FM97.5 / LIVE

ბრძოლა აზიურ ფაროსანასთან - ქიმიური წამლობა

მთავარირეკლამა 23.04.2018
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად, წელიწადის ამ დროს, გაზაფხულზე ყველაზე აქტიურ და ეფექტურ საშუალებად ქიმიური შეწამვლა მიიჩნევა. თუმცა იმ მცენარეების ქიმიურად დამუშავება, რომლებიც ყვავილობის პერიოდში იმყოფებიან, არ შეიძლება.

ბრძოლა აზიურ ფაროსანასთან - ქიმიური წამლობა

ზამთრის ძილის შემდეგ, გამოღვიძებული მავნებელი აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში სხვადასხვა კულტურის ფოთლის ქვედა მხარეზე კვეცხების დადებას იწყებს, საიდანაც 4-5 დღეში მოწითალო ფერის ნიმფები – მატლები ჩნდებიან. ბაღლინჯოს დაფრთიანებამდე - ეს პერიოდი, აზიური ფაროსანას სიცოცხლის ის ციკლია, რა დროსაც სპეციალისტები ქიმიური წამლობის ჩატარებას გვირჩევენ.

მავნებელთან ქიმიური ბრძოლის პროცესში საკუთარი უსაფრთხოების დაცვა არ უნდა დაგვავიწყდეს. ამისთვის საჭიროა შეწამვლისას შესაბამისი წესების დაცვა, რათა თავიდან ავიცილოთ ის უარყოფით ზემოქმედება, რაც თან ახლავს პესტიციდების არასწორ გამოყენებას.

უსაფრთხოების ნორმები

ბაღლინჯოს წინააღმდეგ ქიმიური შეწამვლის დაწყებამდე აუცილებელია სპეციალური კომბინიზონი და ხელთათამანი, რესპირატორი (პირბადე) და რა თქმა უნდა დამცავი სათვალე. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს რეზინის ბოტები. ამით თავიდან ავიცილებთ, პრეპარატის ადამინის სხეულზე, სასუნთ გზებში და ლორწოვან გარსზე მოხვედრას. ეს უსაფრთხოების ნორმები უნდა დავიცვათ მაშინაც, როცა ქიმიური საშუალებით ვამუშავებთ საკარმიდამო ნაკვეთს ან დიდ პლანტაციებს.

ფერმერი რომელიც შეწამვლისას იცავს უსაფრთხოების ნორმებს

ბრძოლა აზიურ ფაროსანასთან - ქიმიური წამლობა

ერთი შეხვედით უსაფრთხოების ამ ნორმების დაცვა ფერმერისთვის სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს, თუმცა ხშირია მოსაზრებები, რომ მათთვის სპეციალური კომბინიზონის, რესპირატორისა თუ დამცავი სათვალის შეძენა გარკვეულწილად რთულია, ამის მიზეზად კი მატერიალურ მდგომარეობას ასახელბენ.

სპეციალისტების თქმით, გამოსავალი ამ მდგომარეობიდან მარტივია. დამცავი კომბინიზონის მაგივრად, მოსახლეობას შეუძლი გამოიყენოს ნებისმიერი ტანსაცმელი რომელიც მათ სხეულს სრულად დაფარავს - შარვალი, პერანგი ან მაისური. ასეთ შემთხვევაში მთავარი რეკომენდაციაა, რომ ის სამოსი რომელიც შეწამვლის დროს გვეცმევა, მხოლოდ ამ მიზნისთვის გამოვიყენოთ.

რაც შეეხება პირბადეს, ის არსებობს სხვადასხვაგვარი და მათი შეძენა მარტივად არის შესაძლებელი სამეურნეო და აგრომაღაზიებში, ასევე ნებისმიერ აფთიაქში.

რესპირატორი შეიძლება იყოს ასეთი:

ბრძოლა აზიურ ფაროსანასთან - ქიმიური წამლობა

სპეციალლისტები გვარწმუნებენ, რომ უსაფრთხოების ამ ინდივიდუალური ნორმების დაცვის შემთხვევაში, მოსახლეობა ქიმიური პრეპარატების მავნე ზემოქმედებისგან მაქსიმალურად დაცული იქნება.

შეწამვლის წესები

ერთია უსაფრთხოების დაცვა და მეორეა შეწამვლის სწორად ჩატარება. იმისთვის, რომ მავნებლის საწინააღმდეგო ქიმიური წამლობა ეფექტური იყოს, საჭიროა შესაბამისი პერიოდულობისა და ნორმების დაცვა.

დიდი ფართობის შეწამვლისას, რეკომენდირებულია სატრაქტორო ან მაღალი გამავლობის ავტომობილებზე დამონტაჟებული აგრეგატის გამოყენება. რაც შეეხბა საკარმიდამო ნაკვეთებს, ბაღებს ან მცირე ზომის ფართობების ქიმიური საშუალებით დამუშავებას, ამ დროს ყველაზე მოსახერხებელია მცირერ ზომის აგრეგატებით შეწამვლა. ასეთ ხელსაწყოებს იყენებენ ვაზის, ხეხილის შესწამლად მისი შეძენა შესაძლებელია აგრომაღაზიებში. ასეთი ზურგსაკიდი აგრეგატები შესაძლებელია იყოს სხვადასხვა საწვავზე მომუშავე ან ელექტრო ძრავით, ზოგიერთ შემთხვევაში კი მექანიკურიც. ამ გზით შესაძლებელია მაღალი ხეების შეწამვლაც.

