FM97.5 / LIVE

რაგბით შეპყრობილები სამცხე–ჯავახეთიდან

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.04.2018
მცირე დროში მოპოვებული წარმატება და შეცვლილი ცხოვრების წესი. გუნდი, რომელიც ერთ ოჯახად იქცა - ეს სამცხე–ჯავახეთის სარაგბო კლუბი "ტაოა".

რაგბით შეპყრობილები სამცხე–ჯავახეთიდან

დავით ვედიაკოვისთვის, "ტაოს" შუამარბისთვის, ამ თამაშმა ყველაფერი შეცვალა, - "თავიდან რაგბის თამაში რომ დავიწყე, ის მეგობრებთან ერთად გართობის კარგი საშუალება მეგონა, მაგრამ ბოლოს პროფესიად, საქმედ და ცხოვრების წესად გადამექცა".

გუნდი არც ისე დიდი ხანია არსებობს, თუმცა წარმატებასთან ერთად, უკვე დამარცხებაც გამოსცადეს. "ტაომ" მეორე ლიგის რეგიონთაშორის მატჩებში, მხოლოდ ერთი თამაში წააგო, წყალტუბოს გუნდთან. ამის მიუხედავად, მორაგბეები, წაგებასაც სხვაგვარად უყურებენ. დავითს სჯერა, რომ დამარცხებაც შესაძლებლობაა - შესაძლებლობა, გაიგო საკუთარი სისუსტე და შემდეგ, კიდევ უფრო ძლიერად იბრძოლო.რაგბით შეპყრობილები სამცხე–ჯავახეთიდან

გუნდი, რომლის ძირითად შემადგენლობაში 23 კაცია, თითქმის ყოველდღიურად ვარჯიშობს. რაგბმა ამ ახალგაზრდებს მათთვის მანამდე უჩვეულო რეჟიმიც ჩამოუყალიბა: 12:00 საათზე ვარჯიში აქვთ, 14:00 საათზე - სადილი, შემდეგ აუცილებლად უნდა დაისვენონ ან დაიძინონ და ისევ ივარჯიშონ.

გუნდის ძირითადი საწვრთნელი ბაზა ახალციხის მიხეილ იაძის სახელობის სტადიონია, თუმცა დროის დიდ ნაწილს, ასპინძაში, საგანგებოდ რაგბისთვის აშენებულ კომპლექსში ატარებენ.

რაგბით შეპყრობილები სამცხე–ჯავახეთიდან კომპლექსი, რომელიც 2012 წელს რაგბისათვის აშენდა, ასპინძაში 3,4 კვ.მ ფართობზეა გადაჭიმული - სასტუმრო, ორი გასახდელი, როგორც საბავშვო ასევე დიდებისათვის, ორი საშხაპე, მსაჯთა ოთახი, სასადილო, 500 კაციანი სტადიონი და სავარჯიშო მოედანი.

"სამხრეთის კარიბჭე" "ტაოს" მორაგბეებს სწორედ აქ შეხვდა, გიდობა კი კლუბის პრეზიდენტმა, ირაკლი გვენეტაძემ გაგვიწია. ირაკლი თვითონაც ყოფილი მორაგბეა, კლუბს დაარსების დღიდან ხელმძღვანელობს და ერთი უდიდესი სურვილი აქვს, - "საქართველოსთვის თბილისი და ქუთაისია რაგბის სამშობლო. ნახევარი საუკუნეა, რაც ამ სპორტს მისდევენ. წარმოშობით აქაური არ ვარ, მაგრამ ძალიან მინდა, ეს რეგიონი რაგბის ერთ-ერთი მთავარი კერა გახდეს და ბევრი წარმატებული მორაგბე გაზარდოს".

