FM97.5 / LIVE

ახალციხეში მსუბუქი ავტომანქანა დაიწვა

მთავარისამართალი » შემთხვევა 25.04.2018
ახალციხეში, კოსტავას ქუჩის N79–ში, ადგილობრივის არამ პოღოსოვის ავტომანქანა დაიწვა. მეპატრონეები ამბობენ, რომ მანქანას ცეცხლი უცხო პირებმა გაუჩინეს, თუმცა მათი ვინაობა არ იციან.

ახალციხეში მსუბუქი ავტომანქანა დაიწვა

შემთხვევა, კოსატავას ქუჩაზე, 25 აპრილს გამთენიისას, 03:20 საათზე მოხდა. დაზიანებულია "ნისანის" მარკის ავტომანქანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც "სამხრეთის კარიბჭესთან" არამ პოღოსოვის მეუღლე ჰყვება, გამთენიისას ხმაურმა გააღვიძა – "მანქანა იყო მოსული, ფარების სინათლე სახლში შემოდიოდა. მერე ხმა მომესმა, ჩვენი მანქანის "კაპოტს" რაღაცა მაგრად დაარტყეს. არ ვიცი რა გახეთქეს, რომ ცეცხლი ავარდა. ვიდრე ავდექი, მეუღლე გავაღვიძე და გამოვედი, უკვე წასულები იყვნენ", – ამბობს სუსანა აკოფოვა.

მისივე თქმით, შემთხვევის შედეგად, ავტომანქანას წინა ნაწილი, სალონთან ერთად დაიწვა. სახანძრო–სამაშველო ჯგუფს, აკოფოვამ თავად გამოუძახა – "უკანა სალონი და მანქანის უკანა ნაწილი გადარჩა. დანარჩენი დამწვარია, სახანძრომ მოუსწრო და ჩააქრეს".

ვის შეიძლებოდა დაეწვა მანქანა, ამაზე არამ პოღოსოვის მეუღლეს პასუხი არ აქვს – "არავისთან უთანხმოება არ გვქონია, რატომ შეიძლება გაეკეთებინათ, არ ვიცი", – ამბობს სუსანა აკოფოვა.

ამ დროისათვის, ავტომანქანა გადაყვანილია და ექსპერტიზა უტარდება.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო 187–ე მუხლით იძიებს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ახალციხეში მსუბუქი ავტომანქანა დაიწვა

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე მანქანა დაიწვა
ბორჯომში ავტომანქანა დაიწვა [Video]
ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ახალციხეში მანქანა დაიწვა
ახალციხეში ავტოფარეხში ორი მანქანა ჩაიწვა – მეპატრონე ფიქრობს რომ მანქანები დაუწვეს [Photo]
ახალციხე-ახალქალქის გზაზე მანქანა დაიწვა
ბორჯომში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა
დამწვარი მანქანების გამოუძიებელი საქმეები