შესაწამლი აგრეგატები:

ბრძოლა აზიურ ფაროსანასთან - ქიმიური წამლობა

რეკომნედაცია აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობის ჩასატარებლად

სტატიაში გაგაცნობთ წამლობის ჩატრებისას გასათვალისწინებელ კიდევ ერთ მნიშვნელოვან რეკომენდაციას. ალბათ ეს ყველა იმ ფერმერისთვის არის ცნობილი, რომელიც აქამდე საკუთარ ტერიტორიებს ქიმიური საშუალებით ამუშავერბდა, მაგრამ მათთვის ვინც აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ან ზოგადად ქიმიურ წამლობას ახლა იწყებს, უნდა გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტორები:

ქიმიური საშუალების შესხურების დროს აუცილებელია დავიცვათ შესამაბისი დროები. სპეციალისტების რეკომენდაციით, სასურველია შეწამვლა დილის ან საღამოს საათებში განხორციელდეს. ფერმერმა ასევე უნდა გაითვალისწინოს მეტეოროლოგიური პირობები, რადგან წამლობა არ შეძლება მაღალი ტემპერატურის დროს. კიდევ ერთი აკრძალვა ეს არის ქარიანი ამინდი, თუ ქარის სიჩქარე 5 მ/წმ-ს აღემატება ქიმიური პრეპარატის გამოყენაბა არ არის რეკომენდებული, რათა თავიდან ავიცილოთ მისი მიმდებარე ტერიტორიებზე გავრცელება. პრეპარატის შესხურებისას ასევე არ შეიძლება სიგარეტის მოწევა ან საკვების მიღება.

სპეციალისტები ფერმერებს მოუწოდებენ, რომ ქიმიური წამლობამდე ამინდის პროგნოზს გაეცნენ, იმ შემთხვევაში თუ მოსალოდნელია წვიმა, ქიმიური საშუალების გამოყებისგან თავი შეიკავონ, რადგან წვიმა პრეპარატს ჩამორეცხავს და წამლობას შედეგი არ ექნება.

არ შეიძლება ქიმიური პრეპარატების გამოყენება ღია წყალსაცავებისა და წყალსატევების ახლოს. პრეპარატი საზიანოა ასევე მწერებისთვის, შინაური ცხოველებისა და ფრინველებისთვის. ამისტომ საჭიროა, სანამ მოსახლეობა ქიმიური საშუალებით დამუშავებას დაიწყებს, იზოლირებულ გარემოში გადაიყვანოს ფრინველები და ცხოველები, შეზღუდოს ფუტკრის ფრენა, ან სკები შესაწამლი ტერიტორიიდან მოშორებით განათავსოს.

შეწამვლის შემდეგ, აუცილებელია დავიცვათ ლოდინის პერიოდი მოსავლის აღებამდე: 30 დღე მრავალწლიან კულტურებზე, 20 დღე მარცვლეულზე და 15 დღე ბოსტნეულსა და პარკოსნებზე.

იმისთვის რომ ქიმიურ წამლობას შედეგი ჰქონდეს საჭიროა პრეპარატით კარგად დამუშავდეს მცენარე, ფოთლის როგორც ქვედა ასევე ზედა ნაწილი.

ქიმიური წამლობა უნდა მოხდეს ღია სივრცეში აგრეთვე სასათბურე მეურნეობებში ყველა სავალდებულო ნორმის დაცვით.


საცხოვრებელ სახლში დასაშვებია: მექანიკური ბრძოლა - აზიური ფაროსანას თავშესაფრის იმიტაცია, საპნიანი წყალი და სხვა. აგრეთვე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ლიცენზირებული ბიოლოგიური საშუალებების გამოყენება.

ბრძოლა აზიურ ფაროსანასთან - ქიმიური წამლობა

ქიმიური წამლობა დაუშვებელია საცხოვრებელ სახლებში, დახურულ ტერიტორიებზე, სარდაფში, სხვენში და სხვა.

შეგახსენებთ, რომ აზიურ ფაროსანსთან საბრძოლველად, რამდენიმე სახეობის ქიმიური საშუალება გამოიყენება. სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, მოსახლეობას შეუძლია გამოიყენოს საქარველოში რეგისტრირებული პირეტროიდების, ნეონიკოტინეოიდების, კარბამატების ჯგუფის პრეპარატები. სართაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ექსპერტები ამბობენ რომ ყველაზე ეფექტური ბიფეტრინის შემცველი ქიმიური საშუალებებია.

[ავტორი: ირმა ჭარაქაშვილი] ბრძოლა აზიურ ფაროსანასთან - ქიმიური წამლობა


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.04.2020 ‘სამხრეთის კარიბჭეს ტელეფონი იციან და ჩვენი არა?!’ – ადიგენის მერის პასუხი აბასთუმნის მოსახლეობას

03.04.2020 წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს 10-15 ადამიანი დაესწრება

03.04.2020 რა შემთხვევაში გააგრძელებენ კომპანიები მუშაობას – ეკონომიკის მინისტრის განმარტება

03.04.2020 სამცხე–ჯავახეთში ცხელების ცენტრები გაიხსნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

წამლობა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ


ქიმიური წამლობა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ - რა ხარვეზებზე საუბრობს მოსახლეობა
როგორ დავიცვათ ფუტკარი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობისას
წამლობა ფაროსანას წინააღმდეგ - რეკომენდაციები ტოქსიკოლოგებისგან
ვანის მოსახლეობას ფერომონების მუშაობისა და ქიმიური წამლობის შესახებ ესაუბრნენ
როგორ ებრძვიან აზიურ ფაროსანას ხობის მუნიციპალიტეტში
როგორ ებრძვიან აზიურ ფაროსანას აბაშის მუნიციპალიტეტში