახურში უნდა დააბრუნოს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სარჩელი, სააპელაციო სასამართლოში მარტში გაასაჩივრა, თუმცა წარმოებაში მიღების თაობაზე პასუხი ახლა მიიღო. როდის ჩაინიშნება პირველი სხდომა, მხარეებისთვის ჯერ უცნობია.

სააპელაციო სასამართლოში, საკრებულოს ინტერესებს დაქირავებული ადვოკატი პაატა კიკვიძე დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის რეორგანიზაციის შემდეგ საკრებულოდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა ეკა ტატალაშვილმა და თეა ბაღდოშვილმა, მათი გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნიეს. მათ საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს და საქმე მოიგეს. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ საკრებულოს მათი სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება დააკისრა.

ეკა ტატალაშვილი და თეა ბაღდოშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში რამდენიმე წელიწადი მუშაობდნენ. ეკა ტატალაშვილი 2014 წლიდან, ახალციხის თემის საკრებულოში, კადრების და წერილების საკითხებში, უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. 2015 წლის იანვრიდან, ქალაქის საკრებულოში, საორგაიზაციო საკითხებში სპეციალისტი იყო თეა ბაღდოშვილი. რანგირების მიხედვით, ორივე მათგანს მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის წოდება ჰქონდა. თემისა და ქალაქის გაერთიანებისა და მუნიციპალიტეტების რეორგანიზაციის შემდეგ, თვითმმართველობაში არცერთი მათგანი აღარ დაასაქმეს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.04.2020 ბორჯომში ბაზარი და ხილ–ბოსტნეულის მაღაზიები დაიკეტა

08.04.2020 ‘ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა 25%-ით გაიზარდა’ – NGO ახალციხეში

08.04.2020 ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ

07.04.2020 დაიხურება თუ არა ახალციხის ბაზარი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საკრებულო, ყოფილი თანამშრომლების საქმეზე, გადაწყვეტილებას ასაჩივრებს
ახალციხის საკრებულოს ყოფილმა თანამშრომლებმა სააპელაციოც მოუგეს
ახალციხის საკრებულომ ყოფილი თანამშრომლების საქმე უზენაესში გაასაჩივრა
ახალციხის საკრებულოს წინააღმდეგ ყოფილი თანამშრომლების საქმის განხილვა იწყება
ყოფილი თანამშრომლები საკრებულოს წინააღმდეგ – სასამართლო საქმის განხილვას იწყებს
კვირის აქცენტი: ახალციხის საკრებულოს წაგებული საქმე [Video]
სოფიო შევჩენკოს სარჩელს სააპელაციო სასამართლო განიხილავს