რაგბით შეპყრობილები სამცხე–ჯავახეთიდან

როგორც თავად ამბობს, რაგბი მისი ცხოვრებაა. აღფრთოვანებით გვიყვება კლუბზე, თანაგუნდელებსა და იმაზე, რაც "ტაოს" აერთიანებს, - "მორაგბეები არ არიან უბრალოდ კუნთმაგარი და მოგებაზე ორიენტირებული ადამიანები. ამ ადგილს აქაურები საგანმანათლებლო ბაზასაც უწოდებენ, რადგან ბიჭები აქ ბევრ რამეს სწავლობენ. იმის გარდა, რომ დაკავებულები არიან ჯანსაღი ცხოვრების წესით, აღარ უჩნდებათ სურვილი, წავიდნენ რეგიონიდან. თამაშმა ერთმანეთის გვერდში დგომა ასწავლა, ხასიათის სიმტკიცე გამოუმუშავა. რაგბი მხოლოდ თამაში არაა. მას სხვა თამაშებისგან ყველაზე მეტად ის გამოარჩევს, რომ თუ თამაშობ, არ აქვს მნიშვნელობა მოიგებ თუ დამარცხდები, მთელი შენი ძალა, თანადგომა და გუნდურობა უნდა აჩვენო, ასე დამარცხების შემთვევაშიც კი გამარჯვებული გამოხვალ".



"ტაო" ახლა, მეორე ლიგის რეგიონთაშორის ჩემპიონატში მონაწილეობს. გუნდი პირველ ლიგაში მოსახვედრად იბრძვის, ამისათვის კი ფინალური თამაში უნდა გადალახოს. დღეის მდგომარეობით, ის ერთ–ერთი წარმატებულია მეორე ლიგის გუნდებს შორის.
სამცხე–ჯავახეთის სარაგბო კლუბში 18 წლის ზევით გუნდის გარდა კიდევ 3 გუნდია. A ლიგის, B ლიგის და საბავშვო საფესტივალო.
სამცხე ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტი კლუბს ერთად 250 000 ლარით აფინანსებს, თუმცა იმ შეთხვევაში, თუ გუნდი პირველ ლიგაში გადავა, დაფინანსებას საქართველოს რაგბის ფედერაციიდანაც მიიღებს.

რაგბით შეპყრობილები სამცხე–ჯავახეთიდან

ერთობის იდეით შეპყრობილთა შორისაა ნიკა კაპანაძეც, "ტაოს" შერკინების მოთამაშე. მისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის, "ტაო" ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა, ჩვენთან საუბრის დასრულებისას გამოთქმული სურვილები კი - თითქმის ერთნაირი - გავიდნენ პირველ ლიგაში და აჩვენონ საუკეთესო თამაშები. ბიჭებს სჯერათ, რომ ეს სურვილი აუსრულდებათ, თუმცა ნიკა ფიქრობს, რომ თამაშმა მათ უკვე მოუტანა ერთი მთავარი გამარჯვება, - "ვცდილობ, ჩემი ცხოვრებისეული ღირებულებებიც რაგბს მოვარგო, რადგან რაგბი ის ერთობაა, ერთმანეთის გვერდში დგომისა და მხარდაჭერის გარეშე რომ არ იკვრება".

რაგბით შეპყრობილები სამცხე–ჯავახეთიდან

[მარიამ ბარძიმაძე, ასპინძა]


18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

18.09.2020 1920 წელი: მესხეთ-ჯავახეთში ახალი სკოლები არსდება

15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

15.09.2020 ქალაქ ახალციხის სკოლებში 366 პირველკლასელი მივიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.09.2020 როგორი ამინდია მოსალოდნელი დასვენების დღეებში სამცხე–ჯავახეთში

18.09.2020 ახალქალაქის მერიასთან სოფელ ოლავერდის მოსახლეობამ აქცია გამართა

18.09.2020 ნინოწმინდის მერიაში შვიდ პოზიციაზე 30 განაცხადი შევიდა

18.09.2020 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინაში საერთაშორისო ტურნირში იბრძოლებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

რაგბის კლუბი  ‘ტაო’  პირველ ლიგაში მოსახვედრად იბრძოლებს
რაგბის გუნდმა ‘ტაომ’ ზესტაფონის ‘არწივები’ დაამარცხა
ახალციხეში რაგბის მატჩი 'ტაოს' გამარჯვებით დასრულდა [Photo]
რაგბის გუნდი  'ტაო' 'ჭიათურას' დაუპირისპირდება
„ტაომ“ რეგიონული ლიგის ფინალი მოიგო
რაგბის გუნდი ‘ტაო’ ფოთში ‘კოლხ რაინდებთან’ შესახვედრად ემზადება
'ტაომ' ჭიათურის გუნდს მოუგო