FM97.5 / LIVE

მესხი მოსწავლეების საკითხი ისევ გაურკვეველია

მთავარისაზოგადოება » განათლება 25.05.2012
საქართველოში მცხოვრები 19 მესხი მოსწავლე პირადი ნომრის მინიჭებას დღემდე უშედეგოდ ელოდება

მესხი მოსწავლეების საკითხი ისევ გაურკვეველია

რეპატრირებული მესხი გიორგი მანზულოვი გაურკვეველ მდგომარეობაშია. მან არ იცის შეუძლია თუ არა სკოლაში სწავლის გაგრძელება. ერთ თვეში გამოცდები აქვს თუმცა, როგორც სკოლაში უთხრეს, გამოცდების ჩაბარებას ვერ შეძლებს.

გიორგი მანზულოვი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეა.

- ”რა უნდა ვქნა? სკოლაში დავდივარ, მაგრამ ჟურნალში არ ვწერივარ, არც ნიშნებს მიწერენ“, -ამბობს ის.

გიორგი მანზულოვმა და მისმა მამამ რეიზ მანზულოვმა ასოციაცია ”ტოლერანტს”, რომელიც ამჟამად რეპატრირებულ მესხებზე პროექტს ახორციელებს, არაერთხელ მიმართეს დასახმარებლად.

- ”არ ვიცთ რა ვქნათ, მეოთხე თვეა ამ პრობლემის მოგვარებისთვის ვიბრძვით. მოდიან, მაგრამ პასუხი არ გვაქვს“, - ამბობს ასოციაცია ”ტოლერანტის” მენეჯერი გოჩა ნათენაძე.

დაახლოებით 15 დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეპატრირებულ მესხ ბავშვებს პირადი ნომრები მიენიჭათ, თუმცა ინფორმაცია უსაფუძვლო აღმოჩნდა.

- ”სხვადასხვა უწყებები ჩაერთვნენ ამ საკითხის მოგვარებაში და სიტყვიერად გვაცნობეს, რომ რეპატრიანტი მესხი ბავშვების განათლების პრობლემა მოგვარდა, თუმცა, აღმოჩნდა რომ ასე არ არის. განათლების სამინისტროს გვპირდება, რომ საქართველოში მცხოვრები 19 მესხი ბავშვის ვაუჩერულ დაფინასებას თავის თავზე აიღებს, მაგრამ ოფიციალური დოკუმენტი ჩვენამდე არ მოსულა“, - ამბობს ასოციაცია ”ტოლერანტის” ხელმღვანელი ცირა მესხიშვილი.

სოფელ კლდის სკოლის დირექტორის მალხაზ ბლუაშვილის თქმით, სკოლაში არავითარი ინფორმაცია არ მისულა. ანალოგიურს აცხადებენ ადიგენისა და ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრებშიც.

რეპატრირებული მესხი გულსარა ნაზიროვა ახალციხის მეორე საჯაროს სკოლის წარჩინებული მოსწავლეა, თუმც გიორგის მსგავსად, შეიძლება საქართველოში სკოლის დამთავრება ვერ შეძლოს.

”იძულებული ვარ ბავშვები სკოლიდან გამოვიყვანო“, - ამბობს ბავშვების დედა გიულხან ნაზიროვა.

ანალოგიურ მდგომარეობაშია იუსუფ სულეიმანოვის ოჯახიც. იუნუს და იაკობ სულეიმანოვებიც ახალციხის მეორე საჯარო სკოლის მეხუთე და მერვე კლასში სწავლობენ. მათი დედა ნარგიზა სულეიმანოვა ამბობს, რომ შვილებს სასწავლებლად თურქეთში გაუშვებს: ”არ მინდა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს”.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის ბრძანებაში, ”ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის შესახებ” მუხლი4. მოსწავლის სტატუსის შეჩერება ვკითხულობთ:

1.სკოლა უფლებამოსილია დაწყებით და საბაზო საფეხურის მოსწავლეს შეუჩეროს მოსწავლის სტატუსი იმ შემთხვევაში, თუ:

გ) უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი (გარდა საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირისა) სტანდარტული ვაუჩერის შესაბამის თანხას არ შეიტანს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე;

მოსწავლის სტატუსის შეჩერება და აღდგენა ხდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

- ”საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება არ შეესებამება არც საერთაშორისო აქტებს და არც ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონს. განათლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციითაც, 35-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ”სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონით დადგენილ წესით. დაწყებით და საბაზო განათლება სავალდებულოა“. აქედან გამომდინარე, მინისტრის ბრძანებით ირღვევა ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი - განათლების უფლება“, - ამბობს იურისტი დავით თელიაშვილი.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია ”ტოლერანტმა” 23 იანვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს, საქართველოს სახალხო დამცველს, ეროვნულ უშიშროების საბჭოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წერილი გაუგზავნა, რომლითაც აღნიშნული პრობლემის მოგვარებას ითხოვდა.

სამკვირიანი პაუზის შემდეგ პასუხი მხოლოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მოვიდა.

”საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმონე პირის ზოგადი განათლების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს მოქალაქის ზოგადი განათლების დაფინანსების ამ კანონით დადგენილი წესით“, - ეს არის ამონარიდი პასუხიდან.

გიორგი მანზულოვს უნდა რომ საქართველოში იცხოვროს და სკოლაც აქ დაამთავროს, თუმცა იძულების შემთხვევაში ქვეყნის დატოვება მოუწევს.



[გულო კოხოძე, ახალციხე]


13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

07.02.2020 ახალციხელი თამთა კაპანაძე Google-მა მოხალისედ შეარჩია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.02.2020 ვარძიასთან სასტუმროს უკანონო მშენებლობის საქმე შესაძლოა სასამართლოში გაგრძელდეს

17.02.2020 ადიგენელმა საბა ყულიჯანიშვილმა ჭადრაკში რეგიონის პირველობა მოიპოვა

17.02.2020 როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

17.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

,,მოჯადოებული წრე“
მესხ მოსწავლეებს დროებითი ბინადრობის უფლება მიენიჭებათ
დირექტორების კეთილ ნებაზე დამოკიდებული განათლების უფლება
განათლების სამინისტრო: მეხუთე სკოლაში ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური იყო
მოხეს სკოლაში მომხდარის შესწავლის მოთხოვნით TDI–მ განათლების სამინისტროს მიმართა
განათლების სამინისტროს კონკურსში ბორჯომის სკოლის მოსწავლემ გაიმარჯვა
პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება