FM97.5 / LIVE

პროფესიულ სასწავლებელში სასწავლო პროგრამები იცვლება

მთავარისაზოგადოება » განათლება 13.06.2013
ახალციხის პროფესიული გადამზადების ცენტრში პროგრამების მოდიფიცირებასა და გახანგრძლივებაზე მუშაობენ. ამის შემდეგ სასწავლებელი ავტორიზაციას გაივლის.

პროფესიულ სასწავლებელში სასწავლო პროგრამები იცვლება
ახალციხის პროფესიული გადამზადების ცენტრს ევროკავშირი აფინანსებს. სასწავლებელში სწავლის სტანდარტიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით ევროკავშირის ექსპერტების მიერ შემუშავდა, რომლებიც პერიოდულად სასწავლო პროგრამების მონიტორინგს ახორციელებენ.

“წელიწადში სამ-ოთხჯერ ჩამოდიოდა ევროკავშირის ექსპერთა ჯგუფი, რომლებიც ამოწმებდნენ სწავლის მეთოდს, გვეკითხებოდნენ რამდენად ეფექტური იყო ესა თუ ის პროგრამა. მათი ანალიზიდან აღმოჩდა, რომ მოკლევადიანმა პროგრამებმა არ გაამართლა”, - ამბობს ახალციხის პროფესიული გადამზადების ცენტრის დირექტორი ბელა ავალიშვილი.

ევროკავშირის ექსპერტთა ჯგუფმა ახალცხისი პროფესიული სასწავლებლის პედაგოგებთან ერთად პროგრამების მოდიფიცირებაზე მუშაობა დაიწყო. აღნიშნულ სასწავლებლებში პირველი, მეორე და მესამე საფეხური აღარ იქნება, სწავლა მესამე საფეხურიდან დაიწყება. გაიზრდება პროგრამების ხანგრძლივობაც.

ახალციხის პროფესიული გადამზადების ცენტრში ყველაზე ხანგრძლივი, დროის თვალსაზრსით ვეტერინარიისა და მცენარეთა დამამაზადებელი სამკურნალო არომატული პროგრამაა. აღნიშნულ სპეციალობებზე სწავლა მესამე საფეხურიდან იწყება. ის სპეციალობები, რომლებზეც სწავლა პირველ და მეორე საფეხურიდან იწყება პროგრამები ორი თვიანია.

“მარტო პირველ საფეხურს ვინც ამთავრებს ის ფაქტობრივად მუშაა. გამოდის რომ შემდუღებელ სპეციალობაზე 2 თვე იმიტომ უნდა იარო, რომ მარტო რკინის დაჭერა ისწავლო”, -ამბობს ავალიშვილი.

მისი თქმით ერთი კონკრეტული სპეციალობა სავარაუდოდ ერთ წლიანი იქნება, სადაც სტუდენტი სრულფასოვან ცოდნას მიიღებს.

ასევე იგეგმება სტანდარტული პროგრამების შემუშავებაც. საქართველოში არსებულ ყველა პროფესიულ გადამზადების ცენტრში ერთი სასწავლო პროგრამა იქნება.

“რომელ სასწავლებელსაც აქვს ერთნაირი სპეციალობები იმ ცენტრების ხელმძღვანელები, პედაგოგები და ექსპერტები შევიკრიბებით და შევიმუშავებთ სტანდარტულ სასწავლო გეგმას”,- ამბობს ავალიშვილი.

ახალი სასწავლო გეგმა სექტემბერში ამოქმედდება, რის შემდეგაც პროფესიული სასწავლებელი ავტორიზაციისთვის მზადებას დაიწყებს.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


25.01.2020 აშშ საქართველოში 7 000 000 დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას იწყებს

24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.01.2020 მუზეუმებსა და ნაკრძალებში გაზრდილ გადასახადს ადგილობრივები აფასებენ [ვიდეო]

27.01.2020 ლიპყინულის გამო ფარავნის უღელტეხილზე მოძრაობა შეზღუდულია

27.01.2020 გორელოვკაში წყლის მილზე უკანონო დაერთებების ჩაჭრა გაზაფხულამდე გადაიდო

27.01.2020 ბორჯომში აუქციონზე 3 ნაკვეთი 1 274 000 ლარად იყიდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

რატომ დაიწყო ფინანსური კრიზისი ახალციხის პროფსასწავლებელში?
პროფსასწავლებელმა 100 სტუდენტი მიიღო
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება
სამცხე-ჯავახეთში საჯარო მოხელეები პროფესიული გადამზადების კურსს გაივლიან
რას სთავაზობს ‘ოპიზარი’ სტუდენტებს
სწრაფი და ეფექტური გადამზადება დასაქმებისთვის (R)
ახალციხე პროფესიული სასწავლებლების კვირეულს შეუერთდა