FM97.5 / LIVE

სოფელ ხეოთთან ავარიას 30 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

მთავარისიახლე, შემთხვევა 21.04.2018
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალციხეში, სოფელ ხეოთთან ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.

სოფელ ხეოთთან ავარიას 30 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევა, 20 აპრილს დაახლოებით 02:00 საათზე მოხდა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, „ოპელის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი, სოფელ ხეოთიდან, ახალციხის მიმართულებით მოძრაობდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მოსახვევში ამოტრიალდა. მანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად, მძღოლის გვერდით მჯდომი 30 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, უკან მჯდომი 16 წლამდე ბიჭი კი უნვებელი გადარჩა. მძღოლმა ქვედა კიდურზე მრავლობითი დაზიანებები მიიღო.

„მანქანა, რომ ამოტრიალებულა, მძღოლის გვერდით მჯდომს, გადმოხტომა უცდია, თუმცა მანქანამ ქვეშ მოიყოლა და ადგილზევე დაიღუპა“,–ამბობს, სოფელ ხეოთის დეპუტატი ბესიკ გოგსაძე.

რაც შეეხება დაშავებულს, სასწარფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, ის ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ საავადმყოფოს ადმინისტრაციაში განუცხადეს, დაშავებულს წვივის მრავლობითი მოტეხილობა აქვს და საოპერაციოდ ამზადებენ.

ავარიაში მოყოლილები ერთმანეთის ნათესავები არიან.

შსს–მ მომხდარზე ძიება, სსკ–ს 276–ე მუხლის, პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.11.2019 ‘მე ვირჩევ თანასწორობას’ - საინფორმაციო კამპანია სამცხე-ჯავახეთში

20.11.2019 ბაღინაშვილის ქუჩის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს

20.11.2019 ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს ორი ახალი კოტეჯი დაემატა

20.11.2019 ახალციხის მერია საახალწლოდ ტკბილეულს შეიძენს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სოფელ ხეოთთან ავარიისას დაშავებულ კაცს ოპერაცია გაუკეთეს
ავარიის შედეგად დაშავებულს საოპერაციოდ ამზადებენ
ადიგენში ავარიის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა
ადიგენში ავარიას 59 წლის კაცი ემსხვერპლა
ახალციხეში  ავარიისას  დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა
ბორჯომში ავარიის შედეგად 65 წლის  კაცი დაშავდა
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედაგად 20 წლის ბიჭი დაშავდა